ISO 3166-2:GE — ISO სტანდარტი, რომელიც წარმოადგენს კოდების კრებულს საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისთვის. მათი მიზანია მთელ მსოფლიოში ჩამოაყალიბონ ადგილმდებარეობის სტანდარტული მოკლე აღნიშვნები, რომლებიც გამოიყენება ფუთის იარლიყებზე, კონტეინერებზე და სხვა. ყველგან, სადაც მოკლე ანბანურ-რიცხვობრივი კოდი ეხმარება უფრო მოხერხებულად და გასარკვევად მიუთითონ ადგილმდებარეობა, ვიდრე მისი სრული სახელი.