British Open — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი. ერთ-ერთი უძველესი რეიტინგული ტურნირი (1985 წლიდან), თუმცა წინარეისტორია იწყება ჯერ კიდევ 1980 წელს, როდესაც ტურნირი არარეიტინგული იყო. უკანასკნელად ტურნირი გაიმართა 2004-2005 წლების სეზონზე.
1984 წელს ტურნირში მონაწილეობა მიიღო 27-მა მონაწილემ, რომლებიც 9 ჯგუფად დაიყვნენ. ჯგუფების გამარჯვებულები თამაშობდნენ სამ ნახევარფინალს, შემდეგ სამი მოთამაშე თამაშობდა ფინალს წრიული სისტემით.
ტურნირი ხშირად იცვლიდა სპონსორებს, ზოგჯერ საერთოდ ვერ პოულობდა. ტარდებოდა ნოემბერში. 1999-2000 წლების სეზონზე ტურნირი სეზონის ბოლოსკენ გადაიტანეს. ამის შედეგად 1999 წელს ტურნირი ორჯერ გაიმართა: პირველად — აპრილში (1998-1999 წლების სეზონი), მეორედ — სექტემბერში (1999-2000 წლების სეზონი).
1992 წელს შედგა პირველი მაქსიმალური ბრეიკი ჯეიმზ უოტანას შესრულებით.
სტივ დეივისი ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი იყო (მათ შორის არარეიტინგულობის დროს), ოთხ-ოთხჯერ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული სტივენ ჰენდრიმ და ჯონ ჰიგინსმა.
გამარჯვებულები
* ფინალი გაითამაშეს სამი ნახევარფინალის გამარჯვებულებმა წრიული სისტემით.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| რეიტინგული | |
---|
| დაბალრეიტინგული | |
---|
| არარეიტინგული | |
---|
| სხვა | |
---|
| Pro-am | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
|