ჟან ომერ ბერიზიკი (მალაგ. Omer Beriziky; დ. 9 სექტემბერი, 1950[1]) — მადაგასკარელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ანდრი რაძოელინასთან კონსესუსის შედეგად ჩამოყალიბებულ მთავრობაში 2011 წლის 2 ნოემბრიდან[1][2][3] 2014 წლის 16 აპრილამდე.
ბერიზიკი, რომელიც ჩრდილოეთ მადაგასკარიდანაა,[3] ისტორიის პროფესორად მუშაობდა. 1995 წლიდან 2006 წლამდე ბრიუსელში იყო მადაგასკარის ელჩი ბელგიასა და ევროკავშირში. ბერიზიკი მადაგასკარის პრემიერ-მინისტრად 2011 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტ ზაფის წინადადებით.[2] იგი მოვალეობის შესრულებას იმავე წლის 2 ნოემბრიდან შეუდგა.[4]
სქოლიო