სააკაძე (1972 წლამდე საცხენჰესი[2]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფის თემში.[3] მდებარეობს ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე საცხენისისწყლის (ლოჭინის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ-ზე.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 317 კაცი.[1]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო