ახალი კვალი (გაზეთი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალი კვალი.

„ახალი კვალი“ — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა 1915-1916 წლებში ქუთაისში. რედაქტორი-გამომცემელი — ს. ბახტაძე, ს. დადიანი, ი. ნიკოლეიშვილი, ვ. რუხაძე, ს. თავაძე, თ. ჭუმბურიძე, გ. ტაბიძე. ფაქტობრივი რედაქტორი პირველი ექვსი ნომრისა იყო გრიგოლ ურატაძე, მეექვსე ნომრიდან კი ზაქარია გურული.

გაზეთის გამოცემა გადაწყვიტა რსდმპ-ის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტმა პირველი მსოფლიო ომის შესახებ პარტიაში არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო. ნოე ჟორდანიას ანტიგერმანული და ანტანტის მომხრე პოზიცია უპირისპირდებოდა საოლქო კომიტეტის ოფიციალურ პოზიციას, ამიტომ საოლქო კომიტეტმა ნება დართო ჟორდანიასა და მის მომხრეებს ცალკე გაზეთის გამოცემისა. „ახალი კვალის“ პირველ ექვს ნომერში დაიბეჭდება ჟორდანიას სტატიების სერია „ომი და ზავი“. გაზეთის პირველივე ტირაჟი სრულად გიაყიდა და ნომრიდან ნომრამდე მატულობდა მისი პოპულარულობა. დაიხურა ხელისუფლების განკარგულებით.

ლიტერატურა