ახტალა (სომხ. Ախթալա, Պղնձահանք) — ქალაქი სომხეთში, ლორეს სიახლოვეს. მდებარეობს მდინარე დებედას ხეობაში, ახტალის ძველი სახელი იყო სპილენძის მადანი სომხურად პღნძაჰანქ. ახტალის მონასტერი ივანე I მხარგრძელს აუშენებია, გვიან შუა საუკუნეებში ახტალა თავად მელიქიშვილების მამული და საძვალე იყო. XVIII საუკუნის ბოლოს ერეკლე II აქ სპილენძს მოიპოვებდა.
რესურსები ინტერნეტში