Teenage Dream — ამერიკელი მომღერლის კეტი პერის მესამე სტუდიური ალბომი. ალბომი გამოვიდა 2010წლის 24აგვისტოს, Capitol Music Group-ის მიერ. ალბომიში გაერთიანებულია 80-ის საცეკვაო,პოპ,როკ სიმღერები.ალბომის პროდიუსერები კი იყვნენ:ემო,დოქტორ ლუკე,ბენი ბლენკო,მაქს მარტინი,სენდი ვი,ბაჩ ვოლკერი,გრეგ უილსი,თრიქ სტუარტი და სთერგეითი. სიმღერების ტექსტები ძირითადად ეხება ტინეიჯერულ ასაკს, სიყვარულს,წვეულებებს და ასე შემდეგ.
პირველმა ხუთმა სინგლმა დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში და ამით ალბომი გახდა რიგით მეორე ალბომი მუსიკის 53წლიან ისტორიაში,რომლის ხუთმა სინგლმა დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში, ხოლო მეექვსე სინგლმა "The One That Got Away"-იმ მოხსნა ახალი რეკორდი,რომლითაც ალბომი Teenage Dream არის ერთადერთი,რომლის ექვსმა სინგლმა დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის პოპ სიმღერებში. აგრეთვე კეტი არის ერთადერთი,რომელსაც 69კვირის განმავლობაში არ დაუტოვია ბილბორდის ცხელ 100-ის ათეული. მთლიანობაში გაყიდულია 30მილიონზე მეტი სიმღერის ასლი ალბომ Teenage Dream-დან,ხოლო მხოლოდ სინგლები გაყიდულია დაახლოებით 28მილიონჯერ.
53 გრემის დაჯილდოება-ზე ალბომი ნომინირებული იყო 2ნომინაციაში:წლის ალბომი და საუკეთესო პოპ ვოკალ ალბომი. სინგლი California Gurls ნომინირებული იყო როგორც საუკეთესო პოპ ვოკალი და თანამშრომლობა და სინგლი Teenage Dream როგორც საუკეთესო ქალის პოპ ვოკალ სიმღერა. 54 გრემის დაჯილდოება-ზე ალბომი ნომინირებულია 2ნომინაციაში: წლის ჩანაწერი და საუკეთესო პერფორმანსი სიმღერა "Firework"-ით. ალბომი დასახელებულია როგორც საერთაშორისო ალბომად Juno Awards of 2011-ის მიერ.
2012წლის იანვარში გაირვკა,რომ კეიტი უშვებს ალბომის განმეორებით რაღა თქმა უნდა განახლებული ვერსიით.ალბომს ერქმევა Teenage Dream: The Complete Confection და მის გამოსვლის თარიღად დასახელებულია 2012წლის 27 მარტი. Part of Me გახდა პირველი სინგლი განახლებული ალბომიდან და მან პირველივე კვირაში დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში. სიმღერა რიგით №6 Teenage Dream-ის ერიდან, რომელმაც დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში.
ალბომის გამოცემა
ალბომი Teenage Dream გამოვიდა 2010წლის 24 აგვისტოს, შეერთებულ შტატებ-ში Capitol Music Group-ის მიერ,მსოფლიოს მასშტაბით კი ამავე წლის 30 აგვისტოს EMI-ის მიერ. ალბომის ვრცელი ვერსია გამოვიდა 2010წლის 27აგვისტოს.მასში გაერთიანებული იყო სტანდარტული ალბომის 12სიმღერა,California Gurls და Teenage Dream-ის რემიქსი,სიმღერა "Starstrukk"(დუეტი 3OH!3-თან) და "If We Ever Meet Again"(დუეტი ტიმბელენდთან).
სინგლები
California Gurls იყო პირველი სინგლი ალბომ Teenage Dream-დან,რომელიც ჩაიწერა რეპერ სნუპ დოგ-თან ერთად.სინგლის პრემიერა მოხდა 7მაისს, 2010წელს აშშ-ს რადიოში.სიმღერამ დადებითი შეფასება მიიღო თანამედროვე კრიტიკოსებისგან.სინგლმა მალევე დაიპყრო ამერიკის ჩარტები და დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში,სადაც მან 6კვირა შეინარჩუნა პირველი ადგილი.სინგლმა აგრეთვე დაიკავა №1 ადგილი ახალ ზელანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში,ავსტრალიაში,კანადაში,ირლანდიაში და შოტლანდიაში. 2012წლის იანვრის აღრიცხვით სიმღერა აშშ-ში გაყიდულია 5,137,000-ჯერ და იყო 2010წლის საუკეთესო გაყიდვადი სიმღერა,ხოლო მსოფლიო მასშტაბით სიმღერის 8.5 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული 2011წლის დეკემბრის აღრიცხვით.
Teenage Dream არის მეორე სინგლი ალბომიდან,რომლის რეალიზაციაც მოხდა 22ივლისს,2010წელს.სინგლმა დაიმსახურა დადებითი შეფასება კრიტიკოსებისგან. სინგლს ჩარტებშიც ჰქონდა წარმატება და მალევე დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში,სადაც მან ორი კვირის განმავლობაში შეძლო №1 ადგილის შენარჩუნება.მან აგრეთვე №1 ადგილი დაიკავა ირლანდიაში,სლოვაკეთში და ახალ ზელანდიაში.სიმღერა აშშ-ში სულ გაყიდულია 4,003,000-ჯერ,ხოლო მსოფლიო მასშტაბით 6მილიონჯერ.
Firework გახდა მესამე სინგლი ალბომიდან.სიმღერის რეალიზი შედგა ოქტომბრის 26,2010წელს,ხოლო გაყიდვაში 2 ნოემბრიდან ჩაეშვა.სიმღერამ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისგან და ის დაასახელეს ქეითი ყველაზე წარმატებულ სიმღერად.სიმღერამ დაიპყრო მსოფლიო ჩარტები.დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში 4კვირის განმავლობაში და აიტუნის ჩარტები 1წლის განმავლობაში არ დაუტოვია.სინგლი აშშ-ში სულ გაყიდულია 5,274,000-ჯერ,ხოლო მსოფლიოში 7 მილიონჯერ.
E.T არის მეოთხე სინგლი ალბომიდან.სიმღერა ჩაწერილია რეპერ კეინი ვესტთან ერთად.სინგლის პრემიერა 2011წლის 16თებერვალს მოხდა,ხოლო მუსიკალური ვიდეო გამოვიტა მარტის 31-ში და კლიპის პროდიუსერი არის Floria Sigismondi.სიმღერამ დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში და შეინარჩუნა №1 ადგილი 5კვირის განმავლობაში.აშშ-ში სულ გაყიდულია სინგლის 5მილიონი ასლი.
Last Friday Night(t.g.i.f) არის მეხუთე სინგლი ალბომიდან.სინგლის რეალიზი მოხდა 2011წლის 6ივნისს.სიმღერამ არც თუ ისე კარგი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისგან.მაგრამ სინგლმა მაინც დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში 2კვირის განმავლობაში.აგრეთვე №1 ადგილი დაიკავა კანადაში,ჩეხეთის რესპუბლიკაში,სლოვაკეთში და აშშ-ში.მუსიკალური ვიდეოს პრემიერა გაიმართა 2011წლის 14ივნისს.კლიპში მოწვეულნი იყვნენ ცნობილი ადამიანები,როგორებიც არიან:Darren Criss, Rebecca Black, Kevin McHale, Kenny G, Hanson, Corey Feldman და Debbie Gibson.სიმღერის რემიქსი გამოვიდა 2011წლის 8აგვისტოს.რემიქსი ჩაწერილი იქნა ამერიკელ რეპერთან Missy Elliott ერთად.სიმღერა სულ გაყიდულია 2,717,000-ჯერ აშშ-ში და 3მილიონჯერ მსოფლიოში.
The One That Got Away არის მეექვსე სინგლი ალბომიდან.სინგლის რეალიზი მოხდა 2011წლის 11ოქტომბერს.სიმღერამ მიიღო ჩვეულებრივი შეფასება კრიტიკოსებისგან,ხოგმა კრიტიკოსმა განაცხადა რომ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო სინგლი The One That Got Away,რადგან ქეითს ალბომში უკეთესი სიმღერებიც ჰქონდა.სინგლი მოხვდა კანადის და ბელგიის ტოპ 10-ში.ნოემბერში სინგლი მოხვდა ბილბორდის ცხელ 100-ის ტოპ ათეულში.სიმღერის პიკი არის №3 ადგილი.მალევე გამოვიდა სინგლის რემიქსი და აკუსტიკური ვერსია რომელიც ეხმარება სიმღერას წარმატებაში.სულ გაყიდულია სიმღერის 2მილიონი ასლი მსოფლიო მასშტაბით.
Peacock სიმღერამ მუსიკალური ვიდეოს გარეშე დაიკავა №64 კანადაში,№52 ჩეხეთის რესპუბლიკაში,№125 გაერთიანებული სამეფოში და №1 აშშ-ს ცხელ კლუბურ/საცეკვაო სიმღერის ჩარტებში. სიმღერა გაყიდულია 400,000-ჯერ შეერთებულ შტატებში.
Teenage Dream: The Complete Confection
2010წლის ოქტომბერში ცნობილმა პოპ მომღერალმა Rihanna-მ განაცხადა,რომ ის და კეიტი აპირებდნენ დუეტის ჩაწერას. მან აგრეთვე დასძინა,რომ კეიტი აპირებდა დუეტის მისი ერთ-ერთი ალბომის რე-რეალიზში შეტანას. ამავე წლის ნოემბერში რიანამ განაცხადა:"კეტიმ მე უკვე მაჩვენა სიმღერა. ის ძალიან მშვენიერია და მეც დავთანხმდი, რადგან მე ძალიან მიყვარს ჩემი კეიტი. დუეტს იხილავთ მალე".
2011წლის მარტში კეიტის პროდიუსერმა დოქტორ ლუკმა ერთ-ერთ ინტრვიუში ისაუბრა:"მე და კეიტმა უკვე შევქმენით მისი ახალი სინგლი. სინგლი ძალიან კარგი იქნება.იგი თქვენ ძალიან დიდ სიუპრიზს გიკეთებთ,ამიტომ ნამდვილად ღირს ლოდინი".
2011წლის ოქტომბერში ერთ-ერთმა კეიტის თანაშემწემ ტრიკი სწუარტმა ისაუბრა მუსიკალურ ტელეკომპანია MTV-სთან:" მე და კეიტი დავბრუნდით სტუდიაში და ახალ პროექტს ვამზადებთ. ჩვენ ვანახლებთ იმ სიმღერებს,რომლებიც კეიტმა დაწერა Teenage Dream-სთვის,მაგრამ ალბომში აღარ შეიტანა." სწუარტმა გაამხილა ერთ-ერთი ძველი სიმღერის სახელი,რომელსაც ისინი თავიდან ამუშავებდნენ:"Dressing Up".
2012წლის იანვარში ბილბორდ-მა თავის საიტზე გამოაქვეყნა,რომ კეტი უშვებდა ალბომ Teenage Dream-ის რე-რელიზს და მას ერქმეოდა Teenage Dream: The Complete Confection.
2012წლის თებერვლაში კი კეიტმა თავის საიტზე საბოლოოდ გაამხილა ყველანაირი ინფორმაცია ახალ ალბომზე: გამოაქვეყნა ალბომის ყდა, გაამხილა გამოსვლის თარიღი და რაც მთავარია გამოაქვეყნა სიმღერების, რომლებიც შევიდოდა ახალ ალბომში. Teenage Dream: The Complete Confection მოიცავს: თორმეტივე სიმღერას ალბომ Teenage Dream-დან, E.T-ის რემიქსს ცნობილ რეპერთან კეინი ვესტთან, Last Friday Night(t.g.i.f)-ის რემიქსს მის ელიოტთან ერთად, The One That Got Away-ის აკუსტიკურ ვერსიას, 3 ახალ სიმღერას(სამწუხაროდ მხოლოდ 1გაგვიმხილა და ეს არის Part of Me) და ალბომ "Teenage Dream"-ის ექვსივე სინგლის მეგამიქსს. გამოსვლის თარიღად კი 2012წლის 26 მარტი დაასახელა.
2012წლის მარტში გახდა ცნობილი,რომ ალბომში შევა კეტის ძველი სიმღერის "Dressing Up"-ის განახლებული ვერსიაც და ეს იქნება მეორე იმ სამი ახალი სიმღერიდან, რომელიც კეიტმა ალბომში შეიტანა.
სინგლები
Part of Me, რომლის პროდიუსერებიც არიან ლუკას გოთველდი და მაქს მარტინი, არის პირველი სინგლი ალბომის რე-რეალიზიდან. მისი რეალიზაცია რადიო სადგურებში და ციფრული გაყიდვების ქსელებში მოხდა 2012წლის 13თებერვალს. სიმღერამ პირველივე კვირაში დაიკავა №1 ადგილი ბილბორდის ცხელ 100-ში.