ხოსრო II ფარვიზი (დ. 570 — გ. 28 თებერვალი, 628) — სასანიდური ირანის 25-ე შაჰინშაჰი 591-628 წლებში, ჰორმიზდ IV-ის ძე, ხოსრო I-ის შვილიშვილი.
ტახტი დაიკავა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის დახმარებით. VII საუკუნის დასაწყისში ხოსრო II-მ დაიპყრო ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციები (სირია, პალესტინა, ეგვიპტე). VII საუკუნის 20-იან წლებში ბიზანტიელები ირანში შეიჭრნენ. ხოსროს ვაჟმა, კავად II-მ და ირანელი დიდებულების ნაწილმა, რომელიც უკმაყოფილო იყო მონოფიზიტებთან შაჰის დაახლოებით, ხოსრო II ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა.
ლიტერატურა