პაპაჰანაუმოკუაკეის ზღვის ეროვნული მონუმენტი — აშშ-ის ეროვნული ძეგლი. წარმოადგენს პატარა კუნძულებისა და ატოლების ერთობლიობას. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულების ჩრდილო-დასავლეთ გაგრძელებაზე.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც ბუნებრივი, ასევე კულტურული თვალსაზრისით.
დაცული ტერიტორია დაარსდა 2006 წლის 15 ივნისს, ჯორჯ ბუშის განკარგულებით და თავდაპირველად ეწოდებოდა ჩრდილო-დასავლეთ ჰავაის კუნძულების ზღვის ეროვნული მონუმენტი. 2007 წელს ეწოდა პაპაჰანაუმოკუაკეი, ადგილობრივთა ღმერთ პაპაჰანაუმოკუსა და მისი ცოლის — უაკეის პატივისცემის მიზნით.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში