ართიკი (სომხ. Արթիկ) — ქალაქი სომხეთში, შირაკის პროვინციაში. მდებარეობს ერევნიდან ჩრდილო-დასავლეთით 105 კილომეტრზე. არაგაწის მთის ჩრდილო-დასავლეთ მთისწინეთზე. ქალაქი მდიდარია სამშენებლო მასალების საბადოებით (ვარდისფერი ტუფი, პემზა, ბაზალტი). ართიკის ტუფის საბადო იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბადო ყოფილი სსრკ მასშტაბით.
რესურსები ინტერნეტში