ოჰრიდი (მაკედ. Охрид; ალბ. Ohri) – ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის დასავლეთ ნაწილში. დასახლება მდებარეობს ამავე სახელწოდების ტბის სანაპირო ზოლში. ოჰრიდში ცხოვრობს 40 033 ადამიანი, ქალაქს მოსახლეობის მხრივ ჩრდილოეთ მაკედონიაში მერვე ადგილი უკავია. ოჰრიდი წარმოადგენს ოჰრიდის თემის ადმინისტრაციულ ცენტრს. აქ მრავლად არის ეკლესიები და ძველი სასახლეები, სწორედ ამიტომ ამ ადგილს ტურიზმის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ოჰრიდი მდებარეობს სკოპიედან დასავლეთით, ხოლო ტირანადან აღმოსავლეთით. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში არის ოჰრიდის საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქს ეკლესიების სიმრავლის გამო ზოგჯერ „ბალკანეთის იერუსალიმს“ უწოდებენ.[1][2] 1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ოჰრიდი იმ 28 ქალაქიდან ერთ-ერთია, რომელსაც იუნესკომ მიანიჭა როგორც კულტურული ასევე ბუნებრივი ძეგლის სტატუსი.1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
ისტორია
თანამედროვე ქალაქი აგებულია ძველ ქალაქ ლიჰნიდოსის ადგილზე. უძველეს დროში ამ ტერიტორიაზე ილირიული ტომის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა, შემდგომ კი ბიზანტიის. 867 წლიდან ოჰრიდი ბულგარეთის სამეფოს შემადგენლობაში ექცევა. XIV საუკუნის ბოლოდან უკვე ბალკანეთის ნახევარკუძულს ოსმალეთის იმპერია იპყრობს, შესაბამისად ეს ქალაქიც ოსმალების გავლენის ქვეშ ექცევა. ოჰრიდში ოსმალების მმართველობა 1912 წლამდე გაგრძელდა.
ტრანსპორტი
ოჰრიდში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი (ამჟამად ცნობილია როგორც „წმინდა პავლე მოციქულის აეროპორტი“), რომელიც ღიაა მთელი წლის განმავლობაში.
1966 წლამდე ოჰრიდი სკოპიესთან დაკავშირებული იყო 167 კმ-იანი ოჰრიდის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით.
ღირსშესანიშნაობები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
ბულგარეთის ისტორიული დედაქალაქები |
---|
| |
|