ალპური კესანე,[1] მთის კესანე (ლათ. Myosotis alpestris) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 2–30 სმ სიმაღლის, მრავალღეროიანი, მარტივი ან სუსტად დატოტვილი და მიტკეცილბეწვიანი ღერო. ქვედა ფოთლები მოგრძოოვალურია ან ნიჩბისებური, შუათანა ღეროსეული ფოთლები — ელიფსური. ყვავილედი მრავალყვავილიანია, მოკლე, მჭიდრო. გვირგვინი მუქი ცისფერია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში.[2]
გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.[2]
გალერეა
სქოლიო