Up — ინგლისელი როკ-მუსიკოს პიტერ გებრიელის მეშვიდე სტუდიური ალბომი. დღეისთვის იგი არის მუსიკოსის უკანასკნელი სტუდიური ალბომი ორიგინალური მასალით (შემდგომში გამოცემული Scratch My Back და New Blood შეიცავენ სხვა შემსრულებლების სიმღერების საკუთარ ვერსიებს ან გებრიელის სიმღერების ორკესტრულ ვარიანტებს).
ისტორია
ალბომის Us (1992) და ტურნეს Secret World Live შემდეგ გებრიელმა დაიწყო მუშაობა ახალ სტუდიურ დისკზე. თავდაპირველად მისი სახელი იყო Up, შემდეგ -I/O. 1998 წელს გებრიელი ამბობდა, რომ ალბომი თითქმის დასრულებულია, მაგრამ დისკი არ გამოსულა 2002 წლის სექტემბრამდე. მის გამოცემამდე რამდენიმე თვით ადრე მუსიკოსის საიტზე გამოჩნდა მოკლე ვიდეორგოლები, რომლებშიც გებრიელი თავად საუბრობდა მომავალ სიმღერებზე.
ალბომის ტექსტებში საუბარია დაბადებასა და სიკვდილზე. Darkness მოგვითხრობს შიშებზე. Growing Up დაბადებასა და ცხოვრებაზეა. Sky Blue-ზე გებრიელი მუშაობდა 20 წელიწადი. No Way Out-ში პიტერი პირველად ახსენებს სიკვდილს. I Grieve-ის ადრინდელი ვერსია შეტანილი იყო ფილმში ანგელოზების ქალაქი. ალბომისთვის გებრიელმა იგი სპეციალურად ჩაწერა ახლებურად.
ალბომიდან გამოსული პირველი სინგლია The Barry Williams Show, რითმული სიმღერა, რომელშიც გებრიელი დასცინის თოქ-შოუებს. მეორე სინგლი More Than This ასევე არის რითმული სიმღერა, რომელშიც განიხილება ცხოვრების აზრი. „Signal to Noise“ იწერებოდა ნუსრატ ფატე ალი ხანთან ერთად, რომელიც გარდაიცვალა ალბომის გამოცემამდე. „The Drop“, ალბომის ბოლო სიმღერა, აგებულია მხოლოდ გებრიელის ვოკალსა და ბოსენდორფერის ფორტეპიანოზე.
ალბომის სიმღერების რემიქსები შექმნა რამდენიმე მუსიკოსმა. მათ შორის იყვნენ ტრენტ რეზნორი და ჯგუფი Elbow. რემიქსები შეტანილია ალბომის სინგლების B-გვერდებზე.
სიმღერების სია
ყველა სიმღერის ავტორი — პიტერ გებრიელი.
ჩარტები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| სინგლები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| ფილმები | |
---|
| ვიდეოთამაშები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
| |
|