ართვინის პროვინცია (თურქ. Artvin ili) — პროვინცია (ილი) ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ართვინი. მოიცავს 9 რაიონს.
გეოგრაფია
პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველო (აჭარა), აღმოსავლეთით არტაანის, სამხრეთით – ერზურუმის და დასავლეთით რიზეს პროვინციები, აქვს 35 კილომეტრიანი საზღვაო საზღვარი შავ ზღვაზე (ნავსადგური ხოფა). პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე ჭოროხის აუზში.
მოსახლეობა
მოსახლეობა შეადგენს 164 ათას ადამიანს (2012), უდიდესი ქალაქებია: ართვინი (25 ათასი ადამიანი, 2012), ხოფა (18 ათასი ადამიანი, 2012). თურქების გარდა ცხოვრობენ ლაზები და აჭარლები (ქართველი მუსლიმები), აგრეთვე ხემშილები (სომეხი მუსლიმები).
ისტორია
პროვინციის ტერიტორია წლების მანძილზე გადადიოდა ხელიდან ხელში. ეკუთვნოდა საქართველოს, ოსმალეთის იმპერიას, რუსეთს (1828 წლიდან; პროვინციის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქუთაისის გუბერნიის, ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი).
1921 წელს ყარსის ხელშეკრულების შემდეგ არტაანის, ყარსისა და იგდირის პროვინციებთან ერთად გადაეცა თურქეთს.
რაიონები
ართვინის პროვინცია იყოფა 8 რაიონად (ცენტრალური რაიონი მოცემულია მსხვილი ასოებით):
- არტანუჯი (Ardanuç)
- არჰავი (Arhavi)
- ართვინი (Artvin)
- ბორჩხა (Borçka)
- ხოფა (Hopa)
- მურგული (Murgul)
- შავშათი (Şavşat)
- იუსუფელი (Yusufeli)
- ქემალფაშა (Kemalpaşa)
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
თარგი:ართვინის პროვინცია