Taco Bell — ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი. დაფუძნებული იქნა 1962 წლის 21 მარტს, ირვინში, კალიფორნიაში. რესტორანი გვთავაზობს მექსიკურ სამზარეულოს, ესენია: ტაკო, ბურიტო, კესიდილია, ნაჩო და სხვანი. 2018 წლის მონაცემებით ქსელის 7072 რესტორანს 2 მილიარდზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. რესტორნის წლიურმა მოგებამ 2015 წელს 1,988 მილიარდი შეადგინა.
ისტორია
Taco Bell დაფუძნებული იქნა 1958 წელს, გლენ ბელის მიერ, რომელმაც თავდაპირველად გახსნა ჰოთ დოგების დახლი. 1967 წელს გაიხსნა Taco Bell-ის რიგით მეასე რესტორანი, ქალაქ ანაჰეიმში. 1978 წელს „PepsiCo.“-მ შეიძინა ქსელი დამფუძნებელი გლენ ბელისაგან. [1] ქსელის ოფისი მდებარეობს ირვინში, კალიფორნიაში.
აშშ-ს მიღმა
აზია
ჩინეთი
2003 წელს ქსელმა გახსნა რესტორანი შანხაიში, სახელწოდებით „Taco Bell Grande“. ჩინეთში 2008 წლამდე ქსელის 4 რესტორანი ფუნქციონირებდა. 2008 წელს რესტორნები დაიხურა, მაგრამ 2015 წელს ფრენჩაიზი კვლავ დაუბრუნდა ჩინურ ბაზარს, 2017 წელს გაიხსნა პირველი რესტორანი კოლომბოში, შრი-ლანკაში.
[2]
ინდოეთი
ინდოეთში პირველი რესტორანი გაიხსნას მანტრის მოედანზე, ბანგალორში, 2010 წელს.[3][4] „Yum! Brands“ გეგმავს გახსნას 600 რესტორანი ინდოეთში და ამით შექმნას 20 000 სამუშაო ადგილი.[5]
მალაიზია
„Taco Bell“ გეგმავს გახსნას პირველი რესტორანი მალაიზიაში2020 წელს.
იაპონია
1980-იან წლებში იაპონიაში მათ გახსნენს ორი მაღაზია, მაგრამ მალევე მოხდა მათი დახურვა.[6]2015 წელს კომპანია დაუბრუნდა იაპონურ ბაზარს და გახსნა რესტორანი ტოკიოში.[6][7]