იმ ქვეყნებში, სადაც რესპუბლიკის დღე აღინიშნება, 28 ოქტომბერის 12 საათიდან და 29 ოქტომბერი სრული დღე ოფიციალური დღესასწაულია და უქმე დღეა. 29 ოქტომბერს სტადიონებზე ტარდება სხვადასხვა ფესტივალები, საღამოს ტრადიციულად იმართება ფეირვერკით შოუ.
ოსმალეთის იმპერია თავისი არსებობის 624 წლის განმავლობაში 36 სულთანი მართავდა. სულთანი, მეფე, შაჰი, იმპერატორი, ფადიშაჰი, იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მართავდა ქვეყანას, აბსოლუტური მონარქიის სისტემით. აბსოლუტური მონარქიის დროს მთლიანი ძალაუფლება უპირობოდ ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული.
აბსოლუტურ მონარქს ხალხის მართავაში დასახმარებლად შეიქმნა პარლამენტი. პარლამენტის წევრები ხალხის სურვილს აცნობდნენ მმართველს და ამზადებდნენ კანონპროექტებს. ეს კანონპროექტები მმართველის მიერ დადასტურების შემთხვევაში კანონის ძალას იძენდა. მმართველობის ამ ფორმას „კონსტიტუციონალზმი“ ჰქვია. პარლამენტის როლი მონარქიის დროს შეიძლება იყოს სიმბოლურ დონეზე, ხოლო რესპუბლიკის შემთხვევაში უფრო ფართოა. ოსმალეთის იმპერიაში, 1876 და 1908 წლებში, კონსტიტუციური მონარქია ორჯერ გამოცხადდა.
მეორე კონსტიტუციური ერის გამოცხადებიდან 6 წლის შემდეგ, 1914 წელსპირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ოთხწლიანი ომის შედეგად, ოსმალეთის იმპერიის მოკავშირეებმა დამარცხდნენ და ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის ოკუპაცია დაიწყო ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიცაა ინგლისი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია.
რესპუბლიკის გამოცხადება
1919 წლის19 მაისს, მუსტაფა ქემალ-ფაშა ოსმალეთის სახელმწიფოს მთავრობის მიერ, რეგიონში წესრიგის აღდგენის მიზნით, გემით სამსუნში გაიგზავნა. ქვეყნის უმეტეს პროვინციებში კონფერენციები ჩატარდა და ითქვა, რომ: „არსებობს მხოლოდ ერთი წესი, ეს არის ეროვნული თავისუფლება. ეროვნულ თავისუფლებას მარტო ერის ნება გადაარჩენს.“ ამ პრინციპით თითოეული პროვინციის წარმომადგენლის დასწრებით, 1920 წლის23 აპრილს შეიკრიბა დიდი ეროვნული კრებაანკარაში. ასამბლეამ მუსტაფა ქემალ-ფაშა „ასამბლეის თავმჯდომარედ“ აირჩია. მუსტაფა ქემალ-ფაშის ხელმძღვანელობით, დიდმა ეროვნულმა კრებამ, დაიწყო ომი დამოუკიდებლობისთვის. ხალხი და რეგულარული არმია ერთად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ.
მეორე მოწვევის დიდმა ეროვნულმა კრებამ პირველი სხდომა 11 აგვისტოს გამართა და 13 ოქტომბერს ანკარადედაქალაქად გამოცხადდა. ზუსტად ამ ეპოქაში ათათურქმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა სისტემა, რომელიც ეფუძნება ერის სუვერენიტეტს, ხოლო შემდეგ მან დაიწყო მზადება რესპუბლიკის გამოცხადებისთვის. ათათურქმა 28 ოქტომბრის საღამოს მოიწვია ახლო მეგობრები ვახშამზე, სადაც თქვა, რომ „ხვალ, ჩვენ ვაცხადებთ რესპუბლიკას“.
29 ოქტომბერს, ათათურქმა მის მიერ შემუშავებული „რესპუბლიკის“ შესახებ კანონპროექტი, დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ, ეროვნულ ასამბლეას წარუდგინა. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და ამით თურქეთის სახელმწიფოს მართვის ახალი ფორმატი რესპუბლიკა გახდა, ახალი სახელი კი „თურქეთის რესპუბლიკა“. ხოლო ათათურქითურქეთის რესპუბლიკისპირველი პრეზიდენტი გახდა.
რესპუბლიკაში, როგორც ათათურქმა აღნიშნა, სუვერენიტეტი უპირობოდ ეკუთვნის ერს. ერი, თავისი მართვის უფლებამოსილებას იყენებს, მათი წარმომადგენლების მეშვეობით. რესპუბლიკის დროს, მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს და არჩეული იყოს.
დღესასწაულად გამოცხადება
1923 წლის 29 ოქტომბერს, პარლამენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი (1921 წლის კონსტიტუცია) მიიღო და მთავრობამ გამოაცხადა რესპუბლიკა მმართველობის ფორმად. 1924 წელს, ფესტივალით აღენიშნა რესპუბლიკის გამოცხადება.
1925 წლის 2 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრომ წინადადებით გამოვიდა, სადაც 29 ოქტომბერი ოფიციალურ დღესასწაულად შესთავაზა.[2] ეს წინადადება 18 აპრილს, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის მიერ განეხილა და გადაწყდა. ხოლო მეორე დღეს, 19 აპრილს, 628 ნომრიანი კანონით, 29 ოქტომბერი ოფიციალურად რესპუბლიკის დღედ გამოცხადდა.[3]