ალბანეთის სოციალისტური პარტია (ალბ. Partia Socialiste e Shqipërisë) — პოლიტიკური პარტია ალბანეთში. 1990 წლიდან არის ერთ-ერთი ალბანეთის პოლიტიკურ არენაზე მყოფი ორი ძირითადი პარტიიდან. პარტიის პოზიცია ძლიერია სამხრეთ ალბანეთში, სადაც ცხოვრობენ ალბანელების ეთნიკური ჯგუფი ტოსკები.
პარტია სოციალისტური ინტერნაციონალის წევრია.
2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 73 მანდატი და ჩამოაყალიბა მთავრობა. 2005 წლის არჩევნებში დაკარგა უმრავლესობა და გადავიდა ოპოზიციაში.
რესურსები ინტერნეტში