დებარი (მაკედ. Дебар; ალბ. Dibra) — ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის დასავლეთში, სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში. დებარის თემის ადმინისტრაციული ცენტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 14 561 კაცი. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ალბანელები, ასევე ცხოვრობენ თურქები, ბოშები და მაკედონელები.
ისტორია
ქალაქი პირველად მოიხსენიება პტოლემეს რუკაზე დებორუსის სახელით. ქალაქში დაიბადა იოანე დებარელი, ოჰრიდის საარქიეპისკოპოსოს პირველი ხელმძღვანელი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო