უკამ მურსია
|
სრული სახელი |
Universidad Católica de Murcia Club de Fútbol |
---|
მეტსახელი |
უნივერსიტეტელები (ესპ. Universitarios) |
---|
დაარსდა |
1999; 26 წლის წინ (1999) |
---|
სტადიონი |
ლა-კონდომინა მურსია, ესპანეთი (ტევადობა: 6,500 მაყურებელი) |
---|
პრეზიდენტი |
ხოსე ლუის მენდოსა |
---|
მწვრთნელი |
მიგელ რივერა |
---|
ლიგა |
სეგუნდა დივიზიონი B – ჯგუფი 4 |
---|
2018–19 |
მე-5 |
---|
საიტი |
ოფიციალური საიტი |
---|
|
|
უკამ მურსია (ესპ. UCAM Murcia CF) — ესპანური საფეხბურთო კლუბი, ქალაქ მურსიიდან. ჩამოყალიბდა 1999 წელს. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონ B-ს გათამაშებაში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ლა-კონდომინაზე“, რომელიც 6 500 მაყურებელს იტევს.
ისტორია
Universidad Católica San Antonio de Murcia Club de Fútbol[1] (მურსიის წმინდა ანტონის კათოლიკური ეკლესიის საფეხბურთო კლუბი) დაარსდა 1999 წელს, 2000-2005 წლებში ასპარეზობდა ტერსერა დივიზიონში.[2] პარალელურად 2004 წელს დაარსდა კლუბი „Club de Fútbol Los Garres“, რომელიც ტერსერა დივიზიონში პირველად 2008-09 წლების სეზონში გამოდიოდა, როგორც „Murcia Deportivo Club de Fútbol“. 2009 წელს, ბიზნესმენმა, რომელიც წარმოშობით მურსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ბენიახანიდან არის, შეიძინა კლუბი და გადაიტანა მშობლიურ ქალაქში. 1 წლის შემდეგ კლუბმა ისევ შეიცვალა ადგილმდებარეობა, ამჯერად სანგონერა-ლა-ვერდეში. 2011 წელს კლუბის ახალი მფლობელი გახდა „მურსიის წმინდა ანტონის კათოლიკური ეკლესია“.[3]
2011–12 წლების სეზონის დასასრულს, „ორიუელას“ დარღვევების გამო დაქვეითების შედეგად „უკამ მურსია“ აღზევდა სეგუნდა დივიზიონ ბ-ში და დაიკავა მისი ადგილი.[4] მომავალ სეზონში კლუბი ისევ დაქვეითდა მე-4 დივიზიონში, სადაც 1-ლი ადგილი დაიკავა და აღზევდა მე-3 დივიზიონში. 2014-15 წლების სეზონში, მე-2 ადგილზე გასვლის შემდეგ „უკამ მურსია“ აღსაზევებელ პლეი-ოფში დამარცხდა. „ატლეტიკ ბილბაოს“ მეორე გუნდთან.
2015–16 წლების სეზონში „უკამ მურსიამ“ სეგუნდა დივიზიონი ბ-ს ჯგუფ 4-ში დაიკავა პირველი ადგილი, აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა რეალ მადრიდ კასტილია, 2 მატჩის ჯამში 4-3 და სეგუნდა დივიზიონში აღზევდა.
სახელწოდება
- 1999–2004 — „უკამ მურსია“
- 2004–2006 — „ლოს გარესი“
- 2006–2009 — „მურსია დეპორტივო“
- 2009–2011 — „კოსტა კოლიდა“
- 2011 წლიდან — „უკამ მურსია“
ტიტულები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო