ტიუბუ (იაპონ. 中部地方) — რეგიონი ცენტრალურ იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე. აერთიანებს 9 პრეფექტურას: აიტი, ფუკუი, გიფუ, ისიკავა, ნაგანო, ნიიგატა, სიძუოკა, ტოიამა და იამანასი,[1] ზოგჯერ რეგიონს მიაკუთვნებენ აგრეთვე მიეს პრეფექტურასაც.[2] ტიუბუს ესაზღვრება კანტოსა და კანსაის რეგიონები. ფართობი 72,572.34 კმ², 2010 წლის მდგომარეობით ტიუბუს რეგიონში ცხოვრობდა 21,715,822 ადამიანი. უდიდესი ქალაქია ნაგოია. იაპონიის ალპების მეშვეობით რეგიონი იყოფა ორ ნაწილად: ერთი მიმართულია წყნარი ოკეანისაკენ, ხოლო მეორე — იაპონიის ზღვისაკენ. ტიუბუს ტერიტორიაზეა იაპონიის უმაღლესი წერტილი, ვულკანი ფუძიამა (3776 მ).
სქოლიო