Awake — ამერიკული პროგრესული მეტალ-ჯგუფ Dream Theater-ის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1994 წლის 4 ოქტომბერს, ლეიბლზე East West Records. ეს არის ჯგუფის უკანასკნელი ალბომი კლავიშისტ კევინ მურის მონაწილეობით, რომელმაც კოლექტივი ჩაწერის დროს დატოვა.
მასალის დიდი ნაწილი იწერებოდა 1994 წლის თებერვლის-აპრილის სესიებისა. ლეიბლი ამ პერიოდში ჯგუფისგან ითხოვდა Images and Words-ის მსგავსი დისკის შექმნას, რომელშიც შევიდოდა „Pull Me Under“-ის მსგავსი წარმატებული სიმღერა. ლეიბლის მხრიდან აგრეთვე იყო მოთხოვნა უფრო მეტად მძიმე მეტალის მქონე ჟღერადობის ჩანაწერზე, რომელიც კარგად გაიყიდებოდა. ალბომი იწერებოდა ჯონ პერდელის და დუეინ ბერონის თანაშემწეობით, რომლებიც მუშაობდნენ პროდიუსერის და ხმის ინჟინერის სახით. დისკის გარეკანი შექმნილია ჯგუფის წევრების მიერ და შეიცავს ვიზუალურ ციტირებებს ალბომის ტექსტებიდან.
გამოცემის შემდეგ ალბომს არაერთგვაროვანი შეფასებები ახლდა, თუმცა გვიანდელ პერიოდში მას უფრო კეთილგანწყობილად განიხილავდნენ. Billboard 200-ში დისკი #32 პოზიციამდე ავიდა - რაც მისთვის იყო Systematic Chaos-ამდე ყველაზე დიდი რეკორდი (უკანასკნელი #19 პოზიციას იკავებდა)[5]. სინგლების სახით გამოიცა „Lie“, „Caught in a Web“ და „The Silent Man“, თუმცა მათ წარმატება არ ჰქონიათ. ლეიბლისთვის დისკი წარუმატებელი იყო, რის გამოც შემდეგ ალბომზე მუშაობისას Dream Theater-ს კიდევ უფრო მკაცრად მოსთხოვეს რადიოსთვის განკუთვნილი და კომერციული სიმღერების მომზადება.
მიუხედავად იმისა, რომ სასათაურო სიმღერა ალბომზე არ არის, სიტყვა awake ჟღერს „Innocence Faded“-ში და „The Silent Man“-ში.
სიმღერების სია
ყველა სიმღერის მუსიკის ავტორი — Dream Theater, გარდა მითითებულისა.
|
1. | „6:00“ | კევინ მური | 5:31 |
2. | „Caught in a Web“ | ჯეიმზ ლაბრი, ჯონ პეტრუჩი | 5:28 |
3. | „Innocence Faded“ | პეტრუჩი | 5:42 |
4. | „A Mind Beside Itself: I. Erotomania“ | (ინსტრუმენტული) | 6:44 |
5. | „A Mind Beside Itself: II. Voices“ | პეტრუჩი | 9:53 |
6. | „A Mind Beside Itself: III. The Silent Man“ (მუსიკა: პეტრუჩი) | პეტრუჩი | 3:47 |
7. | „The Mirror“ | მაიკ პორტნოი | 6:45 |
8. | „Lie“ | მური | 6:33 |
9. | „Lifting Shadows Off a Dream“ | ჯონ მაიანგი | 6:05 |
10. | „Scarred“ | პეტრუჩი | 10:59 |
11. | „Space-Dye Vest“ (მუსიკა: მური) | მური | 7:29 |
საერთო ხანგრძლივობა: | 74:56 |
|
|
1. | „Eve“ | (ინსტრუმენტული) | 5:05 |
პერსონალი
- Dream Theater
ჩარტები
სერტიფიცირებები
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ვიდეო | |
---|
| სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|