ალფრედ ლუის კრებერი (დ. 11 ივლისი, 1876, ჰაბოკენი, ნიუ-ჯერსი ― გ. 5 ოქტომბერი, 1960, პარიზი) — XX საუკუნის ანთროპოლოგიის ამერიკული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
კრებერი დაიბადა ჰაბოკენში, ნიუ-ჯერსის შტატში.[14] 1901 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფრანც ბოასის ხელმძღვანელობით მიიღო მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო ნაშრომი არაპაჰოს ტომის საველე კვლევით ექსპედიციის შედეგებს ეყრდნობოდა. კრებერმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი კალიფორნიის უნივერსიტეტში გაატარა.
მისი სახელი უკავშირდება არა მარტო კულტურული ანთროპოლოგიის ამერიკული სკოლის განვითარებას, არამედ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ექსპედიციებსაც (სამხრეთ ამერიკაში). კრებერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინტერდისციპლინური მეთოდიკის დანერგვაში, დარგთაშორისი ბარიერების დაძლევაში, არქეოლოგიის კულტურის კვლევებთან დაკავშირებაში. მას ეკუთვნის კულტურული გარემოს და კულტურის კონფიგურაციის კონცეფციის შემუშავება (ინგლ. Cultural and Natural Areas of Native North America, 1939).
კრებერის სახელმძღვანელო „ანთროპოლოგია“ (1923, 1948) წლების განმავლობაში სამაგიდო წიგნად ითვლებოდა აღნიშნულ დარგში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Anguera J. E. Enciclopedia universal ilustrada europeo-americana — Editorial Espasa, 1905. — Vol. Suplemento 1977-1978. — P. 143. — ISBN 978-84-239-4500-9
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 Крёбер Алфред Луис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2006.
- ↑ Style and Civilizations — გვ. 183.
- ↑ ვებ-გვერდი — ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია.
- ↑ Viking Fund Medal and Award / M. Aldenderfer — University of Chicago Press, 1959. — ISSN 0011-3204; 1537-5382 — doi:10.1086/201357
- ↑ Staff. "Dr. Kroeber Dies; Anthropologist; Authority on Indians Taught at California 45 Years—Wrote Standard Text", The New York Times, 6 ოქტომბერი, 1960. Accessed თებერვალი, 6, 2013. "A native of Hoboken, N. J., Dr. Kroeber was graduated from Columbia in 1896."