ჭიშურა — მდინარე ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი.
მდინარის სიგრძეა 14 კილომეტრი, აუზის ფართობი — 53,5 კვ.კმ. სათავე აქვს ცუცხვათის ქვაბულში, ზღვის დონიდან 620 მეტრ სიმაღლეზე, საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან — 1,76 კუბ.მ/წმ.
ჭიშურა სოფელ ნახშირღელეში ერთვის მდინარე ყვირილას, ნახშირღელის მიდამოებში ჭიშურა 3 კმ-ის მანძილზე მიედინება, აქ გვხვდება ორი ჩანჩქერი, რომლებსაც ადგილობრივები დიდი და პატარა ჩქერის სახელწოდებით მოიხსენიებენ. ასევე ჭიშურის ხეობაში გაშენებულია რესტორანი ჭიშურა. ამ მიდამოებში მრავლად არის წყაროები, რომლითაც მდინარე ჭიშურა საზრდოობს. მდინარის დელტასთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე აშენებულია ხიდი, რომლის სიგრძე 800 მეტრია.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში