ახალი სამგორი[2] — სოფელი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 400 მ, გარდაბნიდან დაშორებულია 12 კმ-ით.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1870 ადამიანი.
1950-იან წლებში მთავრობის გადაწყვეტილებით კასპის რაიონის მაღალმთიანი სოფლიდან გოსტიბედან ჩამოასახლეს მთიულები. სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მთიულები არიან, თუმცა სოფლის შესასვლელში, პირველ უბანში, რომელსაც რუსების უბანსაც უწოდებენ, მოსახლეობა თითქმის საქართველოს ყველა კუთხიდანაა.[3]
ლიტერატურა
სქოლიო