ახეცარა[1], ახიაცარა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აგუბედიის თემი), მდინარე ოხოჯის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 120 მ, შავი ზღვიდან 18 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სახელწოდება
მისი მეგრული ვარიანტია ცხიმურონა. ასე ეძახიან მას სოფლის მცხოვრებნი. „ახეცარა“ აფხაზურია და ისევე, როგორც მისი მეგრული ვარიანტი, „რცხილნარს“ ნიშნავს. გადმოცემით, ახეცარა თავდაპირველად ერქვა სერს ოხოჯესა და მის შენაკად ლაბღანიაშ ღალს შუა. სოფელი არ იხსენიება 1886 წელსა და 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მასალებში. სოფელ ახეცარში არის უბნები: საბიგვა, სამატკა, სანარმანიო – ბიგვავების, მატკავებისა და ნარმანიების გვარების სამკვიდრო.[2]
ლიტერატურა
სქოლიო