პაზარი (ქართ. / ლაზ. ათინა) — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, რიზეს პროვინციაში, ბათუმიდან 92 კმ. მოსახლეობა 2012 წლის აღწერით 15,892. ძირითადად სახლობენ ლაზები.
ეტიმოლოგია
ქალაქის ისტორიული სახელია ათინა . 1928 წელს მას დაერქვა პაზარი, რაც თურქულ ენაზე ბაზარს ნიშნავს.
ისტორია
ძვ. წ. VIII საუკუნეში დაარსდა როგორც ბერძნული კოლონია. შედიოდა კოლხეთის სამეფოში.
მოგვიანებით ათინა დაიპყრო რომის იმპერიამ შემდეგ კი ბიზანტიისა და ტრაპიზონის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. სხვა და სხვა დროს შედიოდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში.
ქალაქი ათინა უხსოვარი დროიდან დასახლებულია ლაზებით.
რესურსები ინტერნეტში