Have a Nice Day — შვედური პოპ-როკ დუეტ როქსეტის მეექვსე სტუდიური ალბომი, გამოსული 1999 წლის მარტში. ეს იყო დუეტი პირველი სტუდიური დისკი, 4 წლიანი პაუზის შემდეგ. იგი არ გამოცემულა შტატებში, რადგან მათ არც ერთ ადგილობრივ ხმისჩამწერ ლეიბლთან შეთანხმები არ ჰქონიათ.
ესპანურენოვან ქვეყნებში ალბომის გამოცემებს დაემატა სიმღერების Wish I Could Fly, Anyone და Salvation ვერსიები შესაბამის ენაზე. ალბომის ამავე ვერსიებში გარეკანის ფერები ოდნავ შეცვლილი იყო.
სხვადასხვა ქვეყანაში დისკის გარეკანზე არ იყო გამოსახული შიშველი ბავშვები, ცენზურის გამო.
ალბომი წარმატებული იყო ევროპის მრავალ ქვეყანაში და დაიკავა გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიისა და შვედეთის ჩარტების პირველი ადგილები. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთში ის მხოლოდ #28 ადგილზე მოხვდა.
დისკიდან გამოიცა ოთხი სინგლი. პირველი იყო Wish I Could Fly, რომელიც ბრიტანეთში სინგლების ჩარტის #11 ადგილს მიაღწია. მეორე სინგლი იყო Anyone. მან წარმატება არ იქონია, მიუხედავად სკანდალური მუსიკალური ვიდეოს, სადაც ვოკალისტი მარი ფრედრიკსონი თავს იკლავს. ევროპაში MTV ამ კლიპის ეთერში გადაცემაზე უარს ამბობდა.
მესამე სინგლი იყო Stars. იგი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თავისი საცეკვაო რითმის გამო. Salvation, უკანასკნელი სინგლი თითქმის არსად ყოფილა წარმატებული.
სიმღერა It Will Take A Long Long Time შეტანილი იქნა ფილმში გაქცეული პატარძალი (ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით), მაგრამ არ მოხვდა ოფიციალურად გამოცემულ საუნდტრეკზე.
Have A Nice Day იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც მარი ფრედრიკსონი სიმღერის ერთადერთი ავტორი იყო (Waiting for the Rain).
2000 წლის მსოფლიო მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზე როქსეტმა მიიღო 'ყველაზე გაყიდვადი სკანდინავიური ჯგუფის' სტატუსი. ცერემონიაზე როქსეტმა შეასრულა Wish I Could Fly.
სიმღერების სია
კომპაქტ დისკი
ყველა სიმღერის ავტორი — პერ გესლე, გარდა მითითებულისა. ესპანურენოვანი ტექსტები - ლუის გომეზ ესკოლარი.
|
1. | „Crush On You“ | 3:36 |
2. | „Wish I Could Fly“ | 4:40 |
3. | „You Can't Put Your Arms Around What's Already Gone“ | 3:31 |
4. | „Waiting for the Rain“ (მარი ფრედრიკსონი) | 3:38 |
5. | „Anyone“ | 4:32 |
6. | „It Will Take a Long Long Time“ | 4:04 |
7. | „7Twenty7“ | 3:53 |
8. | „I Was So Lucky“ | 4:18 |
9. | „Stars“ | 3:56 |
10. | „Salvation“ | 4:38 |
11. | „Pay the Price“ | 3:48 |
12. | „Cooper“ | 4:17 |
13. | „Staring at the Ground“ | 2:59 |
14. | „Beautiful Things“ (ფრედრიკსონი/გესლე) | 3:49 |
საერთო ხანგრძლივობა: | 55:41 |
|
|
15. | „Quisiera volar“ (ესპანური ვერსიის სიმღერისWish I Could Fly) | 4:45 |
16. | „Alguien“ (ესპანური ვერსიის სიმღერისAnyone) | 2:59 |
17. | „Lo siento“ (ესპანური ვერსიის სიმღერისSalvation) | 3:49 |
საერთო ხანგრძლივობა: | 69:58 |
|
|
15. | „It Hurts“ | |
16. | „Myth“ (დემო) | |
17. | „Makin' Love to You“ | |
|
|
15. | „Little Miss Sorrow“ | |
16. | „Happy Together“ | |
17. | „Anyone/I love How You Love Me“ (დემო) | |
18. | „New World“ (დემო) | |
19. | „Better Off on Her Own“ (დემო) | |
20. | „Staring at the Ground“ (დემო) | |
21. | „7Twenty7“ (დემო) | |
22. | „It Will Take a Long Long Time“ (Modern Rock Version) | |
ჩარტები
ყოველკვირეული ჩარტები
წლის საბოლოო ჩარტები
სერტიფიცირებები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| რემიქსული ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| ვიდეო ალბომები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|