ბერდი (სომხ. Բերդ) — ქალაქი სომხეთში, ტავუშის ოლქში. მდებარეობს მდინარე ტავუშის მარცხენა ნაპირზე, ერევნიდან 211 კილომეტრში. ქალაქი გარშემორტყმულია დაბალი მთებით.
ქალაქთან ახლოს მდებარეობს ტავუშის ციხესიმაგრის (X ს) ნანგრევები, ნორ-ვარაგავანკისა და ხორანაშატის ეკლესიები (XII საუკუნე).
ბერდი არის სოფლის მეურნეობის ცენტრი. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ ხილი, თამბაქო და სხვა კულტურები. განვითარებულია რძისა და ხორცის მეურნეობა, მეღვინეობა და მეფუტკრეობა.
რესურსები ინტერნეტში