ჯოისის ყველაზე გახმაურებული რომანია „ულისე“ (1922 წ.), ასევე მის კალამს ეკუთვნის რომანი „ფინეგანის სამძიმარი“ (1939 წ.), მოკლე ნოველების კრებული „დუბლინელები“ (1914 წ.) და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ (1916 წ.). მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს — ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.
ცხოვრება და მოღვაწეობა
დუბლინი, 1882–1904
ჯეიმზ ავგუსტინ ჯოისი დაიბადა კათოლიკეთა ოჯახში, დუბლინის გარეუბან რეთგერში. იგი ოჯახში უფროსი შვილი იყო. მისი ორი ტყუპისცალი ჯერ კიდევ მცირეწლოვნობისას ტიფით გარდაიცვალა. ჯოისების ოჯახი წარმოშობით ფერმოიდან, კორკის საგრაფოდან იყო. ჯოისის მამა და პაპა მდიდარი ოჯახის შვილებზე დაქორწინდნენ. 1887 წელს ჯეიმზის მამა ჯონ სტანისლოს ჯოისი გახდა ადგილობრივი ყადაღის შემგროვებელი, რამაც ოჯახის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჯოისები საცხოვრებლად გადავიდნენ შედარებით პრესტიჟულ ქალაქ ბრეიში, დუბლინიდან 12 კილომეტრის დაშორებით. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის პატარა ჯეიმზს უკბინა ძაღლმა, რამაც მომავალში დიდი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე, ჩამოუყალიბდა რა ძაღლებისადმი შიშის სინდრომი. ჯეიმზს ასევე ეშინოდა გრუხუნის. მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბავშვობაში დეიდა ზღაპრებში გრუხუნს აღწერდა, როგორც ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელს.[29]
1981 წელს ჯოისმა დაწერა პოემა „Et Tu Healy” ჩარლზ სტიუარტ პარნელის გარდაცვალების პატივსაგებად. ჯოისის მამას არ მოწონდა პარნელი მისი კათოლიკურ ეკლესიაზე დამოკიდებულებითა და ირლანდიის ჰოუმრულის ინიციატივის ჩავარდნის გამო. უფროსმა ჯოისმა დაბეჭდა პოემა და პროტესტის ნიშნად გააგზავნა ვატიკანის ბიბლიოთეკაში. იმავე წლის ნოემბერში, ჯონ ჯოისი ოფიციალურად გაკოტრდა, ხოლო 1893 წელს ჩამოართვეს სახელმწიფო პენსია, რამაც ოჯახში დიდი ფინანსური პრობლემები წარმოშვა.სტრესის ნიადაგზე ჯონ ჯოისს სასმელისადმი მიდრეკილება ჩამოუყალიბდა.[30]
ჯეიმზ ჯოისმა 1888 წელს ჩააბარა გამოცდები კლონგოუს-ვუდის კოლეჯში. 1892 წელს, მას შემდეგ, რაც მამა ვეღარ ეხმარებოდა სწავლის ღირებულების გადახდაში, იგი იძულებული გახდა, დაენებებინა კოლეჯში სწავლისთვის თავი. თუმცა აქტიურ თვითგანათლებას ეწეოდა შინ, ო'კონელის სკოლის სისტემით. 1893 წელს მას შესთავაზეს ადგილი დუბლინის იეზუიტთა სკოლაში, ბელვედერ-კოლეჯში. შეთავაზება დამყარებული იყო მკაცრ მოთხოვნებზე, დამორჩილებოდა სკოლის კანონებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯოისი იძულებული გახდა უარეყო კათოლიციზმი 16 წლის ასაკში, თომა აქვინელის ფილოსოფია მაინც დარჩა მისი მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მეგზურად.[31]
ჯეიმზმა 1898 წელს ჩააბარა დუბლინის ახლადშექმნილ კოლეჯში (ინგლ. University College Dublin (UCD)), თანამედროვე ენების ფაკულტეტზე, კერძოდ კი ინგლისური, ფრანგული და იტალიური ენების განხრით. ამასთანავე ჯეიმზი აქტიურ მონაწილეობას იღებდა თეატრალური და ლიტერატურული წრეების მუშაობაში. რევიუ ჰენრიკ იბსენის „ახალი დრამის“ შესახებ იყო ჯოისის პირველი ნამუშევარი, რომელიც გამოქვეყნდა 1900 წელს და თავად ნორვეგიელი დრამატურგის მადლობა დაიმსახურა. ჯოისმა ამ პერიოდში დაწერა რამდენიმე სხვა სტატია და სავარაუდოდ, ორი პიესა (რომლებიც არ შემონახულა). ბევრი მეგობარი, რომლებიც ჯოისმა გაიჩინა დუბლინის უნვიერსიტეტში სწავლისას, შემდგომში გახდნენ მისი ნაწარმოებების მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. იგი აგრეთვე იყო დუბლინის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ისტორიის საზოგადოების აქტიური წევრი. 1900 წელს მან საზოგადოების ერთ-ერთ შეკრებაზე წარმოადგინა „დრამა და ცხოვრება“.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1903 წელს, ჯოისმა დატოვა დუბლინი და მედიცინის შესასწავლად გაემგზავრა პარიზში. თუმცა სინამდვილეში ფულის ფლანგვის მეტს არც არაფერს აკეთებდა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი დაბრუნდა ირლანდიაში მას შემდეგ, რაც დედამისს[32] ეშინოდა რა თავისი შვილის უპატივცემლობის, ჯოისის დედა ცდილობდა, ეზიარებინა, თუმცა ყოველი მისი ცდა უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ ჯოისის დედა ჩავარდა კომაში და გარდაიცვალა 13 აგვისტოს, უარყოფილი შვილის მიერ, რათა მუხლმოყრილი ელოცა მისი სულის გადასარჩენად.[33] დედის გარდაცვალების შემდეგ ჯოისმა მოუხშირა სმას, რამაც სახლში გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა. იგი თავს ირჩენდა წიგნების რევიუირებით, კერძო გაკვეთილებით და ასწავლიდა სიმღერას. მისმა ერთ ერთმა მოსწავლემ 1904 წელს ბრინჯაოს მედალი აიღო ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში.[34]
1904 წლის 7 იანვარს ჯოისი ეცადა, გამოექვეყნებინა ახალგაზრდა ხელოვანის პოტრეტი - ესთეტიკური ესსე, მაგრამ ჟურნალმა დანამ უარი განაცხადა. ჯოისმა თავის 22-ე დაბადების დღისათვის გადაწყვიტა, ესსე განეახლებინა და ექცია რომანად, დაერქმია ახალი ვერსიისთვის „სტივენ ჰეროუ“. თუმცა ჯოისს არასოდეს არ გამოუქვეყნებია ეს ნაწარმოები მისი ორიგინალური სახელწოდებით. ეს იყო ის წელი, როდესაც ჯოისი შეხვდა ნორა ბენაქლს, ახალგაზრდა გოგონას გალვეიდან, რომელიც მუშაობდა დუბლინის ერთ-ერთ სასტუმროში. 1904 წლის 16 ივნისს, ჯოისი და ნორა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პაემანზე. სწორედ ეს დღე გახდა ჯოისის ბრწყინვალე ნაწარმოებში, „ულისეში“ აღწერილი დღის თარიღი.
რამდენიმე ხნის განმავლობაში ჯოისი დარჩა დუბლინში , თუმცა ძალიან მოუმატა სასმელის სმას. ერთ დღეს, როდესაც მწერალი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იგი სკანდალის მიზეზი გახდა, რომლისგანაც მამამისის შორეულმა ნაცნობმა ალფრედ. ჰანტერმა იხსნა, რომელმაც იგი შეიკედლა საკუთარ სახლში.[35] ჰანტერი აღმოჩნდა ებრაელი, რომელსაც ჰყავდა მოღალატე მეუღლე. სწორედ იგი გახდა ულისეს პერსონაჟის, ლეოპოლდ ბლუმის პროტოტიპი.[36] ჯოისი დაუახლოვდა ოლივერ ჯონ გოგართს, ულისეს პერსონაჟ ბაკ მალიგანის პროტოტიპს. მწერალმა გოგართის ციხესიმაგრეში 6 ღამე გაატარა, რაც ბოლოს დასრულდა ამ უკანასკნელის მიერ ჯოისის მიმართულებით გასროლით.[37] ჯეიმზი იმავე ღამეს დაბრუნდა დუბლინში. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ მწერალმა კუნძული დატოვა და კონტინენტზე ნორასთან ერთად გაემგზავრა.
1904–1920: ტრიესტი და ციურიხი
ჯოისი და ნორა, აღკვეთილნი ირლანდიიდან საკუთარი ნებასურვილით გაემგზავრნენ ციურხში, სადაც სავარაუდოდ ჯოისმა დაიწყო მუშაობა ბერლიცის ენათა ინსტიტუტში, ინგლისელი აგენტის დახმარებით. ფაქტობრივად მან შეძლო მოეტყუებინა ინგლისელი აგენტი, თუმცა სკოლის დირექტორმა გააგზავნა იგი ტრიესტში. რომელიც იმ დროისათვის იყო ავსტრია-უნგრეთის ნაწილი მეორე მსოფლიო ომამდე. ამჟამად არის იტალიის სახეწლმწიფოს შემადგენლობაში. ალმიდანო ალტიფონის დახმარებით, რომელიც იყო ტრიესტი ბერლიცის სკოლის დირექტორი, ჯოისმა დაიწყო მუშაობა მასწავლებლად პულაში, რომელიც იმჟამად ასევე იყო ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში, დღესდღეობით არის კროაციის სახელმწიფოს შემადგენლობაში. ჯოისი ასწავლიდა ინგლისურ ენას ავსტრიელ-უნგრელ სახმელეთო ოფიცრებს, რომლებიც ცხოვრობდნენ პულაში 1904 წლის ოქტომბრიდან 1905 წლის მარტამდე. მოგვიანებით კვლავ არტიფონის დახმარებით ჯოისი გადავიდა ტრიესტში და იქ დაიწყო მუშაობა კვლავ ინგლისური ენის მასწავლებლად, სადაც შემდგომი 10 წელი მოღვაწეობდა.[38]
იმავე წელს, ნორას და ჯოისს შეეძინათ მათი პირველი ვაჟი ჯორჯიო. ჯოისმა მიმართა თავის ძმას სტანისლავს რომ შეერთებოდა მას ტრიესტში და სათადარიგოდ უპოვა მას ადგილი ინგლისური ენის მასწავლებლად ადგილობრივ სკოლაში. ფაქტობრივად მან შესთავაზა თავის ძმას მეტად საინტერესო სამსახური ვიდრე კლერკად მუშაობა დუბლინში, მაგრამ სინამდვილეში იგი ცდილობდა გაეზარდა მისი ოჯახის შცირე შემოსავალი მისი ძმის ახალი სამსახურით.[39] სტანისლავს და ჯეიმზს ჰქონდათ ძალიან ახლო ურთიერთობა მთელი იმ დროის განმავლობაში რაც ისინი ცხოვრობდნენ ტრიესტში, მიუხედავად იმისა რომ ჯოისი კვლავ განუწყვეტლივ სვამდა და ხშირად არაორდინალურად იქცეოდა.[40]
1906 წელს, მას შემდეგ რაც ჯოისმა დააგროვა საკმაო კაპიტალი ტრიესტრში მოღვაწეობის შედეგად, ქრონიკული ახლის ძიებით შეპყრობილი ჯოისი გაემგზავრა რომში, ვინაიდან მისთვის მოსაწყენი გახდა ტრიესტრში ცხოვრება. იმავე წელს ზაფხულში ჯოისს და ნორას შეეძინათ ქალიშვილი ლუცია ჯოისი.
ჯოისი დაბრუნდა დუბლინში 1909 წლის ზაფხულში, თავის შვილ გიორგიოსთან ერთად რათა მოენახულებინა მამამისი და ასევე გადაწყვიტა დაეწყო მუშაობა დუბლინელების გამოსაქვეყნებლად. მან აგრეთვე მოინახულა ნორას ოჯახი გალვეიში, შეხვდა რა მათ პირველად, თავისი აღმავლობის პერიოდში. ჯოისმა გადაწვყიტა თან წაეყვანა თავისი ერთ ერთი და ევა, რათა დახმარებოდა ნორას საოჯახო საქმეების მოგვარებაში. ჯოისმა მხოლოდ ერთი თვე გაატარა ტრიესტში, ვიდრე კვლავ უკან დაბრუნდებოდა დუბლინში, მაგრამ ამჟამად ახალი შემართებით, რომ დაეარსებინა ადგილობრივი კინომატოგრაფია დუბლინში. წამოწყება მეტად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მას შემდეგ რაც ჯოისმა მიატოვა დუბლინი, საქმე წარუმატებლად დასრულდა. ჯოისმა თან წაიყვანა თავისი მეორე და აილინი. მას შემდეგ რაც ევამ მიატოვა ტრიესტი 1910 წელს აილინი დარჩა კონტინენტზე და დაქორწინდა კიდეც ჩეხ ბანკირზე, ფრანტიჩეკ შურეკზე.
ჯოისი დაბრუნდა დუბლინში 1912 წლის ზაფხულში, ჯორჯ რობერთან ერთწლიანი დავის შემდეგ, თავისი ნოველის დუბლინელების დაბეჭდვის გამო. მისი მოგზაურობა კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. ტრიესტში დაბრუნების შემდეგ ჯოისმა დაწერა პოემა Gas from a Burner რობერტთან პროტესტის მიმართებაში. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა ირლანდიაში, მას შემდეგ იგი არ გაკარებია ახლოს დუბლინს, მიუხედავად ჯონ ჯოისის და ახალგაზრდა ირლანდიელი მწერლის ვილიამ ბათლერ იეთსის გამუდმებული ხვეწნისა.
ჯოისმა დააბანდა ბლომად ფული რათა გამხდარიყო კინემატოგრაფიის ბიზნეს მაგნატი დუბლინში. მისი შემოსავალი ფაქტობრივად იყო ბერლიტსის სკოლიდან და აგრეთვე კერძო გაკვეთილების საზღაური. სწორედ ამ კერძო გაკვეთილების გამოისობით გაჩენილი ნაცნობობების წრე მომავალში მას მეტად დაეხმარა ავტრია-უნგერთის კონფლიქტის დროს და აგრეთვე 1915 წელს შვეიცარიაში.
მისი ერთ ერთი სტუდენტი ტრიესტში იყო ეტორე შმიცი, ცნობილი როგორც ფსევდონიმით იტალო სვევო, რომელიც შემდგომში გახდა ჯოისის ახლო მეგობარი. შმიცი იყო ებრაული ძირის მქონე კათოლიკე, ლეოპოლდ ბლუმის შესანიშნავი მაგალითი. ფაქტობრივად მასალა იუდაიზმის შესახებ რომელიც ჯოისმა მიაწოდა მკითხველს ულისეში არის შმიცის საპასუხო კორესპონდენცია ჯოისისადმი.[41] ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა კონტინენტზე, ირლანდიისგან მოშორებით. სწორედ ტრიესტში გაუჩნდა ჯოისს თვალების პრობლემა, რამაც გამოიწვია რამდენიმე ოპერაცია.
1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ჯოისი როგორც წარმომავლობით ბრიტანელი, გაერიდა ავსტრია-უნგრეთს და საცხოვრებლად გადავიდა შვეიცარიაში, სადაც იგი შეხვდა თავის მეგობარს ფრანკ ბურგენს, რომლის აზრიც ფაქტობრივად ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯოისისათვის შემდგომში ულისეს და ფინეგანის სამძიმარის. აქვე გაიცნო მან ეზრა პონდი,რომელმაც თავისი მხრივ წარუდგინა ჯოისი ჰარიეტ შოუ ვეივერს, გამომცემელს, რომელიც ფაქტობრივად შემდგომი 25 წლის განმავლობაში გახდა ჯოისის მრჩეველი და პატრონი. ომის შემდგომ ჯოისი დაბრუნდა ტრიესტში. ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრიესტი. 1920 წელს, ეზრა პონდის მიწვევით და რჩევით, ჯოისი გადავიდა საცხოვრებლად პარიზში, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა შემდგომი 20 წელიწადი.
1920–1941: პარიზი და ციურიხი
ამ დროის განმავლობაში, ჯოისი ხშირად მოგზაურობდა შვეიცარიაში, თვალის ოპერაციების გამო და ასევე ლუჩიას გამო, რომელიც როგორც ჯოისი ამტკიცებს დაავადებული იყო შიზოფრენიით. როგორც ცარლ იანგი ამტკიცებს, ლუჩია ფაქტობრივად დაავადდა შიზოფრენიით მას შემდეგ რაც წაიკითხა ულისე.[42] იანგი აღნიშნავდა რომ ლუჩია და ჯეიმზი ორივენი არიან ფსიქოლოგიურად დაავადებული ადამიანნი, ორივენი მიექანებოდნენ რა მდინარის ფსკერისკენ, განსხვავება მხოლოდ იყო ის რომ ჯოისი წყალში გადახტომით იძირებოდა, და ლუჩია კი საბედისწერო შემთხვევითი ჩავარდნით.[43][44] 1982 წელს, მას შემდეგ რაც სტივენ ჯოისი გახდა ჯეიმზ ჯოისის ერთადერთი მემკვიდრე, მან დაწვა ათასობით წერილი, რომელიც ფაქტობრივად აღწერდა ჯეიმზის და ლუჩიას ურთიერთობას.[45] სტივენ ჯოისმა შემდგომში ნიუ იორკ ტაიმსის გამომცემელს მოახსენა რომ წერილები რომელიც მან დაწვა იყო მხოლოდ პერსონალური წერილები და დაწერილი იყო ნონო და ნონას (ე.წ. ჯოისის და ნორა ბარნაკლის) გარდაცვალების შემდგომ, და ფაქტობრივად არ ეხებოდა არანაირად მათ. ასევე მან დაწვა სამუელ ბეკეთის მიერ დაწერილი წერილი ლუჩიასათვის, რომელიც ფაქტობრივად თავად სამუელის წერილობითი მოთხოვნის თანახმად გაანადგურა.“[46]
პარიზში ცხოვრების დროს ჯოისს პატრნობოდნენ მარია და ევგენი ჯოლები, ვიდრე იგი დაასრულებდა მუშაობას „ფინეგანის სამძიმარზე“. რომ არა მათ მიერ გაწეული დიდი თანადგომა, ჯოისი ალბათ ვერც შეძლებდა ამ დიდებული წიგნის დასრულებას. ჟურნალი ტრანზიშენი (ინგლ. „transition“) სერიულად აქვეყნებდა მოკლე ნაწყვეტებს ამ ნაწარმოებიდან სათაურით: „ნაწარმოები მუშაობის პროცესშია“.
გარდაცვალება
ჯოისი ციურიხში 1941 წელს დაბრუნდა. 1941 წლის 11 იანვარს თვალის მორიგი ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდგომ იგი კომაში ჩავარდა და მხოლოდ 1941 წლის 13 იანვრის ღამის ორ საათზე, ორი დღის შემდგომ, მოვიდა გონს. მისი პირველი მოთხოვნა იყო, სასწრაფოდ დაკავშირებოდნენ მისი ოჯახის წევრებს, ვიდრე კვლავ დაკარგავდა გონებას. ოჯახმა ჯოისს ვერ მოუსწრო, ვინაიდან ის კომადან გამოსვლიდან 15 წუთში გარდაიცვალა.
ჯეიმზ ჯოისი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, როტენ კროიცის შვესტერჰაუზში, პერიტონიტული გლაუკომით. იგი დაკრძალეს ციურხში ფლუნტერნის სასაფლაოზე, ციურიხის ზოოპარკთან. როგორც ცნობილია, ნორა ჯოისმა ირლანდიის მთავრობას მიმართა თხოვნით, მისი მეუღლის ცხედარის გადასასვენებლად ირლანდიაში, თუმცა მისი მოთხოვნა უგულვებელყოფილ იქნა. ნორა გარდაიცვალა 1951 წელს და დაკრძალულია ჯოისის გვერდით. აგრეთვე ჯეიმზის გვერდით დაკრძალულია მისი შვილი ჯორჯიო, რომელიც გარდაიცვალა 1976 წელს. ჯეიმზ ჯოისის დაკრძალვაზე შვეიცარიელმა ტენორმა მაქს მეილსმა შეასრულა სიმღერა Addio terra, addio cieloკლაუდიო მონტევერდის ოპერიდან ორფეოსი.
შემოქმედება
დუბლინელები
ჯოისის ნაწარმოებებში მნიშვნელოვნად იგრძნობა მისი ირლანდიური წარმომავლობა. მისი ერთ-ერთი ადრეული მოთხრობების კრებულში, დუბლინელები აღწერილია დუბლინელი საზოგადოების დეგრადაცია და პარალიზება. 1987 დირექტორმა ჯონ ჰასტონმა (ფილმი იყო ჰასტონის ბოლო სერიოზული ნამუშევარი) გადაიღო კინო განსვენებულნი რომელიც იყო სწორედ დუბლინელების ბოლო მოთხრობის კინო-ინტერპრეტაცია.
ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას
„ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ არის „გმირი სტივენის“ ნოველის ხელახლად შექმნილი მოთხრობა. ორიგინალი ნოველისა „გმირი სტივენი“ ჯოისმა გაანადგურა ნორასთან კამათის შემდგომ, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა რომ მას არ გამოექვეყნებინა ეს ნოველა. ქიუნსთლერრომანი (გერმ. Künstlerroman), მოთხრობა რომელიც ემყარება ხელოვანის პიროვნული თვითშემეცნების განვითარებას, ფაქტობრივად გამოხატავს თავად ჯოისის სახეს მისი მთავარი მოქმედი პერსონაჟის სტივენ დედალუსის სახით.[47]
პიესა „დევნილნი“ და პოეზია
მიუხედავად ჯოისის დიდი თაყვანისცემისა თეატრის მიმართ, მან მხოლოდ ერთადერთი პიესა დაწერა სახელწოდებით დევნილნი (ინგლ. Exiles) რომელიც მან შექმნა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, 1918 წელს. პიესა ფაქტობრივად მოიცავს ცოლ-ქმრული ურთიერთობის სხვადასხვა სცენებს, სადაც მკაფიოდ იგრძნობა რომ იგი შეიქმნა მოთხრობის გარდაცვლილნის (ბოლო მოთხრობა დუბლინელებიდან) დასრულების შემდეგ და წინ უსწრებდა ნოველას ულისე. ულისეს შექმნა ჯოისმა სწორედ რომ პიესაზე მუშაობის დროს დაიწყო.
ჯოისმა 1904 წელს გამოაქვეყნა პირველი სატირული ხასიათის პოეზიის კრებული, სადაც თავს იწონებდა როგორც კელტური აღორძინების ხანის ლიდერი. მისი კრებული „კამერული მუსიკა“ შეიცავდა 36 მოკლე ლირიკულ ლექსს. ამ პუბლიკაციამ იგი ფაქტობრივად ჩართო „იმიჯისტების ანთოლოგიაში“, (ინგლ. Imagist Anthology) რომელსაც აქვეყნებდა ეზრა პაუნდი, ჯოისის ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი.
სხვა პოეზია, რომელიც ჯოისმა გამოაქვეყნა მომავალში არის: Gas From A Burner (1912 წ.), Pomes Penyeach (1927 წ) and „Ecce Puer” (1932 წ, მიუძღვნა თავისი შვილიშვილის დაბადებას და მისი მამის გარდაცვალებას). იგი გამოქვეყნდა 1936 წელს კრებულში: ნარკვევი პოემები
ულისე
1906 წელს ჯოისმა დაიწყო მუშაობა ნოველაზე ულისე. თუმცა დასაწყისში მას არ ჰქონდა დაგეგმილი თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ნოველაში, მაგრამ გამოკვეთილი ჰყავდა პერსონაჟი ლეოპოლდ ბლუმი და ასევე მისდევდა 1914 წლის ქრონოლოგიურ მოვლენებს. ნაწარმოებზე მუშაობა დაასრულა 1921 წელს. კიდევ სამი თვე დასჭირდა იმისათვის, რომ ჯოისს საბოლოოდ დაესრულებინა მისი შესწორება, ეს ფაქტობრივად დაემთხვა მისი 40 წლის იუბილეს, 1922 წლის 2 თებერვალს.
ნაწარმოები ულისე, რომლის 600 გვერდი დათმობილი აქვს დუბლინელი ებრაელის ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღის ისტორიას (16 ივნისი, 1904), იმდენად ფართოდ განიხილავს დუბლინს, რომ თავად ავტორის მტკიცებით, წიგნზე დაყრდნობით ადვილი შესაძლებელი იქნებოდა ისტორიული დუბლინის აღდგენა მისი დანგრევის შემთხვევაში. 16 ივნისი მთელ მსოფლიოში ჯოისის თაყვანისმცემელთა მიერ აღინიშნება როგორც ბლუმსდეი (Bloomsday).
ეზრა პაუნდის დამსახურებით, ნოველის მოკლე ნაწყვეტების სერიული პუბლიკაცია, სახელწოდებით „მცირე მიმოხილვა“ ჯერ კიდევ 1918 წელს დაიწყო.
ფინეგანის სამძიმარი
მემკვიდრეობა
ნამუშევრები
„გმირი სტივენი“ (Stephen Hero; 1904-1906, გამოქვეყნდა 1944 წელს)
„კამერული მუსიკა“ (Chamber Music; ლექსები, 1907)
„ჯაკომო ჯოისი“ (Giacomo Joyce; ნოველები, 1907, გამოქვეყნდა 1968 წელს)
„დუბლინელები“ (Dubliners; ნოველები, 1914)
„ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში“ (A Portrait of the Artist as a Young Man; რომანი, 1916)
Kelelawar pemakan buah Thomas Dermanura watsoni Status konservasiRisiko rendahIUCN99586593 TaksonomiKerajaanAnimaliaFilumChordataKelasMammaliaOrdoChiropteraFamiliPhyllostomidaeGenusDermanuraSpesiesDermanura watsoni Thomas, 1901 Sinonim taksonKelelawar pemakan buah ThomasSolitary fruit-eating bat (en) Distribusi lbs Kelelawar pemakan buah Thomas (Dermanura watsoni), terkadang juga lebih dikenal sebagai kelelawar pemakan buah Watson,[2] adalah sebuah spesies kelelawar dalam famili Phyll...
Cet article concerne l'île. Pour l'organisation régionale, voir GUAM. Guam Guåhan (ch) Sceau de Guam. Drapeau de Guam. Administration Pays États-Unis Statut politique Territoire non incorporé et organisé Capitale Hagåtña(13° 28′ N, 144° 45′ E) Gouvernement- Président - Gouverneure Joe BidenLou Leon Guerrero Démographie Population 164 229 hab.[1] (2017) Densité 299 hab./km2 Langue(s) Anglais et chamorro Géographie Coordonnées...
American TV series or program PowerhouseTitle cardCreated byIra H. KlugermanRuth Pollak[1]Developed byEducational Film CenterWritten byRuth PollakDirected byJohn GrayMichael SwitzerCreative directorJohnson B. GordonPresented byElizabeth JohnsonStarringSandra Bowie Domenica Galati Jason Kravits Michael Mack Jessica Prentice Michael WikesVoices ofMark GordonTheme music composerRichard Paul Brier (theme)Opening themeThe Powerhouse Is You!Ending themeThe Powerhouse Is You!ComposerFred Ka...
Voce principale: Società Sportiva Chieti Calcio. Società Sportiva ChietiStagione 1978-1979Sport calcio Squadra Chieti Allenatore Ezio Volpi Presidente Luciano Marino Serie C19º posto nel girone B. Maggiori presenzeCampionato: Beccaria, Nuti (33) Miglior marcatoreCampionato: Beccaria (8) 1977-1978 1979-1980 Si invita a seguire il modello di voce Questa voce raccoglie le informazioni riguardanti la Società Sportiva Chieti nelle competizioni ufficiali della stagione 1978-1979. Indice 1...
Judo competition Men's 60 kgat the Games of the XXIX OlympiadVenueBeijing National StadiumDates9 AugustWinning score1000Medalists Choi Min-Ho South Korea Ludwig Paischer Austria Rishod Sobirov Uzbekistan Ruben Houkes Netherlands← 20042012 → Judo at the2008 Summer OlympicsList of judokaQualificationMenWomen60 kg48 kg66 kg52 kg73 kg57 kg81 kg63 kg90 kg70 kg100 kg78 kg+100 kg+78 kgvte Main article: Judo at the 2008 Summer Olympics The Men's 60 k...
US military unit This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (December 2012) (Learn how and when to remove this message) 21st Field Artillery RegimentCoat of armsActive1916–19211939–19461948–19501951–19531954–1957Country United StatesBranchArmyTypeField artilleryMotto(s)Progressi Sunt (They Have Advanced)InsigniaDistinctive unit insigniaMili...
American politician Sam RohrerMember of the Pennsylvania House of Representativesfrom the 128th districtIn officeJanuary 5, 1993[1] – November 30, 2010Preceded byJames GallenSucceeded byMark Gillen Personal detailsBornSamuel E. Rohrer (1955-08-11) August 11, 1955 (age 68)Dover, Ohio, U.S.Political partyRepublicanSpouseRuth Ann RohrerResidenceRobeson Township, PennsylvaniaAlma materBob Jones UniversityWebsite[1] Samuel E. Rohrer (born August 11, 1955) is an ...
Эта страница требует существенной переработки. Возможно, её необходимо правильно оформить, дополнить или переписать.Пояснение причин и обсуждение — на странице Википедия:К улучшению/2 ноября 2021. Товарищеский матч команды ветеранов московского «Спартака» и сборной Сев�...
Chloropicrin Names IUPAC name Trichloro(nitro)methane Other names NitrochloroformNitrotrichloromethanePSTri-clorTrichloronitromethane Identifiers CAS Number 76-06-2 Y 3D model (JSmol) Interactive image Beilstein Reference 1756135 ChEBI CHEBI:39285 Y ChEMBL ChEMBL1327143 ChemSpider 13861343 Y ECHA InfoCard 100.000.847 EC Number 200-930-9 Gmelin Reference 240197 IUPHAR/BPS 6292 KEGG C18445 Y PubChem CID 6423 RTECS number PB6300000 UNII I4JTX7Z7U2 Y UN number 1580 CompT...
Full contact combat sport Prizefighter redirects here. For other uses, see Prizefighter (disambiguation). This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) The examples and perspective in this article deal primarily with the United States and do not represent a worldwide view of the subject. You may improve this article, discuss the issue on the talk page, or create a new article, as approp...
بيان المعلومات المتعلقة بأعمال العنف Statement of Information Relating to Acts of Violence معلومات الكتاب المؤلف ] البلد المملكة المتحدة اللغة اللغة الإنجليزية الناشر حكومة المملكة المتحدة تاريخ النشر 24 يوليو 1946 الموضوع التمرد اليهودي في فلسطين الانتدابية تعديل مصدري - تعديل بيان المعلومات...
Association football player In this Spanish name, the first or paternal surname is El Haddadi and the second or maternal family name is Mohamed. Munir El Haddadi Munir with Sevilla in 2020Personal informationFull name Munir El Haddadi Mohamed[1]Date of birth (1995-09-01) 1 September 1995 (age 28)Place of birth El Escorial, SpainHeight 1.75 m (5 ft 9 in)[2]Position(s) Forward, right wingerYouth career2007–2009 Galapagar2009–2010 Santa Ana2010–2...
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2022. Martin Lanig Informasi pribadiNama lengkap Martin LanigTanggal lahir 11 Juli 1984 (umur 40)Tempat lahir Bad Mergentheim, Jerman BaratTinggi 1,90 m (6 ft 3 in)Posisi bermain Gelandang tengahInformasi klubKlub saat ini APOELNomor 13K...
Kousuke Atari中 孝介Informasi latar belakangLahir13 Juli 1980 (umur 44)Naze, Kagoshima, JepangGenreShimauta, J-PopPekerjaanPenyanyiInstrumenVokalTahun aktif1999–sekarangLabelEpicSitus webatarikblog.exblog.jp Kousuke Atari (中 孝介code: ja is deprecated , Atari Kōsuke, lahir 13 Juli 1980) adalah seorang penyanyi pop asal Jepang. Ia adalah musisi otodidak, dan mementaskan gaya shimauta dari kampung halamannya. Referensi Pranala luar Wikimedia Commons memiliki media mengenai Kousuk...
FRA Thuistenue Uittenue Frankrijk was een van de deelnemende landen aan het wereldkampioenschap voetbal 2018 in Rusland. Het was de veertiende deelname voor het land. Door de overwinning met 4-2 in de finale op 15 juli 2018 in Moskou op Kroatië werd Frankrijk voor de tweede keer wereldkampioen. Gedurende dit toernooi was Didier Deschamps de bondscoach van Frankrijk. Kwalificatie Antoine Griezmann scoorde vier keer in de kwalificatiecampagne. Wereldkampioenschap voetbal 2018 (kwalificatie UE...
2009 single by Lady Gaga This article is about the Lady Gaga song. For other uses, see Love Game. LoveGameSingle by Lady Gagafrom the album The Fame WrittenJanuary 2008ReleasedMarch 23, 2009 (2009-03-23)Recorded2008Studio Record Plant (Hollywood) Chalice (Hollywood) Genre Synth-pop electro-R&B Length3:36Label Streamline KonLive Cherrytree Interscope Songwriter(s) Stefani Germanotta Nadir Khayat[1] Producer(s)RedOneLady Gaga singles chronology Eh, Eh (Nothing Else I ...
Mexican footballer In this Spanish name, the first or paternal surname is Fuentes and the second or maternal family name is Vargas. Luis Fuentes Fuentes with UNAM in 2016Personal informationFull name Luis Fernando Fuentes VargasDate of birth (1986-09-14) 14 September 1986 (age 37)Place of birth Chetumal, Quintana Roo, MexicoHeight 1.72 m (5 ft 8 in)Position(s) Left-backYouth career2007 Pumas MorelosSenior career*Years Team Apps (Gls)2007–2018 UNAM 257 (6)2017 →...
LLDBおよびARVNレンジャー第81レンジャー群のインシグニア ベトナム共和国陸軍特殊部隊(英語: Army of the Republic of Vietnam Special Forces, ベトナム語: Lực Lượng Đặc Biệt Quân Lực Việt Nam Cộng Hòa, LLDB)は、ベトナム共和国陸軍(南ベトナム陸軍, ARVN)が有した特殊部隊。当初は敵占領地内での活動、すなわち諜報、誘拐、サボタージュなどを主な任務としていた。その...
Place in Borsod-Abaúj-Zemplén, HungaryKishutaChurch in KishutaLocation of Borsod-Abaúj-Zemplén county in HungaryKishutaLocation of KishutaCoordinates: 48°26′49″N 21°28′50″E / 48.44700°N 21.48048°E / 48.44700; 21.48048Country HungaryCountyBorsod-Abaúj-ZemplénArea • Total5.17 km2 (2.00 sq mi)Population (2004) • Total344 • Density66.53/km2 (172.3/sq mi)Time zoneUTC+1 (CET) • Su...