ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჰაქიმ ზიეში“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჰაქიმ ზიეში ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 12 აპრილი, 2022
აბდელჰაქიმ ზიეში ან ჰაქიმ ზიეში (არაბ.حكيم زياش; ნიდერლ.Hakim Ziyech; დ. 19 მარტი, 1993, დრონტენი, ნიდერლანდები), ზედმეტსახელად „ამსტერდამის ჯადოქარი“ [2] — მაროკოელი ფეხბურთელი. თურქეთის სუპერ ლიგის „გალათასარაისა“ (იჯარით ლონდონის „ჩელსისდან“) და მაროკოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. თამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის (განაპირა თავდამსხმელი) პოზიციებზე; უკეთესად თამაშობს მარცხენა ფეხით. ნათამაშები აქვს ორ მსოფლიო ჩემპიონატზე (2018, 2022).
ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებით, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი.[3]2018-2019 წლების სეზონში დასახელდა უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.[4]2019 წელს The Guardian-მა ზიეში „მსოფლიოს მოქმედ 100 საუკეთესო ფეხბურთელს“ შორის 29-ე ადგილზე დაასახელა.[5]
კარიერის უდიდესი ნაწილი (2012-2020) გაატარა ნიდერლანდურ კლუბებში. კარიერა დაიწყო „ჰერენვენში“, სადაც 2012-2014 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ორი სეზონის მანძილზე ირიცხებოდა „ტვენტეში“. ამის შემდეგ მან გაატარა ოთხი სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“. 2020 წლიდან ლონდონის „ჩელსის“ რიგებში ირიცხება.
სხვადასხვა პერიოდში მოირგო 18, 11, 7, 10, 33 და 22 ნომრიანი მაისურები. „ჩელსიში“ 22 ნომრიანი, ხოლო მაროკოს ეროვნულ ნაკრებში – 7 ნომრიანი მაისურით თამაშობს.
ბიოგრაფია
ადრეული წლები
ჰაქიმ ზიეში ოთხ ძმასა და ოთხ დას შორის ყველაზე უმცროსია. ბავშვობაში მისი ზედმეტსახელი იყო „De Tovenaar“ (ფეხბურთის ჯადოქარი). მშობლები იმიგრანტები იყვნენ მაროკოს პატარა ქალაქ ტაფუღალიდან.[6] ზიეში დრონტენის სამხრეთ ნაწილში გაიზარდა. 1990-იან წლებში მისი ორი ძმა „ზვოლესა“ და „ჰერენვენის“ აკადემიებში თამაშობდა. „რეალ დრონტენში“ ყოფნის პერიოდში ის შეხვდა აზიზ დუფიკარს, პირველ მაროკოელს, რომელმაც ნიდერლანდებში ითამაშა. დუფიკარმა დიდი გავლენა იქონია ზიეშის განვითარებაზე. ზიეშის მამა გარდაიცვალა 2003 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ჰაკიმი 10 წლის იყო. ეს მისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.
„ჩვენი ბოლო იმედი ოჯახში ჰაქიმი იყო, სასიხარულოდ, მან დროულად გაიაზრა თუ რა იყო სწორი და არასწორი, მისი უფროსი ძმებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხელიდან წავიდნენ“
— ფაუზი ზიეში, ჰაკიმის ერთ-ერთი ძმა
საკლუბო კარიერა
ჰერენვენი
2001-2007 წლებში თამაშობდა „რეალ დრონტენისა“ და „დრონტენის“ აკადემიებში. 2007 წელს შეუერთდა „ჰერენვენის“ აკადემიას.[7]
ზიეშის დებიუტი „ჰერენვენში“ 2012 წლის 2 აგვისტოს, 2012–13 წლების ევროპა ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, ბუქარესტის „რაპიდის“ წინააღმდეგ შედგა. მოედანზე მან 53 წუთი გაატარა, რის შემდეგაც შეცვალეს.[8] მისი დებიუტი ერედივიზიაში10 აგვისტოს, „ნეიმეგენის“ წინააღმდეგ შედგა. გუნდმა შეხვედრა 0–2 წააგო.[9] ზიეშმა თავისი პირველი გოლი „ჰერენვენის“ მაისურით, 2013 წლის 10 აგვისტოს „ბრედას“ გაუტანა. გუნდმა შეხვედრა 2–0 მოიგო.[10]23 აგვისტოს ზიეშმა გააკეთა ორი ასისტი „აიაქსის“ წინააღმდეგ, მატჩი ფრედ 3–3 დასრულდა.[11] 8 ნოემბერს ზიეშმა გოლი და ასისტი მიითვალა „ვალვეიკთან“ მატჩში, რომელიც გუნდმა 5-2 მოიგო.[12]18 დეკემბერს ზიეშმა შეასრულა დუბლი „ალკმაარის“ წინააღმდეგ თასზე.[13][14]18 იავარს ზიეშმა გაიტანა „როდასთან“ მატჩში, შეხვედრა ანგარიშით 2-2 დასრულდა.[15]9 თებერვალს მან გაუტანა „გრონინგენს“ ანგარიშით 3-1 მოგებულ მატჩში.[16]27 აპრილს „უტრეხტთან“ შეხვედრაში შევიდა შეცვლაზე, გაიტანა გოლი და მიითვილა საგოლე გადაცემა, გუნდმა 4-1 მოიგო.[17][18]
ტვენტე
2014 წლის 18 აგვისტოს, ზიეში შუერთდა „ტვენტეს“ 3,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ზიეშმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 10-ნომრიანი მაისური მიიღო.[19][20] 5 ოქტომბერს ზიეშმა გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა „ალკმაართან“ მატჩში. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.[21]2015 წლის 6 მარტს, ზიეშმა შეასრულა დუბლი „ვილემ II“-თან მატჩში.[22]10 მაისს მიითვალა სამი საგოლე გადაცემა „დორდრეხტთან“ 3-0 მოგებულ შეხვედრაში.[23][24]17 მაისს შეასრულა დუბლი და მიითვალა საგოლე გადაცემა თავის ყოფილ კლუბ, „ჰერენვენის“ წინააღმდეგ.[25][26] ზიეშმა ერედივიზიაში სეზონი 11 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით დაასრულა.[20] 2015-16 წლების სეზონისთვის ზიეშის გუნდის კაპიტნად იქნა არჩეული, მაგრამ მალევე, 2016 წლის იანვარში სტატუსი ჩამოერთვა, გუნდიდან წასვლის სურვილის საჯაროდ გამოთქმის გამო.[27][28] 2015-16 წლების სეზონი მისთვის კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი იყო, ერედივიზიაში მან გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა .[29]
აიაქსი
2016 წლის 30 აგვისტოს ზიეშმა „აიაქსთან“ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს, ტრანსფერის სანაცვლოდ „ტვენტემ“ 11 მილიონი ევრო მიიღო.[30][31]
2016–18: საწყისი სეზონები და ევროპული ფინალი
15 სექტემბერს ზიეშმა მატჩის 79-ე წუთზე მიიღო წითელი ბარათი, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნით შეხვედრაში, „პანათინაიკოსთან“, რომელიც გუნდმა 2-1 მოიგო.[32] ექვსი დღის შემდეგ, 21 სექტემბერს „აიაქსმა“ თასზე „ვილემ II“ ანგარიშით 5-0 დაამარცხა, ზიეშმა კი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.[33]2 ოქტომბერს, ზიეშმა გაიტანა პირველი გოლი ლიგაზე. გუნდმა 3-2 დაამარცხა „უტრეხტი“.[34] 20 ოქტომბერს, „ევროპა ლიგაზე“ გაუტანა ვიგოს „სელტას“. შეხვედრა ანგარიშით 2-2 დასრულდა.[35] 20 ოქტომბერს გაიტანა ერთადერთი გოლი „ექსელსიორთან“ მოგებულ შეხვედრაში.[36] 3 ნოემბერს, ზიეშმა გაიტანა ვიგოს „სელტასთან“, 3-2 მოგებულ მატჩში.[37]4 დეკემბერს გაიტანა პენალტი „გრონინგენთან“ 2-0 მოგებულ შეხვედრაში.[38]2017 წლის 15 იანვარს გაუტანა დუბლი „ზვოლეს“, 3-1 მოგებულ მატჩში.[39]29 იანვარს გაიტანა „დენ ჰააგთან“ 2-0 მოგებულ შეხვედრაში.[40]8 აპრილს გაიტანა „ნეიმეგენთან“, „აიაქსმა“ 5-1 გაიმარჯვა.[41]
2017 წლის 12 აგვისტოს გაიტანა „ჰერაკლესთან“ 1-2 წაგებულ შეხვედრაში.[42]20 აგვისტოს, ზიეშმა გაუტანა „გრონინგენს“, გუნდმა 3-1 მოიგო.[43]9 სექტემბერს, ზიეშმა „ზვოლესთან“ აცილებული პენალტის შემდეგ, ზუსტად ხუთ წუთში შეძლო გოლის გაიტანა, გუნდმა 3-0 მოიგო.[44]18 ნოემბერს ზიეშმა გააკეთა საგოლე გადაცემა „ბრედასთან“ 8-0 მოგებულ მატჩში.[45][46]26 ნოემბერს მიითვალა საგოლე გადაცემა „როდასთან“ მატჩში, „აიაქსმა“ დამაჯერებლად 5-1 გაიმარჯვა.[47][48]14 დეკემბერს გაუტანა „ექსელსიორს“ 3-1 მოგებულ შეხვედრაში.[49]20 დეკემბერს ზიეშმა ვერ გაიტანა პენალტი თავის ყოფილ გუნდთან, „ტვენტესთან“ სათასო მატჩში. გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა.[50] 2018 წლის 4 თებერვალს გაუტანა „ბრედას“. „აიაქსმა“ 3-1 გაიმარჯვა[51][52] სამი დღის შემდეგ, 7 თებერვალს გაუტანა „როდას“, „აიაქსმა“ 4-2 მოიგო.[53] 18 მარტს ზიეშმა შეასრულა დუბლი როტერდამის „სპარტას“ წინააღმდეგ 5-2 მოგებულ შეხვედრაში.[54] 19 აპრილს ზიეშმა გაიტანა „ვენლოსთან“ 4-1 მოგებულ შეხვედრაში.[55] 2017–18 წლების სეზონის ერედივიზიონში მიითვალა 15 საგოლე გადაცემა და დაიკავა პირველი ადგილი ასისტებში.
2018–20: საშინაო ტრებლი და კარგი გამოსვლა ევროტურნირებზე
2018 წლის 25 ივლისს, ზიეშმა გაუტანა გრაცის „შტურმს“, ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე, „აიაქსმა“ 2-0 მოიგო.[56], 2018 წლის 22 აგვისტოს ზიეშმა გაუტანა კიევის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში.[57] 2019 წლის 13 თებერვალს, 1/16 ფინალის პირველ მატჩში გაუტანა მადრიდის „რეალს“, შეხვედრა „აიაქსმა“ 2-1 დათმო.[58]2019 წლის 5 მარტს, ზიეშმა გაიტანა მეორე შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც გუნდმა 4-1 მოიგო.[59] გუნდმა დაამარცხა იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“. მეოთხედფინალურ ეტაპზე ორმატჩიან სერიაში დაამარცხა „იუვენტუსი“ და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში.
2019 წლის 30 აპრილის გააკეთა საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში „ტოტენჰემთან“.[60] მან გაიტანა მეორე გოლი „ტოტენჰემთან“ მეორე ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში, რომელიც გუნდმა ბოლო წამებზე დათმო და 2-3 დამარცხდა.[61] 2019 წლის აგვისტოში ზიეშმა „აიაქსთან“, ახალ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[62]
2018, 2019 და 2020 წლებში ზედიზედ სამჯერ დასახელდა „აიაქსის“ წლის ფეხბურთელად.
ჩელსი
2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განიხილებოდა ზიეშის გადასვლა „მანჩესტერ იუნაიტედში“, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. 2020 წლის 14 თებერვალს ოფიციალურად ცნობილი გახდა „აიაქსისა“ და „ჩელსის“ შეთანხმების შესახებ. ტრანსფერის სანაცვლოდ „აიაქსმა“ 38 მილიონი ევრო მიიღო. ათი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ზიეშმა ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს.[63] მისი დებიუტი „ჩელსიში“ შედგა ამხანაგურ მატჩში, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ, ზიეში დაეხმარა დებიუტანტ ტიმო ვერნერს გოლის გატანაში. შეხვედრა ანგარიშით 1-1 დასრულდა. 2020 წლის 17 ოქტომბერს შედგა მისი დებიუტი „ჩელსიში“. ზიეში „საუთჰემპტონთან“ მატჩში მოედანზე 72-ე წუთზე, მესიონ მაუნტის ნაცვლად შემოვიდა. შეხვედრა ფრედ, 3–3 დასრულდა.[64] „ჩელსიში“ ევროტურნირებზე მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, „სევილიას“ წინააღმდეგ შედგა, ზიეში მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.[65]2020 წლის 28 ოქტომბერს გაიტანა პირველი გოლი „ჩელსის“ მაისურით, გაუტანა „კრასნოდარს“ 4-0 მოგებულ შეხვედრაში, ეს იყო მისი პირველი გოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, „ჩელსის“ რიგებში.[66] სამი დღის შემდეგ, ზიეშმა გაიტანა თავისი პირველი გოლი პრემიერ ლიგაში და გააკეთა საგოლე გადაცემა „ბარნლისთან“ შეხვედრაში, გუნდმა შეხვედრა ანგარიშით 3-0 მოიგო. ზიეში გახდა პირველი ფეხბურთელი დიეგო კოსტას შემდეგ, რომელმაც გაიტანა თავის პირველ ორ სასტარტო შეხვედრაში „ჩელსის“ მაისურით.[67] „ჩელსის“ მომდევნო შეხვედრაში, ზიეშმა გააკეთა ორი საგოლე გადაცემა და დასახელებული იქნა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. „ჩელსიმ“ კი „შეფილდ იუნაიტედი“ 4-1 დაამარცხა.[68] 2020-21 წლების სეზონში ზიეშმა გუნდთან ერთად მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა.
სანაკრებო კარიერა
ნიდერლანდები
ზიეშმა ითამაშა ნიდერლანდების 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. 2014 წელს ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ლუი ვან გალმა შეიყვანა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახანგრძლივებულ შემადგენლობაში. ამ დროს ის 21 წლის იყო. ზიეში არ იქნა შეყვანილი 23 კაციან სიაში რომელიც გაემგზავრა მსოფლიო ჩემპიონატზე.[69] ნიდერლანდების ნაკრებში არ ჩაუტარებია არცერთი შეხვედრა.
ევროპის 2015 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი
მაროკო
შეჯიბრების მიხედვით
შეჯიბრი
მატჩი
გოლი
ამხანაგური
17
8
შესარჩევები
17
9
აფრიკის თასი
4
0
მსოფლიო ჩემპიონატი
3
0
ჯამი
41
17
2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში, 2015 წლის 9 ოქტომბერს, კოტ-დ'იუვარის ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრა მაროკოს ნაკრების მარცხით, ანგარიშით 0-1 დასრულდა.[76]2016 წლის 27 მაისს, მან შეასრულა დუბლი კონგოს წინააღმდეგ, შეხვედრა მაროკოს ნაკრებმა მოიგო, ანგარიშით 2-0.[77]4 სექტემბერს, ზიეშმა გაუტანა სან-ტომესა და პრინსიპის ნაკრებს, 2017 წლის აფრიკის თასის შესარჩევ ეტაპზე, მაროკომ ანგარიშით 2-0 მოიგო.[78] ზიეში ვერ მოხვდა ნაკრების 23 კაციან სიაში და შესაბამისად არ მიუღია მონაწილეობა 2017 წლის აფრიკის თასზე.[79]
2017 წლის 1 სექტემბერს ზიეშმა გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, მალის წინააღმდეგ. მაროკომ შეხვედრა ანგარიშით 6-0 მოიგო.[80][81]2018 წელს მოხვდა მაროკოს ნაკრებში, მსოფლიო თასზე. ზიეშს მსოფლიო თასზე არ გაუტანია, მაროკოს ნაკრები კი ჯგუფში ჩარჩა. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა წააგო, ხოლო ერთი ფრედ ითამაშა.[82][83] მაროკოს ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთ მატჩში მოახერხა გატანა.
ნაკრებში თამაშობს 7-ნომრიანი მაისურით.
არის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი.
2015
2015 წელს შედგა მისი დებიუტი ნაკრებში. ეს იყო მისი სადებიუტო წელი მაროკოს ეროვნულ გუნდში. ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ვერ შეძლო თავის გამოჩენა. მისი დებიუტი შედგა კოტ–დ'ივუარის ნაკრებთან.
2016
2016 წელს ნაკრებში ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. თავის გამოჩენა სამ შეხვედრაში მოახერხა. ზიეშმა ჯერ კონგოს, ხოლო შემდეგ კანადის ნაკრებს გაუტანა დუბლი. ამ წელს გაიტანა თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით.
2017
2017 წელს ნაკრების მაისურით ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავის გამოჩენა მხოლოდ ერთ მათგანში შეძლო. 2017 წლის 1 სექტემბერს გაიტანა დუბლი მალის ნაკრების კარში. მაროკოს ნაკრებმა შეხვედრა დამაჯერებლად, ანგარიშით 6-0 მოიგო.
2018
2018 წელი მისთვის სანაკრებო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იყო. მონაწილეობა მიიღო 10 შეხვედრაში და გაიტანა 5 გოლი. ზიეშმა ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. მაროკომ ჯგუფში სადაც ესპანეთთან, პორტუგალიასთან და ირანთან ერთად თამაშობდა ბოლო ადგილი დაიკავა. ზიეშმა ამ წელს ნაკრებში ერთი დუბლი შეასრულა, მან დუბლი გაუტანა კამერუნის ნაკრებს. გარდა ამისა, მან გაუტანა ესტონეთის, სერბეთისა და მალავის ნაკრებებს.
2019
2019 წელი მისთვის ყველაზე დატვირთული, მაგრამ არც თუ ისე შედეგიანი სანაკრებო წელი იყო. ზიეშმა 11 მატჩიდან მხოლოდ ერთში შეძლო თავის გამოჩენა, გაუტანა დუბლი ზამბიის ნაკრებს. მონაწილეობა მიიღო ოთხ შეხვედრაში აფრიკის თასზე, მაროკო ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე დამარცხდა ბურკინა-ფასოსთან, პენალტების სერიაში. ზიეშმა აფრიკის თასზე ვერ მოახერხა გოლის გატანა.
2020
2020 წელს ნაკრებშა ჩაატარა ორი მატჩი, 2020 წლის 9 ოქტომბერს მაროკოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში 3-1 დაამარცხა სენეგალი. ზიეში მოდეანზე 59 წუთზე შემოვიდა, მაგრამ ვერ მოახერხა გოლის გატანა. კორონავირუსის პანდემიის გამო ზიეშს ნაკრებში თითქმის ერთწლიანი პაუზა გამოუვიდა (ბოლოს ნაკრებში ნათამაშები ჰქონდა 2019 წლის 19 ნოემბერს). 2020 წლის 12 ნოემბერს გაიტანა დუბლი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკს ნაკრების წინააღმდეგ, მაროკომ შეხვედრა 4-1 მოიგო. 2020 წლის 17 ნოემბერს კვლავ გაუტანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებს, მაროკომ შეხვედრა ანგარიშით 2-0 მოიგო.
2021
2021 წლის 26 მარტს ზიეშმა ითამაშა მავრიტანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრა ანგარიშით 0-0 დასრულდა. ზიეშმა მოედანზე 88 წუთი გაატარა. [84] ოთხი დღის შემდეგ, 30 მარტს ითამაშა ბურუნდის ეროვნულ ნაკრებთან. მაროკომ შეხვედრა ანგარიშით 1-0 მოიგო. ზიეში შეხვედრაში 81-ე წუთზე ჩაერთო. [85]
ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებით, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი. ზიეშის სუსტი მხარეებია თავით თამაში (მიუხედავად მისი სიმაღლისა) და სისწრაფე. მას არ აქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები. ზიეშს აქვს კარგი ბურთის ფლობა, რაც გამოწვეულია მისი პრაქტიკით ფუტსალში, იმ პერიოდში როდესაც მას წვრთნიდა აზიზ დუფიკარი. ზიეში ასრულებს ჯარიმებს, კუთხურებსა და პენალტებს რაც მას გუნდის ლიდერად აყალიბებს. [86] მიუხედავად მისი კარგი ინდივიდუალური თვისებებისა, ის არის გუნდური მოთამაშე, მაგრამ ასევე შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება.
სატრანსფერო ღირებულება
ზიეშის აგენტია ნახლი მონდიალი. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულებაა 2024 წლის 31 მაისის მონაცემებით არის 9, 000, 000 ევრო.
საუკეთესო აფრიკელი ბომბარიდირი „ტვენტეს“ ისტორიაში
მე-2 აფრიკელი ერედივიზიაში გატანილი გოლების რაოდენობით
საუკეთესო დრიბლიორი ერედივიზიას ისტორიაში, სეზონში 216 დრიბლინგით
ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ევროპა ლიგის ნახევარ-ფინალებში (3)
მეორე ყველაზე მეტი მომენტი ერედევიზიაში ერთ სეზონში (პირველ ადგილზეა კრისტიან ერიქსენი 138 მომენტით)
ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ერედივიზიას ერთ სეზონში (20)
ყველაზე მეტი გოლის ავტორი აფრიკელი ფეხბურთელებიდან „დე კლასიეკერში“ (სალომონ კალოუსთან ერთად, ორივე მათგანმა 2 გოლი გაიტანა)
ყველაზე მეტი კონტაქტი ბურთთან ერედივიზიას ისტორიაში (ერთ სეზონში): 3205
პირადი ცხოვრება
ზიეში მუსლიმია. ბევრია არაფერია ცნობილი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. როგორც ცნობილია, მას არ ჰყავს შეყვარებული. ზიეშს არ აქვს ტატუირება სხეულის არცერთ ნაწილზე. მისი სიმაღლეა 181 სმ, ხოლო წონა – 69 კგ.
Kereta api MatarmajaKereta api Matarmaja di areal persawahanInformasi umumJenis layananKereta api antarkotaStatusBeroperasiDaerah operasiDaerah Operasi VIII SurabayaPendahuluMaja dan Tatar (1976–1983)Mulai beroperasi28 September 1983Lintas pelayananStasiun awalMalangJumlah pemberhentianLihatlah di bawah.Stasiun akhirPasar SenenJarak tempuh880 kmWaktu tempuh rerata15 jam 43 menitFrekuensi perjalananSatu kali keberangkatan tiap hariJenis relRel beratPelayanan penumpangKelasEkonomiPengaturan t...
This article is about the town. For the church, see Wimborne Minster (church). Wimborne redirects here. For the hamlet in Canada, see Wimborne, Alberta. Town in Dorset, England Human settlement in EnglandWimborne MinsterThe medieval Wimborne Minster churchWimborne MinsterLocation within DorsetPopulation15,552 (2014 estimate ONS built-up area)OS grid referenceSU015005Unitary authorityDorsetCeremonial countyDorsetRegionSouth WestCountryEnglandSovereign stateUnited ...
Flavors of LoveSampul digitalAlbum studio karya Monsta XDirilis5 Mei 2021Durasi38:26Label Starship Entertainment Universal Music Japan Kronologi Monsta X Fatal Love(2020) Flavors of Love(2021) One of a Kind(2021) Singel dalam album Flavors of Love Wish on the Same SkyDirilis: 30 Maret 2020 Love Killa (versi Bahasa Jepang)Dirilis: 16 Desember 2020 WantedDirilis: 10 Februari 2021 Flavors of LoveDirilis: 14 April 2021 Flavors of Love adalah album studio berbahasa Jepang ketiga dari grup voka...
عبد القدير خان (بالأردوية: عَبْد الْقَدِير خان) معلومات شخصية الميلاد 1 أبريل 1936 [1] بوبال الوفاة 10 أكتوبر 2021 (85 سنة) [2] إسلام آباد سبب الوفاة مرض فيروس كورونا 2019[3] مكان الدفن مسجد الملك فيصل[4] مواطنة الراج البريطاني (1936–1947) اتحاد الهند...
Brazilian footballer (born 2000) In this Portuguese name, the first or maternal family name is Paixão and the second or paternal family name is de Oliveira. Júnior is a generational suffix used for someone whose name is the same as their father, like Jr. in English. Vinícius Júnior Vinícius in 2021Personal informationFull name Vinícius José Paixão de Oliveira Júnior[1]Date of birth (2000-07-12) 12 July 2000 (age 23)[2]Place of birth São Gonçalo, Br...
Sporting event delegationCosta Rica at the2017 World Aquatics ChampionshipsFlag of Costa RicaFINA codeCRCNational federationFederación Costarricense de NataciónWebsitewww.fecona.co.crin Budapest, HungaryCompetitors16 in 3 sportsMedals Gold 0 Silver 0 Bronze 0 Total 0 World Aquatics Championships appearances197319751978198219861991199419982001200320052007200920112013201520172019202220232024 Costa Rica is scheduled to compete at the 2017 World Aquatics Championships in Budapest, Hungary from...
Chemical compound LomevactoneClinical dataATC codeNoneIdentifiers IUPAC name 4-(4-Chlorophenyl)-6-methyl-3-phenyltetrahydro-2H-pyran-2-one CAS Number81478-25-3 (3R,4R,6R): 82510-81-4rel-(3R,4R,6R): 75115-73-0PubChem CID100079ChemSpider90435UNIITP71SPS85CChemical and physical dataFormulaC18H17ClO2Molar mass300.78 g·mol−13D model (JSmol)Interactive image SMILES Clc1ccc(cc1)C2C(C(=O)OC(C)C2)c3ccccc3 Lomevactone (INN; developmental code name DR-250) is a drug described as a psychostimulan...
Association football club in England Football clubBasildon UnitedFull nameBasildon United Football ClubNickname(s)The BeesFounded1955 (as Armada Sports)GroundThe Hive, Gardiners Close, BasildonCapacity2,000 (400 seated)[1]ChairmanDave MaxwellManagerChris TaylorLeagueIsthmian League North Division2023–24Isthmian League North Division, 9th of 19WebsiteClub website Home colours Away colours Basildon United Football Club is a football club based in Basildon, Essex. They are currently me...
Special election to the US House of Representatives 2012 New Jersey's 10th congressional district special election ← 2010 November 6, 2012 (2012-11-06) 2012 → New Jersey's 10th congressional district Nominee Donald Payne Jr. Party Democratic Popular vote 166,413 Percentage 97.4% Representative before election Donald M. Payne Democratic Elected Representative Donald Payne Jr. Democratic Elections in New Jersey Federal government U.S. President 1...
1997 fighting game 1997 video gameTekken 3PlayStation cover artDeveloper(s)NamcoPublisher(s)Namco[a]Director(s)Masamichi AbeYutaka KounoeKatsuhiro HaradaProducer(s)Hajime NakataniDesigner(s)Masahiro KimotoKatsuhiro HaradaProgrammer(s)Masanori Yashinari MizushimaComposer(s)Nobuyoshi SanoKeiichi OkabeSeriesTekkenPlatform(s) Arcade PlayStation ReleaseArcade JP: 20 March 1997 PlayStation JP: 26 March 1998[2]NA: April 30, 1998[1]EU: 12 September 1998[3]Genre(s)Fight...
Plaza Venezuela at Night Fisicromía - Homenaje a Don Andres Bello (1982), Carlos Cruz-Diez Plaza Venezuela (sunset). Marcos Kirschstein, 2018. Plaza Venezuela (Venezuela Square in Spanish) is a public square located in Los Caobos neighborhood, Caracas, Venezuela. It was inaugurated in 1940 and is situated in the geographic center of Caracas. Its place for many landmarks of Caracas, including a fountain with lights, the Christopher Columbus monument of Manuel de la Cova, the Fisicromía tribu...
1946–1992 anthem of the Kirghiz Soviet Socialist Republic, later Kyrgyzstan Kyrgyz SSR Mamlekettik GimniEnglish: State Anthem of the Kirghiz Soviet Socialist RepublicКыргыз ССР Мамлекеттик ГимниFormer regional anthem of the Kirghiz SSR Former national anthem of Kyrgyzstan[a]LyricsKubanychbek Malikov, Tugelbai Sydykbekov, Mukanbet Toktobaev, and Aaly TokombaevMusicVladimir Vlasov, Abdylas Maldybaev and Vladimir Fere, 1946 (1946)Adopted19...
Species of butterfly Large vagrant male N. a. argiaBobiri Forest, Ghana Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Arthropoda Class: Insecta Order: Lepidoptera Family: Pieridae Genus: Nepheronia Species: N. argia Binomial name Nepheronia argia(Fabricius, 1775) Synonyms Papilio argia Fabricius, 1775 Papilio cassiopea Cramer, 1779 Pieris idotea Boisduval, 1836 Eronia argia ab. semiflava Aurivillius, 1895 Eronia argia ab. mixta Aurivillius, 1895 Eronia argia ab. s...
Series of civil wars in 19th-century Spain Part of a series onCarlism Ideology Traditionalism Political Catholicism Patriotism Monarchism Hispanismo Local Fueros Counter-revolution Legitimism Accidentalism General Aduaneros Carlist Party Carlo-francoism Carloctavismo Chapelgorris Cross of Burgundy Detente bala Integrismo Literature Marcha de Oriamendi Montejurra Requeté Sindicatos Libres Traditionalist Communion People Alfonso Carlos I Barrio Bordaberry Cabrera Charles V Charles VI Charles V...
For other songs by this name, see What Now. 2013 single by RihannaWhat NowSingle by Rihannafrom the album Unapologetic ReleasedAugust 29, 2013 (2013-08-29)Recorded2012StudioMetropolis Studios (London), Westlake Recording Studios (Los Angeles)GenrePopR&BLength4:03LabelDef JamSRPSongwriter(s)Olivia WaitheParker IghileNathan CassellsMaestro The BakerProducer(s)Parker IghileMaestro The BakerKuk HarrellRihanna singles chronology Bad (Remix) (2013) What Now (2013) The Monster (2...
Ini adalah nama Batak Toba, marganya adalah Sijabat. Jerome Polin SijabatInformasi pribadiLahirJerome Polin Sijabat2 Mei 1998 (umur 26)Jakarta, IndonesiaPendidikan KB & TK Taman Harapan Malang SD & SMP Intan Permata Hati Surabaya Barat SMA Negeri 5 Surabaya Universitas Waseda PekerjaanYouTubermahasiswapengusahaKerabatJehian Panangian Sijabat (Kakak)Situs webwww.mantappu.com/talent/jerome-polin-sijabat/Informasi YouTubeKanal Nihongo Mantappu LokasiIndonesiaJepangPembuatJerome Poli...
الإبونيت مطاط صلد مقسى بالكبريت (مفلكن).[1][2][3] تم تصنيع الإبونيت للحصول على بديل لخشب الأبنوس الطبيعي، ومن هنا اشتق اسمه إذ أن Ebony تعني الأبنوس بالإنجليزية. يعد تشارلز غوديير أول من حصل على الإبونيت وذلك بتقسية المطاط الطبيعي لفترات طويلة، لذلك فإن محتواه من ال�...