პიროლიზი

პიროლიზი (ძვ. ბერძნ. πῦρ — ცეცხლი, სიმხურვალე და λύσις — დაშლა, დარღვევა) — ორგანული ნაერთების თერმული დაშლა ჰაერის გარეშე - უჰაეროდ (მერქანი, ნავთობპროდუქტები, ნახშირი და სხვა. ხის მშრალი გამოხდა, ქვანახშირის კოქსვა, ნავთობის კრეკინგი და სხვ.); სხვანაირად: პიროგენიზაცია.

ნახშირწყალბადების პიროლიზი

შესავალი

ნახშირწყალბადების ნედლეულის თერმული პიროლიზის პროცესი წარმოადგენს ქვედა ოლეფინების - ეთილენის და პროპილენის მიღების ძირითად ხერხს. პიროლიზის დანადგარების არსებული სიმძლავრეები შეადგენს 113,0 მლნ.ტ/წელში, ეთილენის მსოფლიო წარმოების მიხედვით თითქმის 100 % და 38,6 მლნ.ტ/წელი, პროპილენის მსოფლიო წარმოების მიხედვით 67 %-ზე მეტი (პროპილენის წარმოების დანარჩენი — 30 % მოდის კატალიტიკურ კრეკინინგზე, მიახლოებით 3 % ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გადამუშავებული აირებისაგან, კერძოდ კი შენელებული კოქსვისას). ამასთან, საშუალო წლიური ნამატი ეთილენისა და პროპილენის მოხმარებისა მსოფლიოში შედაგენს 4 %-ზე მეტს.

ეთილენისა და პროპილენის წარმოებასთან ერთად, პიროლიზის პროცესი წარმოადგენს დივინილის წარმოების ძირითად წყაროს, რომელიც გამოეყოფა C4 ფრაქციას და ბენზოლს პიროლიზის თანმხლებ პროცესში. მიახლოებით დივინილის მსოფლიო წარმოების 80 % და ბენზოლის 39 % მოდის ნახშირწყალბადების პიროლიზზე.

ჩატარების პირობები და პროცესის ქიმია

სამრეწველო პირობებში ნახშირწყალბადების პიროლიზი სრულდება 800—900 °C ტემპერატურის და ატმოსფერული წნევასთან ახლო (შესასვლელში ~ 0,3 მპა, გამოსასვლელში — 0,1 მპა) მყოფ პირობებში. ნედლეულის ყოფნის დრო პიროსპირალში (პიროკლაკნილი, გველისებური სპირალი) შეადგენს 0,1 — 0,5 წმ. მკვლევარების უმრავლესობა პიროლიზისისას მისდევს მექანიკური დაშლის ჯაჭვური თავისუფალ-რადიკალური მექნიზმის თეორიას ზემოთ მოცემულ პირობებში. პირობითად პიროლიზის დროს ყველა რეაქცია შეიძლება დავყოთ პირველადად და მეორადად. პირველადი რეაქციები მიმდინარეობს რეაქციული მასის მოცულობის გაზრდით. ეს ძირითადად, არის შედარებით მცირე მოლეკულური მასის მქონე პარაფინებისა და ნახშირწყალბადების გაფართოების რეაქციები. მეორადი რეაქციები უპირატესად, პიროლიზის გვიან სტადიებზე მიმდინარეობენ და რეაქციული მასის მოცულობის შემცირებით ხდება. ეს ძირითადად, არის წარმოქმნის რეაქციები არომატული ნახშირწყალბადების, პოლიბირთვული არომატიკული ნახშირწყალბადების წარმოქმნის რეაქციები თერმულად სტაბილური არომატული ნახშირწყალბადების კონდენსაცია/პოლიკონდენსაციის რეაქციების შედეგად დ დილსი-ალდერის ტიპის რეაქციის შედეგად. ასევე მეორად რეაქციად შეიძლება ჩაითვალოს ზოგი მყარი ნახშირბადიანი ნაერთის წარმოქმნის რეაქციები, რომლებსაც მრეწველობაში უწოდებენ კოქსს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია ის რომ, რეაქციების დაყოფა პირველად და მეორადად არის პირობითი.

პიროლიზის მეორადი რეაქციების სიჩქარეების დასაწევად გამოიყენებენ პიროლიზის ნედლეულს გაზავებულს წყლის ორთქლით. შედეგად ნახშირწყლების წნევა დაბლა იწევს და, ლე შატელიე - ბრაუნის პრინციპის მიხედვით, რეაქციის ზონაში წნევის დაწევა ხელს უწყობს მოცულობის ზრდით მიმდინარე რეაქციის მიმდინარეობას, ანუ — პირველადის. ეთანისათვის, ბუტანისათვის, პირდაპირნახადი ბენზინისათვის ორთქლის შეფარდება ნედლეულთან ჩვეულებრივ შეადგენს 0,3 : 1,0, 0,4 : 1,0, 0,5 : 1,0 შესაბამისად.

ღუმელის კონსტრუქცია

მრეწველობაში გამოყენება ჰპოვეს პიროლიზის მილურმა რეაქტორებმა. პიროლიზის ღუმელები შედგებიან ორი განყოფილებისაგან — რადიანტულისაგან და კონვექციურისაგან. სწორედ რადიანტულ სექციაში მდებარეობს პიროლიზის მილური რეაქტორები (გველისებური სპირალი), რომელიც ხურდება საწვავი აირის დაწვით ამ სექციის კონფორებში. აღსანიშნავია, რომ პიროკლაკნილი ხურდება არა კონფორების ალისაგან, არამედ სითბოს რადიაციით (ანუ უბრალო გამოსხივებით, და არა გამა-გამოსხივებით) ღუმელის შიდა რადიანტული წყობის სექციიდან, რომელზედაც "ისმება" კონფორების ალი. ღუმელის კონვექციურ ნაწილში ხდება ნედლეულის და წყლის ორთქლის წინასწარი გაცხელება, მათი გაზავება პიროლიზის დაწყების ტემპერატურამდე დაყვანა (600—650 °C), რადიანტული სექციიდან სითბოს კონვექტიური გადატანით კვამლის აირებით. ტემპერატურის უფრო ზუსტი რეგულირებისათვის ორივე სექციის გასასვლელში ღუმელის ბოლოს დაყენებულია გამწოვი ვენტილატორი, კვამლის აირების მოძრაობის სიჩქარის რეგულირებით. ნედლეულის და გასაზავებელი ორთქლის გახურების გარდა, კონვექციურ ნაწილში ხდება საქვაბის მკვებავი წყლის გაცხელება, რომელიც გამოიყენება პიროლიზის პროდუქტების გასაცივებლად ღუმელიდან გამოსვლისას — საწრთობ-ამაორთქლებელ აპარატებში. მიღებული გაჯერებული ორთქლი გამოიყენება მაღალი წნევის ორთქლის მისაღებად, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება პიროაირის კომპრესორის ორთქლის ტურბინის მოსაბრუნებლად. პიროლიზის ღუმელების ბოლო მოდელებში კონვექციურ ნაწილში შეიტანეს გაჯერებული ორთქლის გადახურების მოდული საჭირო ტემპერატურამდე (550 °C). შედეგად სითბოს გამოყენების მ.ქ.კ. პიროლიზის ღუმელების ბოლო მოდელებში შეადგენს 91 — 93 %.

ეხლა უფრო დაწვრილებით პიროლიზის მილური რეაქტორების — პიროსპირალების, პიროკლაკნილების შესახებ (გველისებური სპირალი). პროცესის სელექტიურობის ასამაღლებლად, პიროლიზის დროს პროდუქტების გამოსვლისას ნედლეულის ყოფნის დრო რეაქციულ ზონაში საჭიროა - შემცირდეს, ხოლო ტემპერატურა - ამაღლდეს. ამ გზით ვითარდებოდა ამ პარამეტრების ცვლილებები პიროლიზის სამრეწველო ღუმელებში. ახლა თანამედროვე ღუმელებში კონტაქტის დრო შეადგენს მიახლოებით 0,2 წმ., ხოლო პიროლიზის ტემპერატურა აღწევს 870—900 °C. ამასთან, დგება კითხვა - როგორ მოხერხდეს ასე სწრაფად გაცხელება (0,2 წმ.) ორთქლნედლეულის ნაკადის 600 °C-დან პიროლიზის ტემპერატურამდე. საჭიროა გათვალისწინებულ იქნას თანამედროვე ქრომნიკელის შენადნობების ზღვრული დასაშვები ტემპერატურა, რომელთაგან მზადდება ეს პიროსპირალები, და კოქსწარმოქმნის მკვეთრი მომატება ამ შენადნობის კედლებზე ტემპერატურის მომატებისას.

ტემპერატურის გრადიენტის გაზრდის გარეშე პიროკლაკნილის კედელსა და ორთქნედლეულის ნაკადს შორის კონტაქტისას, ჩქარი გაცხელება შეიძლება მიღწეულ იქნას პიროკლაკნილის ზედაპირის ხვედრითი ფართის გაზრდით, ანუ ზედაპირის ფართობი ორთქლნედლეულის ნაკადის მოცულობის ერთ ერთეულზე. ღუმელის დამპროექტებელი ფირმების უმრავლესობა წავიდნენ პიროკლაკნილების კონსტრუქციული გადაწყვეტილების იმ გზით სადაც მილებს სხვადასხვა დიამეტრი აქვთ. თუკი ადრე პიროკლაკნილი წარმოადგენდა ერთი დიამეტრის გრძელ მილს, მოღუნულს ტოლ ნაწილად (კლაკნილს) ღუმელის კონსტრუქციული ზომების შესამცირებლად. ახლა პიროკლაკნილები მზადდება შესასვლელში მცირე დიამეტრის მილების დიდი რაოდენობით (10-20), რომლებიც ერთიანდებიან, და ბოლოს, გამოსასვლელში პიროკლაკნილი შედგება 1-2 მნიშვნელოვნად დიდი დიამეტრის მილისაგან. ასეთ პიროკლაკნილებში მიიღწევა მაღალი თბოდაძაბულობა დასაწყისში - მაღალი და დაბალი - ბოლოში, სადაც კედლის ტემპერატურა თამაშობს დიდ როლს კოქსწარმოქმნის პროცესში.

თავდაპირველად პიროსპირალები რადიანტულ სექციაში იყო ვერტიკალურ მდგომარეობაში, კონტაქტის დრო ასეთ ღუმელში შეადგენდა 1,0 წმ-ზე ნაკლებს, პიროლიზის ტემპერატურა არ აღემატებოდა - 800 °C. რადიანტული პიროკლაკნილის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ თავისუფლად დაკიდულ მილებიან მდგომარეობაზე გადასვლა იძლევა შესაძლებლობას გამოყენებულ იქნას უფრო თბო გამძლე, მყიფე მასალები, რამაც გამოიწვია მაღალტემპერატურულ რეჟიმიანი ღუმელების გაჩენა და ნაკადის მოკლე დროით დაყოვნება პიროკლაკნილში.

არასასურველი მეორადი რეაქციების მყისი გაჩერებისათვის, ღუმელიდან გამოსვლისას აყენებენ საწრთობ-ამაორთქლებელ აპარატებს. მილების გარემოში ხდება რეაქციის პროდუქტების მკვეთრი გაცივება (წთრობა) ტემპერატურა 450—550 °C. მილებს შორის ხდება საქვაბის წყლის აორთქლება, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ გამოიყენება მაღალი წნევის ორთქლის მისაღებად.

ქვემოთ (ცხრილი 1) მოყვანილია პიროლიზის ღუმელიდან გამომავალი ზოგი პროდუქტის მონაცემები.

ცხრილი 1 — სხვადასხვა ნახშირწყალბადების პიროლიზით მიღებული პროდუქტები

კომპონენტები პიროლეზის ნედლეული — ეთანი პიროლიზის ნედლეული — ბუტანი პიროლიზის ნედლეული — ნახადი ბენზინი პიროლიზის ნედლეული — ატმოსფერული გაზოილი
წყალბადი 3,4 1,3 1,0 0,7
მეთანი 3,4 21,6 16,6 11,5
აცეტილენი 0,2 0,4 0,4 0,3
ეთილენი 48,7 37,8 29,3 25,0
ეთანი 39,3 5,1 4,0 3,4
პროპილენი 1,1 17,3 16,4 14,5
დივინილ 1,1 3,6 5,6 5,1
ბუტენი 0,2 1,5 4,4 3,9
ბენზოლი 0,6 2,5 7,1 7,0
მძიმე ფისი 0,1 0,6 5,2 9,1

ტექნოლოგიური გაფორმება

თერმული ნახშირწყალბადების პიროლიზის განვითარების პერიოდში ღუმელის კონსტრუქციაში და დაბალი ოლეფინების წარმოების ტექნოლოგიურ სქემაში შეტანილ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი გაუმჯობესები. კონსტრუქციის ზოგიერთ გაუმჯობესებაზე ნათქვამი იქნა ზედა თავში. ახლა კი ცოტა რამ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ტექნოლოგიურ სქემებში.

ღუმელის ბლოკის სქემებში საწრთობ-აორთქლების აპარატების შეტანამ შესაძლებლობა მისცა პიროლიზის პროდუქტების სითბოს უტილიზაციას მაღალი წნევის ორთქლის მიღებით. საკუთარი მაღალი წნევის ორთქლის არსებობამ გამოიწვია ელექტრო კომპრესორების შეცვლა ორთქლის ტურბინების კომპრესორებით, რამაც თავის მხრივ შეამცირა პიროლიზის პროდუქტების თვითღირებულება. რეაქციის პროდუქტების აირგაყოფის აბსორბციული სქემიდან მთლიანად გადასვლა დაბალტემპერატურულ ფრაქციულობაზე საშუალება მისცა უფრო მაღალი ხარისხის დაბალი ოლეფინების მიღებისა (პოლიმერიზაციული სიწმინდის). თუკი 1960-ია წლებში მოწინავე პიროლიზის დანადგარების სიმძლავრე შეადგენდა მიახლოებით 100—140 ათ.ტ/წელში - ეთილენისთვის, ახლა კი სიმძლავრე შეადგენს 1,0-1,4 მლნ.ტ/წელში. ეთილენების დანადგარების ერთეულ სიმძლავრეების მატებას თან ახლავს წარმოებაზე ნედლეულისა და ენერგიის ხვედრითი დანახაეჯების მნიშვნელოვანი შემცირება. ამას გარდა, პიროლიზის დანადგარების სიმძლავრეების მატებასთან ერთად, რომელიც თავიდანვე განკუთვნილი იყო მხოლოდ ეთილენის მისაღებად, გახდა ეკონომიურად მიზანშეწონილი აირის სხვა პროდუქტების გამოყოფა, შემდეგ ბენზოლის და სხვა ღირებული კომპონენტის მიღება თხევადი პროდუქტებიდან, რამაც დამატებით აამაღლა პროცესის ეფექტურობა.

ეთილენის თანამედროვე წარმოება შეიცავს შემდეგ კვანძებს: უშუალოდ თვითონ პიროლიზი, პირველადი ფრაქციონირება და პიროლიზის პროდუქტების გაყოფა, კომპრიმირება, გაშრობა, პიროაირის და აირგაყოფის ღრმა გაცივება.

პიროლიზის კვანძი შედგება პიროლიზის რამდენიმე ღუმელისაგან. წლიური ჯამური სიმძლავრე ეთილენის ყველა ღუმელის მიხედვით, რეზერვში არსებული ღუმელების გაუთვალისწინებლად (რეგენერაციაზე მყოფნი), განსაზღვრავენ პიროლიზის დანადგარის მთლიან სიმძლავრეს. გამოსვლისას პიროლიზის პროდუქტები გადიან მეორად წრთობას პიროლიზის ფისის პირდაპირი შესხურებით (ეგრეთ წოდებული წრთობის ფისი) არა უმეტეს 200 °C ტემპერატურისა.

პირველადი ფრაქციონირებისა და პიროლიზის პროდუქტების გაყოფის კვანძი შედგება ფრაქციონირების კოლონების და გამყოფების სიტემებისაგან. შედეგად, პიროლიზის პროდუქტები იყოფიან ტექნოლოგიურ წყლად, მძიმე ფისად (დუღილის დაწყების ტემპერატურა ~ 200 °C), მჩატე ფისად (პირობენზინი), წინასწარი მუბუქი პიროაირად.

შემდგომ მჩატე პიროაირი ხვდება კომპრიმირების კვანძში, რომელიც შედგება მრავალსაფეხურიანი კომპრესორისაგან. კომპრესიის სტადიებს შორის გათვალისწინებულია თბოგამცვლელები და სეპარატორები კომპრიმირებული პიროაირის გასაცივებლად და მისი სეპარაციისათვის დამატებითი ტენის და პიროკონდენსატის გამოსაყოფად. ამ სტადიაზე პიროაირი იკუმშება 3,7 — 3,8 მპა წნევამდე გაყოფის პროდუქტების დუღილის ტემპერატურის ასამაღლებლად. ასევე კომპრიმირების სტადიებს შორის გათვალისწინებულია პიროაირის გაწმენდის კვანძი მჟავა აირებისაგან (СО2, Н2S), რომელიც წარმოადგენს კოლონას, სადაც ხდება მჟავა აირების ხემოსორბცია NaOH-ის ხსნარით.

შეკუმშული პიროაირი ხვდება გაშრობის კვანძში — ადსორბერები შევსებულია მოლეკულური საცერით, სადაც ხდება წყალუს მთლიანად მოცილება.

ღრმა გაცივების კვანძში პიროაირი საფეხურებად ცივდება -165 °C ტემპერატურამდე. ასეთ პირობებში პრაქტიკულად მხოლოდ წყალბადია იმყოფება აირად მდგომარეობაში. შემდეგ გაცივებული პიროაირი (თხევად მდგომარეობაში, წყალბადის გარეშე) პარალელურად და თანმიმდევრობით გადის ოთხ რეკტიფიკაციულ კოლონას, სადაც ხდება მეთანის, ეთან-ეთილენის (ეეფ), პროპან-პროპილენის (პპფ), С4 ფრაქციების და პირობენზინის გამოყოფა. ეეფ და პპფ შემდეგ გადის ჰიდროწმენდას აცეტილენური ნახშირწყალბადებისაგან (და პროპადიენის პპფ) და შემდეგ რექტიფიკაციით გამოიყოფა ეთილენი და პროპილენი. დარჩენილი ეთანი და პროპანი გამოიყენება როგორც რეციკლური პიროლიზური ნედლეული. პიროლიზური С4 ფრაქცია გამოიყენება დივინილის და ბუტილენის ექსტრაქტიული დისტილაციის გამოსაყოფად.

პიროლიზური ფისი, მიღებული პირველი ფრაქციონირების სტადიაში გამოიყენება ტექნიკური ნახშირბადის მისაღებად.

ნედლეულის ბაზა

პიროლიზის ნედლეულის სტრუქტურა თანამედროვე მსოფლიოში გამოიყურება შემდეგნაირად: ეთანი — 27,6 % მასის., თხევადი აირები (პროპანი, ბუტანი) — მასის 14,0 %, პირდაპირნახადი ბენზინი (ნავთობი) — მასის 53,1 %, ჰიდროგაწმენდილი ნავთ-გაზოილური ფრაქციები — მასის 5,3 %.

ამ სახის ნედლეულის გამოყენება სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. აშშ და კანადაში გაბატონებულ ნედლეულს ეთანი (მასის 49,1 % და 69,7 %) წარმოადგენს, გერმანიაში, ჩინეთში, საფრანგეთში და იაპონიაში — ნავთა (მასის 57,4 %, 73,3 %, 60,0 % და 80,3 %). ამას გარდა, გერმანიაში და ჩინეთში ფართოდ გამოიყენება ნავთ-გაზოილური ფრაქციების ჰიდროწმენდა (მასის 32,0 % და 26,7 %).

დაბალი ოლეფინების წარმოების დონე

ქვემოთ ცხრილებში მოყვანილია ჟურნალ Oil and Gas Journal-ის ყოველწლიური ანგარიშის მონაცემები, რომელიც ახასიათებს დაბალი ოლეფინების წარმოების დონის განვითარებას.

ცხრილი 2 — ეთილენის მწარმოებელი - უდიდესი ქვეყნები მსოფლიოში

ქვეყანა სიმძლავრე, ათ. ტ/წელში
აშშ 27 653
იაპონია 7576
საუდის არაბეთი 5640
სამხრეთ კორეა 5450
გერმანია 5415
კანადა 5377
ჩინეთი 4988
ნიდერლანდები 3900
საფრანგეთი 3433
რუსეთის ფედერაცია 2810

ცხრილი 3 — ეთილენის მწარმოებელი - მსოფლიოს უდუდესი კომპანიები 

კომპანია სიმძლავრე, ათ. ტ/წელში
Dow Chemical Co. 12 900
Exxon Mobil Corp. 11 467
Shell Chemicals Ltd. 8432
Saudi Basic Industries Corp. 6890
Equistar Chemical LP 4880
BP PLC 6009
Chevron Phillips Chemicals Co. 3993
Sinopec 3505
Atofina 5653
Nova Chemicals Corp. 3537

ცხრილი 4 — მსოფლიოში უდიდესი ეთილენის კომპლექსები

კომპანია ადგილმდებარეობა სიმძლავრე ათ.ტ/წელში
Nova Chemicals Corp. ჯოფრი, ალბერტას პროვ., კანადა 2818
Arabian Petrochemical Co. ჯუბეილი, საუდის არაბეთი 2250
Exxon Mobil Chemical Corp. ბეითაუნი, ტეხასის შტ. აშშ 2197
Chevron Phillips Chemicals Co. სუინი, ტეხასის შტ. აშშ 1905
Equistar Chemical LP ჩენელვიუ, ტეხასის შტ. აშშ 1750
Dow Chemical Co. ტერნეზენი, ნიდერლანდები 1750
Yanbu Petrochemical Co. იანბუ, საუდის არაბეთი 1705
Shell Chemicals Ltd. ნორკო, ლუიზიანის შტ. აშშ 1556
Dow Chemical Co. ფრიპორტი, ტეხასის შტ. აშშ 1540
Formoza Plastics Corp. USA პოინტ-კომფორტი, ტეხასის შტ. აშშ 1530

მერქნის პიროლიზი

პიროლიზი — პირველი პროცესია, ხის წვის დროს. ალის ენები წარმოიქმნებიან არა ხის წვის გამო, არამედ პიროლიზის პროდუქტების აირების გამო. მერქნის პიროლიზის დროს (450—500 °C) წარმოიქმნება მთელი რიდი ნივთიერებები, როგორებიცაა: ხის ნახშირი, მეთილის სპირტი, ძმარმჟავა, აცეტონი, ფისები და სხვ.

მერქნის გაზიფიკაციის პროცესი (პიროლიზი) მიმდინარეობს ქვაბის ზედა კამერაში (ჩასატვირთ სივრცეში) სიმხურვალის ზემოქმედების ქვეშ და ჰაერის შეზღუდული რაოდენობის დაშვებით. გაჩენილი მერქნის აირი მიედინება სიმხურვალის ფენის გავლით, აღწევს ჭავლს სადაც ერევა მეორად ჰაერს. ამ პრინციპით მუშაობს პიროლიზის ქვაბები RTG BIO.

შებოლვა

იხ. ძირითადი სტატია: შებოლვა

მერქნის პიროლიზის პროცესის საფუძველზე (ყველაზე მეტად იყენებენ მურყანის, თხმელას) მიმდინარეობს სხვადასხვაგვარი საკვები პროდუქტების შებოლვა. სწორი იქნება თუ ამ პროცესს უწოდებთ ნაწილობრივ დაჟანგვას ან ჟანგვით პიროლიზს, რადგანაც ის მიმდინარეობს ჰაერის შეზღუდული მიწოდებით. დამტკიცებულია, რომ შებოლვის ეს მეთოდი ადამიანის ორგანიზმისათვის არც თუ ისე უვნებელია, რადგანაც ჟანგვადი პიროლიზის დროს წარმოიქმნება და საკვებში ხვდება საშიში კანცეროგენები, როგორებიცაა 3,4-ბენზპირენი.

ნარჩენებისა და ნაგვის პიროლიზი

არსებობს პროექტები საყოფაცხოვრებო ნაგავის პიროლიზით განადგურებისა. სიძნელეები საბურავების პლასტმასების და სხვა ორგანული ნარჩენების პიროლიზის ორგანიზაციაში დაკავშირებულია არა პიროლიზის ტექნილოგიასთან, რომელიც არ განსხვავდება სხვა მყარი მასალების თერმული დამუშავებისაგან. პრობლემა ის არის, რომ ნარჩენების უმრავლესობის შემადგენლობაში არის ფოსფორი, ქლორი და გოგირდი. გოგირდის და ფოსფორის ჟანგები დაფრინავენ და ზიანს აყენებენ გარემოს. ქლორი აქტიურად რეაგირებს პიროლიზის ორგანულ პროდუქტებთან საწამლავი მდგრადი ნაერთების წარმოქმნით (მაგალითად — დიოქსინები). ამ ნაერთების კვამლიდან დაჭერის პროცესი არც თუ ისე იაფი საქმეა და რთულიცაა. დაცვეთილი საბურავების და ექსპლუატაციიდან გამოსული რეზინოტექნიკური ნაკეთობების უტილიზაცია მეტად დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობის პრობლემაა მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნისათვის. ხოლო ნავთობის ბუნებრივი რესურსების შეუქცევადობა კარნახობს მეორადი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების აუცილებლობას, ანუ ნაგავის გორების ნაცვლად ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო რეგიონისათვის ახალი დარგი - ნარჩენების კომერციული გადამუშავება.

საბურავები და პოლიმერები წარმოადგენენ ღირებულ ნედლეულს, დაბალტემპერატურული პიროლიზის (500 °C-მდე) მეთოდით მათი გადამუშავების შედეგად, ნახშირწყალბადების თხევადი ფრაქციები მიიღება (სინთეთიკური ნავთობი), ნახშირბადიანი ნარჩენი (ტექნიკური ნახშირბადი), მეტალოკორდი და საწვავი აირი. ამავე დროს თუკი დავსწვავთ 1 ტ. საბურავს, მაშინ ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ ტოქსიკური აირი.

ნახშირის პიროლიზი

ისეთი ენერგომატარებლების გაძვირების პირობებში როგორიცაა აირი და საწვავი ზეთი, ხდება უფრო აქტუალური მყარი საწვავების გაზიფიკაციის საკითხი, კერძოდ კი ნახშირის. ახლა არსებობენ ნახშირის ორსტადიანი წვის დანადგარები. სადაც პირველ ეტაპზე ხდება ნახშირის გაზიფიკაციის (პიროლიზის) პირობების შექმნა, მეორე ეტაპზე ხდება მიღებული გენერატორული აირის უშუალო წვა.

ნახშირწყლის საწვავის სახით ნახშირის გაზიფიკაცია (პიროლიზი) იძლევა თავდაპირველი ნახშირის თბოწარმოქმნის გაზრდის საშუალებას.

ლიტერატურა

  • მუხინა ტ. ნ. ნახშირწყალბადების ნედლეულის პიროლიზი [ტექსტი] / ტ. ნ. მუხინა, ნ. ლ. ბარაბანოვი, ს. ე. ბაბაში — მ.: ქიმია, 1987. — 240 ფ.
  • Nakamura D.N. Global ethylene capacity increases slightly in 06 [ყოველწლიური ანგარიში] / D.N. Nakamura // Oil and Gas Journal. — 2007. — v.105. — № 27.

Read other articles:

Artikel ini bukan mengenai Jam orang kerja. Jam kerja adalah periode waktu di mana seseorang melakukan pekerjaan untuk mendapatkan upah tertentu. Banyak negara mengatur minggu kerja, untuk menerapkan istirahat minimum dalam sehari, libur dalam setahun, dan jam kerja maksimal per minggu. Jam kerja dapat berbeda antar pegawai, tergantung pada kondisi ekonomi, lokasi, budaya, pilihan gaya hidup, dan tanggungannya. Contohnya, seseorang yang menanggung anak dan harus membayar kredit pemilikan ruma...

 

Cincila Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Chordata Kelas: Mammalia Ordo: Rodentia Famili: ChinchillidaeBennett, 1833 Subfamili: Chinchillinae Genus: Chinchilla Spesies Chinchilla brevicaudata Waterhouse, 1848 Chinchilla lanigera (Molina, 1782) Cincila adalah genus hewan pengerat (ordo: Rodentia) yang berasal dari pegunungan Andes di Amerika Selatan dan merupakan anggota familia Chinchillidae[1]. Di Tiongkok, hewan ini disebut lóng māo, yang arti literalnya adalah kucing ...

 

BioregionSulawesi Utara bagian BaratKondisi hutan di bioregion Sulawesi Utara bagian BaratEkologiWilayahSulawesiBiomaHutan tropis dan subtropis basah berdaun lebarBatasBioregion Sulawesi Utara bagian Tengah and Bioregion Sulawesi Tengah bagian BaratGeografiArea1.556.817 km2 (601.090 sq mi)NegaraIndonesiaProvinsiSulawesi Tengah and GorontaloSamudra atau lautanSelat Makassar, Teluk TominiJenis tanahAluvial, Batu kapur, Mafik, Karst Bioregion Sulawesi Utara bagian ...

16th-century English pirate For other people named Henry Strangways, see Henry Strangways (disambiguation). Henry StrangwaysStrangwish 1554 by FlickeBornfl. 1552DorsetDied1562Rouen[1]Piratical careerNicknameHenry StrangwishTypePirate Henry Strangways (died 1562), also sometimes known as Strangwish,[2] was an English Gentleman Pirate[2] who attacked Spanish and other shipping. He was repeatedly imprisoned, and pardoned by highly placed friends, during his approximately ...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: List of Miss World runners-up and finalists – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2021) (Learn how and when to remove this template message) For the Miss World titleholders, see List of Miss World titleholders.This article provides the names ...

 

Noah ShachtmanAlmamaterUniversitas GeorgetownPekerjaanJurnalisGelarKepala Penyunting The Daily BeastPenghargaanNational Magazine Award untuk Laporan Media Digital (2012) Noah Shachtman adalah seorang jurnalis Amerika Serikat. Ia sekarang menjadi kepala penyunting The Daily Beast.[1] Ia sebelumnya menjabat sebagai penyunting eksekutif dari situs tersebut.[2] Sebagai mantan anggota non-tetap di Brookings Institution, ia juga bekerja sebagai penyunting eksekutif untuk berita di ...

Central Committee of the 16th Congress← 15th17th →13 July 1930 – 10 February 1934LeadershipGeneral SecretaryJoseph StalinSecond SecretaryVyacheslav Molotov (Jul.– Dec. 1930)Lazar Kaganovich (1930–1934)Inner-groupsPolitburo: 10 full & 5 candidatesSecretariat: 5 full & 2 candidatesOrgburo: 11 full & 4 candidatesCandidatesApparatusNo. of departments7 The Central Committee (CC) composition was elected by the 16th Congress, and sat from 13 July 19...

 

Signature of Mathematicus Christophorus Rothmannus Bernburgensis Christoph Rothmann (between 1550 and 1560 in Bernburg, Saxony-Anhalt – probably after 1600 in Bernburg) was a German mathematician and one of the few well-known astronomers of his time. His research contributed substantially to the fact that Kassel became a European center of the astronomy in the 16th century. Life It is not known today when Rothmann was born, although it is known that his place of birth was Bernberg on the Sa...

 

Tablet spirulina yang mengandung nutrisi tinggi, terutama asam amino esensial. Bioteknologi adalah metode atau proses yang melibatkan makhluk hidup atau organisme hidup untuk menghasilkan produk baru sehingga dapat bermanfaat bagi kesejahteraan manusia.[1] Bioteknologi industri adalah aplikasi bioteknologi untuk memenuhi tujuan aktivitas industri, termasuk manufaktur, bioenergi, dan biomaterial. Juga mencakup penggunaan sel dan komponen sel seperti organel dan enzim untuk menghasilkan...

جزء من سلسلة مقالات حولالرسول محمد سيرته سيرته بعثته حياته في مكة هجرته إلى يثرب حياته في المدينة فتح مكة حجة الوداع أحداث وجوانب من حياته نزول الوحي أحاديثه الهجرة إلى الحبشة بيعة العقبة بيعة الرضوان إصلاحاته الاجتماعية دبلوماسيته عسكريته معجزاته القرآن الإسراء والمعرا...

 

Italian football club Football clubA.C.D. Castel di Sangro Cep 1953Full nameAssociazione Calcistica Dilettantistica Castel di Sangro Cep 1953Nickname(s)Giallorossi (Yellow-reds), Sangrini, Castello (Castle), CastelsangroFounded19532005 (refounded)2012 (refounded)GroundStadio Teofilo Patini,Castel di Sangro, ItalyCapacity7,220ChairmanGiuseppe SantostefanoManagerDomenico CristianoLeagueEccellenza Molise2020–21Eccellenza Molise, 7th Home colours Away colours Castel di Sangro Cep is an Italian ...

 

World Series Cricket results are the results of the main games played in the now defunct World Series Cricket (WSC) competition. World Series Cricket was a break away professional cricket competition staged between 1977 and 1979, organized by Kerry Packer for his Australian television network, the Nine Network. The matches ran in opposition to established international cricket. World Series Cricket drastically changed the nature of cricket, and its influence continues to be felt today.The in...

Battaglia di Cretaparte della campagna dei Balcani nella seconda guerra mondialeMappa delle zone di lancio dei paracadutisti tedeschi nell'isola di Creta il 20 maggio 1941Data20 maggio - 1º giugno 1941 LuogoCreta EsitoVittoria dell'Asse Schieramenti Germania Italia Grecia Regno Unito Nuova Zelanda Australia Comandanti Kurt Student Julius Ringel Francesco Mimbelli Bernard Freyberg Effettivi13.000 aviotrasportati9.000 truppe di montagna6.000 fanteria18.000 britannici6.450 a...

 

Kamo 加茂市Kota BenderaLambangLocation of Kamo in Niigata PrefectureNegara JepangWilayahChūbuPrefekturNiigataPemerintahan • WalikotaAkemi FujitaLuas • Total133,72 km2 (5,163 sq mi)Populasi (Januari 1, 2020) • Total25.743 • Kepadatan193/km2 (500/sq mi)Zona waktuUTC+9 (Japan Standard Time)Simbol kota • PohonCryptomeria japonica• BungaCamellia rusticanaNomor telepon0256-52-0080Alamat2-3-5, Saiwai-cho,...

 

追晉陸軍二級上將趙家驤將軍个人资料出生1910年 大清河南省衛輝府汲縣逝世1958年8月23日(1958歲—08—23)(47—48歲) † 中華民國福建省金門縣国籍 中華民國政党 中國國民黨获奖 青天白日勳章(追贈)军事背景效忠 中華民國服役 國民革命軍 中華民國陸軍服役时间1924年-1958年军衔 二級上將 (追晉)部队四十七師指挥東北剿匪總司令部參謀長陸軍�...

Salutation in Catholic Mass Mexican bishop Raúl Vera giving the Pax salutation For the objects, see Pax (liturgical object). In Christian liturgy, the Pax is an abbreviation of the Latin salutations pax vobis (peace to you) or pax vobiscum (peace with you), which are used in the Catholic Mass, the Lutheran Divine Service, and the Western Orthodox Mass. Origins Like the other liturgical salutations, e. g., Dominus vobiscum, the Pax is of biblical origin.[1] The Vulgate version of the ...

 

Aleksander Kazimierz Bereśniewiczvescovo della Chiesa cattolicaM. Skabowski, Ritratto del vescovo Bereśniewicz (1908); olio su tela, Seminario teologico superiore, Ląd.  Incarichi ricoperti Vescovo titolare di Massimianopoli di Palestina (1858-1875) Vescovo ausiliare di Žemaičiai (1858-1875) Vescovo di Žemaičiai (1875-1883) Vescovo di Cuiavia-Kalisz (1883-1901)  Nato4 giugno 1823 a Švelniai Ordinato diacono25 giugno 1845 Ordinato presbitero28 agosto 1847 Nominato vescovo27 s...

 

此條目需要补充更多来源。 (2021年7月4日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:美国众议院 — 网页、新闻、书籍、学术、图像),以检查网络上是否存在该主题的更多可靠来源(判定指引)。 美國眾議院 United States House of Representatives第118届美国国会众议院徽章 众议院旗...

本條目存在以下問題,請協助改善本條目或在討論頁針對議題發表看法。 此條目需要編修,以確保文法、用詞、语气、格式、標點等使用恰当。 (2013年8月6日)請按照校對指引,幫助编辑這個條目。(幫助、討論) 此條目剧情、虛構用語或人物介紹过长过细,需清理无关故事主轴的细节、用語和角色介紹。 (2020年10月6日)劇情、用語和人物介紹都只是用於了解故事主軸,輔助�...

 

Hijaz ٱلْحِجَازAl-ḤijāzWilayahMasjidilharam dan Ka'bah (tengah) di wilayah Makkah, Hijaz. Makkah adalah tempat kelahiran Nabi Islam Muhammad dan kota suci utama umat Islam.Peta wilayah Hijaz menunjukkan kota Makkah, Madinah, Jeddah, Yanbu, dan Tabuk. Wilayah Arab Saudi saat ini ditandai dengan garis merah dan wilayah Kerajaan Hijaz dengan warna hijau.Koordinat: Koordinat: 23°N 40°E / 23°N 40°E / 23; 40Negara Arab SaudiDaerahBahah, Makkah, Madinah, ...