ბალტიისპირელ-ფინელი ხალხები[1] — ბალტიისპირულ-ფინურ ენებზე მოლაპარაკე ხალხები, რომლებიც ერთიანდებიან ეთნო-კულტურულ თემებში. ცხოვრობენ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ფინეთსა და ესტონეთში. ბალტიისპირელი-ფინელი ხალხებს მიეკუთვნება: ფინელები, კარელიელები, ესტონელები და სხვ.
დღეისათვის დადგენილია რომ ბალტიისპირელ-ფინელი ხალხების სხვადასხვა შტოები ენათესავებიან ერთმანეთს, თუმცა მათი კავშირი სხვა ეთნოსებთან დადგენილი არ არის. ბალტიისპირელ-ფინელი ხალხების ეთნიკურ ისტორიას ახასიათებდა აქტიური კულტურული კავშირების არსებობა როგორც შიდა ეთნოსური, აგრეთვე ბალტიელებთან, გერმანელებთან და აღმოსავლეთ სლავებთან.[2]
სქოლიო
- ↑ ასევე იწოდებიან როგორც: დასავლეთ ფინელები, ბალტიელ-ფინელები და ბალტიისპირელი ფინელები
- ↑ Kalevi Wiik, Smoumalaisten juuret, 2004