ჰორმიზდ III (სპარს. هرمز سوم; (გ. 459) — სასანიდური ირანის მე-17 შაჰინშაჰი 457-459 წლებში, იეზდიგერდ II-ის უმცროსი ვაჟი.
ტახტზე ავიდა უკანონოდ, რითაც მისი უფროსი ძმისა და მემკვიდრის, პეროზის განრისხება გამოიწვია. 459 წელს პეროზმა დიდი აჯანყება მოაწყო ჰორმიზდის ტახტიდან ჩამოსაგდებად. ჰუნების დახმარებით მან შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა თავისი ძმა.
ჰორმიზდს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი — ბალენდუხტი, (სავარაუდოდ) რომელიც ცოლად გაჰყვა იბერიის მეფეს, ვახტანგ გორგასალს და მას მემკვიდრე, დაჩი გაუჩინა.
ლიტერატურა
- Touraj Daryaee, Sasanian Persia:The Rise and Fall of an Empire, (I.B.Tauris, 2010), 24.
- Jacob Neusner, 40.
- Parvaneh Pourshariati, Decline and Fall of the Sasanian Empire:The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran, (I.B.Tauris, 2011), 71.
წყარო