ტოჰოკუ (იაპონ. 東北地方) — რეგიონი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ცენტრია მიაგის პრეფექტურა. რეგიონის შემადგენლობაშია 6 პრეფექტურა: აკიტა, აომორი, ფუკუსიმა, ივატე, მიიაგი და იამაგატა.[1] ჩრდილოეთით ცუგარუს სრუტით გამოყოფილია ჰოკაიდოსაგან, დასავლეთით შემოსაზღვრულია იაპონიის ზღვით, აღმოსავლეთით წყნარი ოკეანით, სამხრეთით კანტოს რეგიონით, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ტიუბუს რეგიონით. ტყეებით დაფარული ტერიტორია მთიანია ან ბორცვიანი, დამახასიათებელია ნოტიო, კონტინენტური კლიმატი. ფართობი 66 889,55 კმ², 2015 წლის მდგომარეობით ტოჰოკუს რეგიონში ცხოვრობდა 9 020 531 ადამიანი.
სქოლიო