გუფი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები:აგვავერა, აკვასკია, აჯამფაზრა, ზეგანი, ფადგუ, ჩაწვქითი).
მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ღალიძგის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 170 მ, ოჩამჩირიდან 14 კმ. სოფლის მიდამოებში არის კარსტული მღვიმეები. მოსახლეობა — 345 მცხოვრები (1989).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[1]
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1876[2] |
1 423 |
|
|
2011 |
818 |
|
|
ლიტერატურა
სქოლიო