ოტაფი (ყოფილი წყარხმული) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: მრამბა). მდებარეობს კოდორის ქედის სამხრეთ ბორცვიან მთისწინეთში. ზღვის დონიდან 300 მ, ოჩამჩირიდან 32 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1].
ლიტერატურა
სქოლიო