რადოვან კარაჯიჩი იყო პრაქტიკოსი ფსიქიატრი. მან ბოსნია და ჰერცეგოვინაში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სერბთა დემოკრატიული პარტია და 1992 წლიდან 1996 წლის ჩათვლით იყო სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტიც. 1996 წლიდან 2008 წლის ივლისის ჩათვლით იგი იმალებოდა, გაურბოდა რა ICTY-ის მიერ წარდგენილ ბრალს.[2] ბრალდების მხარე კარაჯიჩს ედავებოდა ომის დანაშაულებს, რომელიც მოიცავდა ბოსნიის ომის დროს (1992-1995) ბოსნიელი და ხორვატი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს.[2] ბრალდების კვალდაკვალ, რადოვან კარაჯიჩი, საერთაშორისო ძებნის პერიოდში, მუშაობდა სერბეთში, ბელგრადში ალტერნატიული მედიცინისა და ფსიქოლოგიის ცენტრში და იყენებდა სხვა სახელსა და გვარს.[3]
რადოვან კარაჯიჩი დააკავეს ბელგრადში 2008 წლის 21 ივლისს. დაკავებიდან რამდენიმე დღეში გაიმართა საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე. მისი ექსტრადიცია მოხდა ნიდერლანდებში, სადაც ICTY-ის მოთხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპყრობილეში მოათავსეს, რომელიც სხევენინგენში მდებარეობს. საპყრობილეში მას წარუდგინეს 11-პუნქტიანი ბრალდება, რომელიც მოიცავდა ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.[4][5] დასავლურმა მედიამ მას ზედმეტსახელი „ბოსნიელი ყასაბი“ შეარქვა.[6][7][8] იგივე მეტსახელით მოიხსენიებენ სერბთა რესპუბლიკის გენერალს რატკო მლადიჩსაც.[9][10][11]
2016 წლის 24 მარტს, კარაჯიჩს ბრალი დაუმტკიცდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის, სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში. საბოლოო ჯამში წარდგენილი 11 ბრალიდან მას 10 დაუმტკიცდა და მიესაჯა პატიმრობა 40 წლის ვადით.[12][13]2016 წლის 22 ივლისს მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში, რომელიც 2019 წლის 20 მარტს არ დაკმაყოფილდა და თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება — 40 წლის ვადით პატიმრობა, შეეცვალა სამუდამო პატიმრობით.[14]2021 წლის მაისში გამოცხადდა, რომ მას ბრიტანეთის ციხეში გადაიყვანენ.[15]
ადრეული წლები და განათლება
რადოვან კარაჯიჩი დაიბადა სერბთა ოჯახში 1945 წლის 19 ივნისს, იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკის სოფელ პეტნიიცაში, რომელიც ქალაქ შავნიკთან ახლოს მდებარეობს.[16] კარაჯიჩის მამა, ვუკო (1912-1987 წწ.).[17][18] პეტნიიცელი მეწაღე იყო. დედა, იოვანკა (1922-2005),[19] სოფელ პლევლიის (ამჟამად მონტენეგრო) მაცხოვრებელი იყო, რომელიც 1943 წელს 20 წლის ასაკში დაქორწინდა ვუკო კარაჯიჩზე.[20]თავად რადოვან კარაჯიჩი ამტკიცებდა, რომ ის იყო სერბული ენის დიდი რეფორმატორის ვუკ კარაჯიჩის შთამომავალი, თუმცა 2014 წელს ეს მოსაზრება სრულად უარყვეს.[21]
ვუკო კარაჯიჩი, რადოვან კარაჯიჩის მამა ჩეტნიკი (ძირითადად პარტიზანული მეთოდებით, მებრძოლი სამხედრო რაზმი ბალკანეთში) იყო, ანუ იუგოსლავიის სამეფოს დევნილი მთავრობის სამხედრო შენაერთის წევრი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იბრძოდა, ხოლო ომის შემდგომ პერიოდში, კომუნისტურმა ხელისუფლებამ ვუკო დააკავა და რადოვანის ბავშვობის დიდი ნაწილი მან ციხეში გაატარა.[22]1960 წელს რადოვან კარაჯიჩი სარაევოში გადაბარგდა, სადაც სარაევოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა.[23] მიუხედავად მამის მილიტარისტული წარსულისა, კარაჯიჩი არ გამოირჩეოდა სამხედრო საქმისადმი ინტერესით. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ მას ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური იუგოსლავიის სახალხო არმიაში არც მოუხდია.[24]
1970 წელს კარაჯიჩი სწავლობდა ნევროზულ აშლილობასა და დეპრესიას დანიაში. 1974-1975 წლების პერიოდში იგი სამედიცინო განათლებას იღრმავებდა ნიუ-იორკისკოლუმბიის უნივერსიტეტში.[8][25] იუგოსლავიაში დაბრუნების შემდეგ იგი სარაევოს კოშჩევოს ჰოსპიტალში მუშაობდა.[26] იგი ასევე გატაცებული იყო პოეზიით, მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია სერბმა პოეტმა დობრიცა ჩოსიჩმა. სწორედ ჩოსიჩის პოეზიამ უბიძგა მას პოლიტიკაში ეცადა ბედი. ამ პერიოდში კარაჯიჩმა შემდეგი თეზისი ჩამოაყალიბა „ბოლშევიზმი არის ცუდი, თუმცა ნაციონალიზმი უარესი“.[27]
ფინანსური დარღვევები
სწავლის დასრულების შემდეგ, კარაჯიჩმა მუშაობა დაიწყო სარაევოს მთავარ ჰოსპიტალში, კოშევოში, ფსიქიატრიის სამკურნალო ცენტრში. შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ კარაჯიჩი ამზადებდა ყალბ ცნობებს მათთვის ვისაც სურდა საპენსიო ასაკზე ადრე პენსიაზე გასვლა და მათთვის, ვისაც სურდა სისხლის სამართლის სასჯელის თავიდან არიდება ფსიქოლოგიური პრობლემების მოტივით.[28]1983 წელს, კარაჯიჩი ბელგრადის ვოჟდოვაჩის მიკრორაიონში გადაბარგდა. პარტნიორთან მომჩილო კრაიშნიკთან ერთად კარჯიჩმა დააფუძნა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია „ენერგოინვესტი“. კომპანიის საშუალებით მან მიიღო აგრარული კულტურის განვითარების ფონდიდან სესხი, რომელიც არამიზნობრივად საკუთარი სახლების ასაშენებლად გამოიყენეს ბოსნიის სერბულ ნაწილში ქალაქ პალეში, რომელიც სარაევოსთან მდებარეობს და სამთო-სათხილამურო კურორტის სტატუსი აქვს.[28]
1984 წლის 1 ნოემბერს, რადოვან კარაჯიჩი და მომჩილო კრაიშნიკი დააკავეს და მითვისება-გაფლანგვის მუხლით პატიმრობა შეუფარდეს. 11 თვიანი პატიმრობის შემდეგ მათი მეგობრის, ნიკოლა კოლჟევიჩის ძალისხმევით ისინი საპატიმრო დაწესებულებიდან განთავისუფლდნენ.[27][28] განთავისუფლების მიზეზად მტკიცებულებების არარსებობა დასახელდა. თუმცა, 1985 წლის 26 სექტემბერს კარაჯიჩის საკითხზე სასამართლო განახლდა და საბოლოო ჯამში მას სამწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთი წელი უკვე მოხდილი ჰქონდა, ხოლო დანარჩენი ციხეში არ გაუტარებია.[29]
პოლიტიკური კარიერა
დობრიცა ჩოსიჩის წახალისებით, რომელიც სერბეთისა და ჩერნოგორიის პირველი პრეზიდენტიც გახდა (1992-1993 წწ.) და იოვან რაშკოვიჩის, ხორვატი სერბების ლიდერის მხარდაჭერით, კარაჯიჩმა თანამოაზრეებთან ერთად 1989 წელს დააფუძნა სერბთა დემოკრატიული პარტია ბოსნია და ჰერცეგოვინაში. პარტიის დაფუძნების მიზანი, ბოსნიელი სერბებისა და ხორვატი სერბების გაერთიანება იყო.
1991 წლის სექტემბერში, კარაჯიჩის პარტიამ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ე. წ. „სერბული ავტონომიური რეგიონების“ ჩამოყალიბება დაიწყო. 1991 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ბოსნია და ჰერცეგოვინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდა სერბთა ასამბლეაც, რომლის ფუნქციაც ბოსნიაში სერბთა წარმომადგენლობა იყო. ასამბლეამ ასევე გამართა რეფერენდუმი ბოსნიელ სერბებს შორის. რეფერენდუმის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სერბთა უმრავლესობა მხარს უჭერდა სერბეთისა და ჩერნოგორიის შემადგენლობაში შესვლას, ასევე არ სურდათ იუგოსლავიის დაშლა. იმავე წლის დეკემბერში პარტიის ხელმძღვანელ პირებს საიდუმლო დოკუმენტი დაეგზავნათ, რომლის მიზანიც სერბების მიერ ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიების ხელში ჩაგდება და ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბება იყო.[30]
1992 წლის 9 იანვარს ბოსნიელი სერბების ასამბლეამ ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 28 თებერვალს, ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის კონსტიტუცია დამტკიცდა. კონსტიტუციის მიხედვით რესპუბლიკის ტერიტორიაში შედიოდა სერბული ავტონომიური რეგიონები, მუნიციპალიტეტები და ეთნიკურად სერბების მიერ დასახლებული სხვა ტერიტორიები ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ასევე „ყველა რეგიონი, რომელშიც სერბები წარმოადგენენ უმცირესობას მეორე მსოფლიო ომში განხორციელებული გენოციდის გამო“ (თუმცა, გენოციდის ფაქტი რა მტკიცებულებებზე იყო დამყარებული კონსტიტუციაში აღნიშნული არ იყო), თითოეული ზემოთჩამოთვლილი ასევე უნდა შესულიყო იუგოსლავიის ფედერალურ სახელმწიფოში. 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ბოსნიის ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი, რომელშიც წყდებოდა ბოსნია და ჰერცეგოვინის გამოყოფა იუგოსლავიიდან. სერბების უმრავლესობამ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა. ხოლო მომხრეთა შორის იყვნენ ბოსნიელები (ბოსნიელი მუსლიმები) და ხორვატები.[31]
1992 წლის 6 და 7 აპრილს ევროპულმა თანამეგობრობამ და აშშ-მ ბოსნია და ჰერცეგოვინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.[32][33]გაერომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის სტატუსი 1992 წლის 22 მაისს მიანიჭა.[34]
კარაჯიჩი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტად 1992 წლის 13 მაისს აირჩიეს. გადაწყვეტილება ბოსნიელმა სერბებმა პალეში მიიღეს, იგი არჩევნების გზით არ არჩეულა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კონსტიტუციის მიხედვით, ის ხდებოდა ასევე ბოსნიელი სერბების სამხედრო ძალების მთავარსარდალიც. მის უფლებამოსილებებში შედიოდა ომების დაწყება, სამშვიდობო შეთანხმებების დადება და სამხედრო მაღალჩინოსნების დანიშვნა/განთავისუფლება. კარაჯიჩი სამჯერ გაემგზავრა გაეროში, ნიუ-იორკში 1993 წლის თებერვალსა და მარტში, რათა ბოსნიის მომავალი განეხილა.[35]
1994 წელს იგი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუს ოფიციალურ პირებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა ბოსნიაში არსებული მდგომარეობა.[36] 1994 წელს საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ რადოვან კარაჯიჩი „ღვთის, იესო ქრისტეს ვაჟთა შორის გამორჩეული, მშვიდობისთვის მებრძოლი“ იყო და დააჯილდოვა წმინდა დიონისე ზაკინთოელის პირველი ხარისხის ორდენით.[37] კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა განაცხადა, რომ „სერბი ხალხი ღვთის მიერ რჩეული იყო, რათა მათ დაეცვათ მართლმადიდებლობის დასავლეთ კარიბჭეები“.[37]
1995 წლის 4 აგვისტოს, ხორვატი ჯარისკაცები „ოპერაცია შტორმის“ ფარგლებში სერბების მიერ დაკავებულ კრაინას რეგიონზე შეტევას გეგმავდნენ. კარაჯიჩის გადაწყვეტილებით, შეტაკების წინ თანამდებობიდან განთავისუფლდა სერბთა რესპუბლიკის არმიის გენერალი რატკო მლადიჩი, ხოლო არმიის ხელმძღვანელობა ხელში თავად რადოვან კარაჯიჩმა აიღო. კარაჯიჩი რატკო მლადიჩს ადანაშაულებდა სერბებისთვის ორი მნიშვნელოვანი ქალაქის დაკარგვაში, რომლებიც ხორვატებს ჩაუვარდათ ხელში. მლადიჩი დაქვეითდა „მრჩევლის“ თანამდებობამდე, თუმცა თავად არ გეგმავდა ბრძანების უპირობოდ დამორჩილებას, რადგან მას ბოსნიელი სერბების სამხედროები და ხალხი უჭერდა მხარს. კარაჯიჩმა მლადიჩს საპასუხოდ „გიჟი“ უწოდა და მეტად დააქვეითა. თუმცა, სახალხო მხარდაჭერამ კარაჯიჩი აიძულა საკუთარი 11 აგვისტოს ბრძანება უკან წაეღო.[38]
ბრალდებები
საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე (ICTY) რადოვან კარაჯიჩს არასერბების წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი სამხედრო დანაშაულისთვის პირად და სამეთაურო პასუხისმგებლობაში წაუყენა ბრალი მისი, როგორც სერბთა რესპუბლიკის უმაღლესი მთავარსარდალისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, როლის გამო. კარაჯიჩს ბრალი დაედო 7500 ბოსნიელის (მუსლიმი) სიკვდილში. მისი პირდაპირი ბრძანებებითა და განკარგულებებით, ბოსნიელმა სერბებმა განახორციელეს სარაევოს ალყა. ICTY-ის მიერ მას ბრალი დაედო 1995 წლის სრებრენიცის გენოციდშიც (სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა). მას ასევე ბრალი წაუყენეს გაეროს პერსონალის მძევლად აყვანაში 1995 წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში.[39]
მასთან ერთად ბრალი დაედო გენერალ რატკო მლადიჩსაც. მუხლები, რომლითაც კარაჯიჩს დაედო ბრალი, განკუთვნილი იყო, როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობებისთვის, ისე მთავარსარდლური უფლებამოსილებიდან გამომდინარე ჩადენილი დანაშაულისთვის:
ხალხის იძულებითი გადასახლება რელიგიური და ეროვნული იდენტობის გამო.[41]
აშშ-მა 5 მილიონი დოლარი დააწესა მისთვის, ვინც რატკო მლადიჩს დაიჭერდა და გადასცემდა ტრიბუნალს.[42]
მიმალვა
1995 წელს კარაჯიჩის დაკავების შესაძლებლობა დაკავებაზე უფლებამოსილმა პირებმა ვერ გამოიყენეს. კარაჯიჩმა ბოსნიელი სერბების სიმპათია დაიმსახურა იმით, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში ვერ აკავებდნენ. იგი მუდმივად უსხლტებოდა ხელიდან მართლმსაჯულებას. წარმოიშვა ლეგენდები, თითქოს კარაჯიჩი გარიგებული იყო რიჩარდ ჰოლბრუკთან (ამერიკელ დიპლომატთან) ასევე, თითქოს არსებობდა ოფიციალური შეთანხმება აშშ-სა და კარაჯიჩს შორის, რომელიც მის დაკავებას შეუძლებელს ხდიდა.[43][44][45][46]
მიმალვის დროს კარაჯიჩს რამდენიმე ადამიანი ეხმარებოდა, მათ შორის ბოსკო რადონჯიჩი, ხოლო 2001 წელს სულაც მის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა კარაჯიჩის მშობლიურ ქალაქში.[47] 2003 წელს რადოვანის დედა იოვანკა სახალხოდ გამოვიდა და მოუწოდა კარაჯიჩს დანებებულიყო.[48]
2004 წლის მაისში გაეროსთვის ცნობილი გახდა, რომ სერბთა რესპუბლიკამ შეცდომით მოკლა ICTY-ს მოწმე და ინფორმატორი. გაჩნდა ეჭვი, რომ ინფორმატორის სიკვდილი არ იყო შემთხვევითი.[49]
2005 წელს ბოსნიელი სერბების ლიდერები კარაჯიჩს დანებებისკენ მოუწოდებდნენ, რადგან იგი ხელს უშლიდა ბოსნიელთა და სერბთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას. 2005 წლის 7 ივლისს ნატოს ჯარისკაცებმა კარაჯიჩის შვილი აიყვანეს, თუმცა 10 დღეში გაათავისუფლეს.[50] კარაჯიჩის ცოლმა, ლილიანამ, მოუწოდა ქმარს დანებებულიყო, როგორც თავად ლილიანამ აღნიშნა მან ეს „არანორმალური წნეხის ქვეშ“ გააკეთა.[51]
პერიოდულად კარაჯიჩი ჩნდებოდა სხვადასხვა სპეცსამსახურების თვალთახედვაში, თუმცა მისი დაჭერა შეუძლებელი იყო. 2008 წელს, როდესაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბელგრადში გამართული პროტესტის დროს კარაჯიჩის პორტრეტები გამოჩნდა.[52][53]
როგორც გაირკვა, 1999 წლიდან კარაჯიჩი ალტერნატიული მედიცინის სფეროში საქმიანობდა, იყენებდა რა გამოგონილ სახელს დ. დ. დავიდი, რომელსაც სავიზიტო ბარათებზეც კი წერდა. ზოგიერთი წყაროები იუწყებიან, რომ ის იყენებდა ზედმეტსახელს „დრაგან დავიდ დაბიჩსაც“.[54][55][56]
სამართალდამცავებისგან თავის დაღწევა ავსტრიაში
არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ 2007 წლის მაისში ვენაში კარაჯიჩი დაკავებას გადარჩა, სადაც ცხოვრობდა პეტარ გულმაჩის სახელით. თავს ის ხორვატ ექიმად ასაღებდა, რომელიც მცენარეულ პრეპარატებსა და მალამოებს ამზადებდა. ცნობების მიხედვით, რეიდის დროს, რომელიც კარაჯიჩის საცხოვრებელთან ახლოს მიმდინარეობდა, გამოიკითხა პირი ხორვატიული პასპორტით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვენაში ტრენინგებზე იყო ჩამოსული.[57] პოლიციამ აღნიშნა, რომ პეტარ გულმაჩი/რადოვან კარაჯიჩი კითხვებს აუღელვებლად პასუხობდა, პოლიციამ მისგან თითის ანაბეჭდებიც კი არ აიღო.[58] თუმცა ეს ვერსია ეჭვქვეშ დადგა, როდესაც სერბეთში მცხოვრებმა პიროვნებამ პეტარ გულმაჩმა, განაცხადა, რომ იგი ნამდვილად იმყოფებოდა ვენაში და გამოჰკითხეს პოლიციელებმა.[59] დრაგან კარაჯიჩი, რადოვანის ბიძაშვილი იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ რადოვანი ესწრებოდა სერია ა-ს მატჩებს, მოინახულა ვენეცია, პეტარ გულმაჩის სახელითა და გვარით.[60][61]
სასამართლო
დაკავება და სასამართლო
კარაჯიჩი 2008 წლის 21 ივლისს ბელგრადში დააკავეს.[2] როგორც გაირკვა ის მართლაც ასაღებდა თავს ალტერნატიული მედიცინის დოქტორად ბელგრადში, ვენასა და ავსტრიაში.[62] კარაჯიჩი 30 ივლისს ICTY-ის მეურვეობის ქვეშ ჰააგაში გადაიყვანეს.[63] რადოვან კარაჯიჩის მტკიცებით გარკვეული შეთანხმება რიჩარდ ჰოლბრუკს, მადლენ ოლბრაიტსა და მას შორის მართლაც არსებობდა. მისი თქმით, სწორედ შეთანხმების საფუძველზე იყო იგი ხელშეუხებელი 13 წლის განმავლობაში. კარაჯიჩმა ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ მის მოკვლას რიჩარდ ჰოლბრუკი ჰააგაშიც შეეცდებოდა. მუჰამედ საჩირბეი (ბოსნიელ-ამერიკელი იურისტი) ამტკიცებდა, რომ 1996 წელს კარაჯიჩმა და ჰოლბრუკმა შეთანხმება დადეს.[64][65][66]
ბრალის წაყენების შემდეგ სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. 2009 წლიდან მოყოლებული, კარაჯიჩმა პროცესის გადადება არაერთგზის მოინდომა. საბოლოო ჯამში პროცესი 2010 წლის 13 აპრილს განახლდა. 2012 წლის 28 ივნისს ტრიბუნალმა კარაჯიჩს გენოციდთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალი მოუხსნა, პროკურატურის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის გამო. თუმცა, ბრალდებები, სრებრენიცის გენოციდის, კაცობრიობის წინაშე და ომის დანაშაულების ნაწილში მაინც დარჩა.[67][68]
საქმეზე დასკვნითი სიტყვა დაიწყო 2014 წლის 29 სექტემბერს და დასრულდა 2014 წლის 7 ოქტომბერს,[69] კარაჯიჩმა განმეორებითი სასამართლოს მოთხოვნა ვერ შეძლო.[70]
გადაწყვეტილება
2016 წლის 24 მარტს ICTY-მა რადოვან კარაჯიჩი 11-დან 10 ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 40 წლის ვადით.[71] მოგვიანებით, სააპელაციო ინსტანციამ კარაჯიჩს შეუცვალა 40 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა სამუდამო თავისუფლების აღკვეთით.[14] ბრალი დამტკიცდა გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ნაწილში. კარაჯიჩს ბრალი დაუმტკიცდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის ეპიზოდშიც.[15]
ჯილდოები
პოეზია
რადოვან კარაჯიჩმა რამდენიმე პოეტური კრებული გამოსცა. 1969 წელს რადოვან კარჯიჩი დააჯილდოვეს იოვან დაუკიჩის ჯილდოთი, რომელიც პოეტებს გადაეცემათ. 1994 წლის 16 მაისს კი იგი დააჯილდოვა რუსეთის მწერალთა კავშირმა მიხეილ შოლოხოვის ჯილდოთი, რომელიც ლიტერატურულ მოღვაწეებს გადაეცემათ.[72]
პოლიტიკური საქმიანობისთვის
პოლიტიკური საქმიანობისთვის კარაჯიჩს 1994 წელს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გადეცა წმინდა დიონისე ზაკინთოელის პირველი ხარისხის ორდენი. 1994 წელს მას გადაეცა სერბთა რესპუბლიკის ორდენი, ხოლო 1995 წელს მოსკოვის ფონდის მიერ იგი დაჯილდოვდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ორდენითაც.[73]
↑Gow, James (2003). The Serbian Project and Its Adversaries: A Strategy of War Crimes. Montreal: McGill-Queen's University Press, გვ. 122–123. ISBN978-1850654995.
Shrine of a Sufi at hillock in Jammu and Kashmir SufiBaba Haneef Ud Din ReshiBabii Seabبا با حنیٖفُ الدیٖن ریٖشیView of shrine from the front side.PersonalBornKashmirDiedRathsun, KashmirReligionIslamNationalityKashmirisDenominationSunniTariqaRishi[1]Muslim leaderDisciple ofZain Ud Din Wali Disciples Rekha Rishi Influenced Mir Sayyid Ali Hamadani, Nund Rishi, Zain Ud Din Wali Baba Haneef Ud Din Reshi (کٲشُر:با با حنیٖفُ الدیٖن ریٖشی)[2...
Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Burhanudin Ali – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Artikel ini perlu dikembangkan agar dapat memenuhi kriteria sebagai entri Wikipedia.Bantulah untuk mengembangkan artikel ini. Jika tidak...
This article is about the 1962 Major League Baseball season only. For information on all of baseball, see 1962 in baseball. Sports season1962 MLB seasonLeagueMajor League BaseballSportBaseballDurationApril 9 – October 16, 1962Number of games162 (except Dodgers & Giants), 165 (Dodgers & Giants)Number of teams20TV partner(s)NBC, CBSRegular seasonSeason MVPAL: Mickey Mantle (NYY)NL: Maury Wills (LAD)AL championsNew York Yankees AL runners-upMinnesota TwinsNL championsSan Fr...
Disambiguazione – Se stai cercando il programma televisivo italiano, vedi Cartoon Network (programma televisivo). Cartoon NetworkLogo dell'emittenteStato Italia Linguaitaliano, Inglese Tipotematico Targetbambini e ragazzi VersioniCartoon Network SD 576i (SDTV)(data di lancio: 31 luglio 1996)Cartoon Network +1 576i (SDTV)(data di lancio: 31 luglio 2003)Cartoon Network HD 1080i (HDTV)(data di lancio: 28 novembre 2016) Data chiusura15 dicembre 2020 (Cartoon Network SD) Canali affiliatiBo...
La freccia insanguinataCharlton Heston e Katy Jurado nel trailerTitolo originaleArrowhead Lingua originaleinglese Paese di produzioneStati Uniti d'America Anno1953 Durata105 min Rapporto1,37:1 Generewestern RegiaCharles Marquis Warren Soggettodal romanzo Adobe Walls di W.R. Burnett SceneggiaturaCharles Marquis Warren ProduttoreNat Holt Casa di produzioneNat Holt Productions FotografiaRay Rennahan MontaggioFrank Bracht MusichePaul Sawtell ScenografiaHal Pereira, Al Roelofs (art director)Sam Co...
Ця стаття потребує додаткових посилань на джерела для поліпшення її перевірності. Будь ласка, допоможіть удосконалити цю статтю, додавши посилання на надійні (авторитетні) джерела. Зверніться на сторінку обговорення за поясненнями та допоможіть виправити недоліки. Мат...
هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (نوفمبر 2017) الخطوط الجوية الجنوبية العليا إياتا إيكاو رمز النداء؟؟ تاريخ الإنشاء 2013 الجنسية جنوب السودان موقع ويب الموقع الرسمي تعديل مصدري - تعديل ا�...
أثر جائحة فيروس كورونا على الحمل النموذج الافتراضي لفيروس كورونا.النموذج الافتراضي لفيروس كورونا. معلومات عامة من أنواع مرض فيروس كورونا 2019 الأسباب عوامل الخطر عدوى خطيرة الإدارة الوقاية تجنب التفاعل مع المرضى وتنظيف اليدين بالصابون والماء أو المطهر الوبائيات الوفي�...
Government of a U.S. state Government of FloridaGreat Seal of the State of FloridaPolity typeSub-national administrative division (federated state)Part ofUnited States of AmericaConstitutionConstitution of FloridaLegislative branchNameLegislatureTypeBicameralMeeting placeFlorida CapitolUpper houseNameSenatePresiding officerKathleen Passidomo, PresidentLower houseNameHouse of RepresentativesPresiding officerPaul Renner, SpeakerExecutive branchHead of State and GovernmentTitleGovernorCurrentlyR...
Organic compound (C6H5OH) This article is about the molecule. For the group of chemicals that contains a phenol group, see Phenols. Carbolic acid redirects here. Not to be confused with carbonic acid or carboxylic acid. Phenol Names Preferred IUPAC name Phenol[1] Systematic IUPAC name Benzenol Other names Carbolic acidPhenolic acidPhenylic acidHydroxybenzenePhenic acidPhenyl alcoholPhenyl hydroxide Identifiers CAS Number 108-95-2 Y 3D model (JSmol) Interactive image ChEBI CHEBI:1...
Андские культуры до инков, XIV век Доколумбова хронология Перу и Андского региона в настоящее время основана на классификации, которую предложил Эдвард Лэннинг. Альтернативную систему датировки предложил Луис Лумбрерас, который иначе датирует некоторые археологические...
12th-century King of Sweden Sverker the ElderKing of SwedenReignc. 1132 – 25 December 1156PredecessorMagnus ISuccessorEric IXBornc. 1100Died25 December 1156Near Alvastra, SwedenSpouseUlvhild HåkansdotterRicheza of PolandIssueCharles VIIJohnHouseSverkerFatherCornube Composite showing the location of Sverker's family grave at Alvastra Sverker the Elder (Old Swedish: Swærkir konongær gambli; c. 1100 - 25 December 1156), also known as Sverker I, was King of Sweden from about 1132 until his m...
2015 single by Pitbull featuring Mohombi and WisinBaddest Girl in TownSingle by Pitbull featuring Mohombi and Wisinfrom the album Dale ReleasedJune 8, 2015Recorded2015GenreReggaeton, Latin PopLength3:04Label Mr. 305 RCA Songwriter(s) Mohombi Moupondo Juan Luis Morera Luna Alexandru Cotoi Armando C. Perez Mika Moupondo José C. García Jorge Gómez Producer(s) Alexandru Cotoi Mika Moupondo Pitbull singles chronology Back It Up (2015) Baddest Girl in Town (2015) Shake That (2015) Mohombi...
Piala Dunia Wanita FIFA 19911991年國際足協女子世界盃Informasi turnamenTuan rumahTiongkokJadwalpenyelenggaraan16–30 November 1991Jumlahtim peserta12 (dari 6 konfederasi)Tempatpenyelenggaraan6 (di 4 kota)Hasil turnamenJuara Amerika Serikat (gelar ke-1)Tempat kedua NorwegiaTempat ketiga SwediaTempat keempat JermanStatistik turnamenJumlahpertandingan26Jumlah gol99 (3,81 per pertandingan)Jumlahpenonton510.000 (19.615 per pertandingan)Pemain terba...
This article is part of a series on thePolitics of Switzerland Constitution Human rights Federal Council Members (by seniority) Beat Jans Guy Parmelin Ignazio Cassis Viola Amherd (President) Karin Keller-Sutter (Vice President) Albert Rösti Élisabeth Baume-Schneider Federal Chancellor Viktor Rossi Federal administration Federal Assembly Council of States (members) National Council (members) Political parties Elections Voting Elections 1848 1851 1854 1857 1860 1863 1866 1869 1872 1875 1878 ...
Trattato di Roma del 1941ContestoInvasione della Jugoslavia durante la seconda guerra mondiale Firma18 maggio 1941 LuogoRoma CondizioniFissazione del confine tra Italia e Stato Indipendente di Croazia e conferma della spartizione della Slovenia tra Italia e Germania e dell'appartenenza politica all'Italia della Dalmazia. Parti Italia Croazia FirmatariRegno d'ItaliaGermania nazistaRegno d'Ungheria e Regno di Bulgaria voci di trattati presenti su Wikipedia Il trattato di Roma fu firma...