ადურ ნარსე (სპარს. آذرنرسه; გ. 309) — სასანიდური ირანის მე-9 შაჰინშაჰი 309 წელს, ჰორმიზდ II-ის უფროსი ვაჟი.
მისი მეფობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. არსებობს ისტორიკოსთა 2 ვერსია მასთან დაკავშირებით. ერთი ვარაუდით, ჰორმიზდ II-ის მკვლელობის შემდეგ სპარსელმა დიდებულებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ტახტზე ახლადასული ადურ ნარსე შეიპყრეს თავის ძმებთან ერთად და სიკვდილით დასაჯეს. [1] მეორე ვარაუდით კი ის ოთხთვიანი მმართველობის შემდეგ დაამხეს და სიცოცლხეს გამოასალმეს მანიქეიზმის მიმდევრებმა.
ადურ ნარსეს სიკვდილის შემდეგ ირანი არეულობამ მოიცვა. მისი სიკვდილიდან რამდენიმე თვეში სასანიანთა ერთგულმა მსახურებმა ტახტზე აიყვანეს ახალშობილი, შაპურ II, რომლის მმართველობის პერიოდს ეწოდა სასანიანების პირველი „ოქროს ხანა“.
იხილეთ აგრეთვე
წყარო
სქოლიო