ჯონ პიტერ პეტრუჩი (ინგლ. John Peter Petrucci; დ. 12 ივლისი, 1967) — ამერიკელი გიტარისტი და სიმღერების ავტორი. უკეთ ცნობილია, როგორც პროგრესული მეტალ ჯგუფის Dream Theater დამაარსებელი წევრი. მისი ჯგუფის ყოფილ წევრ მაიკ პორტნოისთან ერთად, იგი ასევე ეწევა საპროდიუსერო საქმიანობას: Dream Theater-ის ყველა ალბომის პროდიუსერია 2000 წლის ალბომის Metropolis Pt. 2: Scenes from a Memory გამოსვლის შემდეგ. იგი წარმოადგენს ასევე შემცვლელ ვოკალისტს აღნიშნულ ჯგუფში.
პეტრუჩის მონაწილეობა აქვს მიღებული ჯო სატრიანის პროექტში G3 ექვსჯერ, ყველაზე მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოწვეულ გიტარისტს. 2009 წელს იგი დასახელებული იქნა მეორე უდიდეს გიტარისტად ჯოელ მაკლვერის წიგნში „ასი უდიდესი მეტალ გიტარისტი.“[1] იგი დასახელდა ასევე „ყველა დროის გიტარის ათ უდიდეს შრედერს“ შორის ჟურნლის GuitarOne მიერ.[2]
თავის ერთ-ერთ საგიტარო გაკვეთილში პეტრუჩი აღნიშნავს, რომ მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა ჯეიმზ ჰეტფილდმა მეტალიკიდან.[3] იგი სტივ მორსსაც ასახელებს მის გავლენიან გიტარისტებს შორის ერთ-ერთ უდიდესად. კიდევ ერთი გიტარისტი, რომელმაც პეტრუჩიზე გავლენა იქონია, ალექს ლაიფსონია ჯგუფ რაშიდან. პეტრუჩიმ მისგან აითვისა უფრო სრული აკორდებისა და უფრო მძიმე მისამღერის დაკვრის ტექნიკა და ეფექტები. ამასთან ერთად, იგი დევიდ გილმორის გიტარის ემოციური დაკვრის დიდი გავლენის ქვეშაც იმყოფება.
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ვიდეო | |
---|
| სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|
|
---|
| პირველი გიტარისტი | |
---|
| მეორე გიტარისტი | |
---|
| მესამე გიტარისტი | |
---|
| დისკოგრაფია | |
---|
|