ხოსე ბერნანდო დე ტაგლე (ესპ. José Bernardo de Tagle y Portocarrero; დ. 21 მარტი, 1779, ლიმა, პერუ — გ. 26 სექტემბერი 1825, ელ-კალიაო, პერუ) — პერუელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ორჯერ 1823 და 1823–1824 წლებში ეკავა პერუს პრეზიდენტის თანამდებობა.
ბიოგრაფია
ხოსე ბერნანდო დე ტაგლე წარმოშობით ესპანელი არისტოკრატების გვარიდან იყო. 1812–1817 ცხოვრობდა ესპანეთში. პერუში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ქალაქ ტრუხილიოს გუბერნატორად. მისი პირველი საპრეზიდენტო ვადა სულ ორი დღით (27-28 თებერვალი) შემოიფარგლებოდა. იმავე წელს პრეზიდენტ ხოსე დე ლა-რივა აგუეროს გადადგომის შემდეგ და სუკრეს 25-დღიანი მმართველობის შემდეგ იგი კვლავ გახდა პერუს მმართველი. მისი მთავრობის მთავარი დანიშნულება იყი მიეღო კონსტიტუცია.
მისი მმართველობის დროს შეიცვალა პერუს დროშა.
-
დროშის პირველი დიზაინი
-
დროშის მეორე დიზაინი
ბიბლიოგრაფია
- Basadre, Jorge: Historia de la República del Perú. 1822 - 1933, Octava Edición, corregida y aumentada. Tomo 1. Editada por el Diario "La República" de Lima y la Universidad "Ricardo Palma". Impreso en Santiago de Chile, 1998.
- Chirinos Soto, Enrique: Historia de la República (1821-1930). Tomo I. Lima, AFA Editores Importadores S.A., 1985.
- Quiroz Chueca, Francisco: De la colonia a la República Independiente. Incluida en: Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
- Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 16. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-165-0
- Varios autores: Grandes Forjadores del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-50-8
- Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Sexto Tomo. Tercera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1981. ISBN 84-499-4818-5