პოვერტი-პოინტის მიწაყრილები — პოვერტი-პოინტის კულტურის პრეისტორიული მიწაყრილები აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, ლუიზიანაში. მოიცავს რამდენიმე მიწაყრლის, რომლებიც აგებულია ძვ. წ. 1650-700 წლებს შორის პერიოდში ადგილობრივი ამერიკელების მიერ. პოვერტი-პოინტის კულტურა გავრცელებული იყო მდინარე მისისიპის დელტაში 160 კილომეტრზე.
არქეოლოგიური ძეგლის 3,68 კმ² ტერიტორია, რომელსაც იკვე უწოდეს „ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილი უდიდესი და ყველაზე კომპლექსური არქაული მიწაყრილები“[1], ეროვნულ ძეგლად არის აღიარებული.
2014 წლის 22 ივნისს პოვერტი-პოინტის მიწაყრილები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო