Équinoxe (ქართ.ბუნიაობა) — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის1978 წლის სტუდიური ალბომი. ალბომი ითვლება ჟარის ერთ-ერთ კომერციულად წარმატებულ დისკად - იგი გაიყიდა 10 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით.
ისტორია
ალბომში მუსიკის სახით მოთხრობილია ადამიანის ცხოვრების ერთი დღის შესახებ, დილიდან საღამომდე. 1-4 ნაწილები (ანუ ფირფიტის მხარე A) გადადის ნაწილებში 5-8 (ანუ B-მხარეზე).
ჟარმა შექმნა უფრო დინამიკური და რითმული ელემენტებით შედგენილი დისკი. მასზე გამოკვეთილად ჟღერს სეკვენსერის მეშვეობით შექმნილი ბას-პარტია. სტუდიაში გამოყენებული ტექნიკის ნაწილი შეიქმნა სპეციალურად ჟარისათვის, ტექნიკოს მიშელ გეისის დახმარებით.
ალბომის გამოსვლის შემდეგ პარიზში, 1979 წლის 14 ივლისს გაიმართა კონცერტი, რომელსაც დაესწრო 1 მილიონი მაყურებელი. იმ დროისთვის ეს მოვლენა შეტანილი იქნა გინესის რეკორდების წიგნში.
ალბომიდან გამოიცა ორი სინგლი - თავდაპირველად Équinoxe ნაწილი 5, შემდეგ კი - Équinoxe ნაწილი 4.
↑„Hits Of The World“(PDF). Billboard (ინგლისური): 84. 10 March 1979. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2022 – წარმოდგენილია WorldRadioHistory-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
↑ 14.014.1„Dreyfus Philosophy“(PDF). Billboard: 41–54. 31 იანვარი, 1981. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2022 – წარმოდგენილია World Radio History-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
↑ 16.016.116.2„Jarre Around the World“. Billboard: 32. 13 March 1982. ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2021 – წარმოდგენილია Google Books-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)