რიკარდო პერეს გოდოი (ესპ.Ricardo Pérez Godoy; დ. 9 ივნისი, 1905 — გ. 26 ივლისი, 1982) — პერუელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. სამხედრო ხუნტის პირველი პრეზიდენტის წოდებით პერუს მართავდა 1962–1963 წწ.
1962 წელს ნიკოლას ლინდლეისთან ერთად მოახდინა სამხედრო გადატრიალება კანონიერად არჩეული პრეზიდენტის მანუელ პრადოს წინააღმდეგ, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების გასვლამდე დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ 10 დღე.
გადატრიალების შემდეგ შექმნეს ხუნტა რიკარდო პერეს გოდოის მეთაურობით, მაგრამ 1963 წლის 3 მარტს ნიკოლას ლინდლეიმ მის წინააღმდეგ მოაწყო მეორე სახელმწიფო გადატრიალება და ორგანიზება გაუწია ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც გაიმარჯვა ფერნანდო ბელაუნდე ტერიმ.