ბეტო ალონსო საკლუბო კარიერას 1971 წელს, არგენტინული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, პრიმერა დივიზიონის მონაწილე — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“[9] იწყებს.
პირველად მინდორზე 1971 წლის 8 აგვისტოს, მეტროპოლიტანოს გათამაშების 26-ე ტურის მატჩში, სტუმრად — ვილა კრესპოს „ატლანტას“ წინააღმდეგ გამოდის.[10][11][12] „ელ კოლოსო დე ვილა კრესპოზე“ (ესპ.El Coloso de Villa Crespo)[13][14][15] გამართული ალონსოს სადებიუტო შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით (2–1) მთავრდება.[16][17][18][19] თავის პირველ საფეხბურთო სეზონში იგი ჩემპიონატის 23 მატჩში იღებს მონაწილეობას და 3 გოლი გააქვს. კლუბში 1976 წლის აგვისტომდე რჩება. მის შემადგენლობაში 1975 წელს ნასიონალის[20] და მეტროპოლიტანოს[21] ტურნირს იგებს.
ოლიმპიკი მარსელი
1976 წლის აგვისტოდან 1977 წლის ივნისის ჩათვლით მარსელის„ოლიმპიკში“[22][23][24] თამაშობს.[25] პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში, სტუმრად, 27 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში — „ვალანსიენის“ წინააღმდეგ გამოდის. შეხვედრა „სტად ნუნჟესერზე“ (ფრანგ.Stade Nungesser)[26] იმართება და მასპინძელთა გამარჯვებით (3–1) სრულდება.[27] „ოლიმპიკში“ საფრანგეთის ჩემპიონატის 17 მატჩში იღებს მონაწილეობას და სამჯერ იღებს მეტოქეთა კარს. საჩემპიონატო მატჩების გარდა მარსელელთა რიგებში კიდევ სამ თამაშს ატარებს, ორს — თასების მფლობელთა თასზე (1976 წლის 15 და 29 სექტემბერს „საუთჰემპტონთან“. პირველ თამაშს ინგლისელები იგებენ (4–0)[28] და საპასუხო მატჩში წაგება (1–2)[29] ხელს ვეღარ უშლით შემდეგ ეტაპზე გასვლაში) და ერთს — საფრანგეთის თასზე (1977 წლის 13 თებერვალს, „მონპელიესთან“, სადაც ერთი გოლი გააქვს, თუმცა თამაშის 89-ე წუთზე ჟან-მარკ ვალადიეს გოლის წყალობით „მონპელიე“ ახერხებს თამაშის მოგებას (2–1)[30] და შემდეგ ეტაპზე გადის).
1982–1983 წლებში „ველეს სარსფილდში“ გამოდის (73 მატჩი, 16 გოლი).[34]
რივერ პლეიტი
1984 წლიდან კვლავ „რივერშია“. კლუბთან ერთად 1985–86 წლების საფეხბურთო სეზონის არგენტინის პრიმერას იგებს,[35] რის შემდეგაც 1986 წლის ლიბერტადორესის თასის და საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში იმარჯვებს. ფეხბურთის თამაშს 1987 წელს, ამავე კლუბში ამთავრებს.
სანაკრებო კარიერა
1972–1983 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 20 შეხვედრა ჩაატარა,[36][37][38][39] რომლის მაისურით პირველად 1972 წლის 25 სექტემბერს, ჩილეს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კარლოს დიტბორნის თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: დანიელ კარნევალე, ანხელ ბარგასი, რამონ ერედია, ენრიკე ვოლფი, ნორბერტო ალონსო, მიგელ ანხელ ბრინდისი, რუბენ აიალა, რობერტო ტელჩი, რამონ ბოვედა, ხორხე ლუის გისო და ანტონიო როსლი. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1983 წლის 21 ივლისს, პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და ფრედ, ანგარიშით — 0–0 დასრულდა. მისი მონაწილეობით გამართული 20 მატჩიდან არგენტინელებმა 10 შეხვედრა მოიგეს, 5 დათმეს და 5 ფრედ დაამთავრეს.
↑აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში ფელიქს ბოგადოს თასის (ესპ.Copa Félix Bogado) ნაცვლად შეცდომით მითითებულია — Competition: Rosa Chevallier (ესპ.Copa Rosa Chevallier Boutell — La Copa Rosa Chevallier Boutell fue un certamen amistoso de fútbol disputado por las selecciones nacionales de Argentina y Paraguay, entre 1923 y 1971), ხოლო თარიღის გრაფაში 14 ივლისის ნაცვლად 15 ივლისი.
↑ალონსო იყო „რივერის“ წამყვანი მოთამაშე, როდესაც კლუბმა 1957 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა არგენტინის ჩემპიონის ტიტული. სურათზე: რეინალდო მერლოსთან ერთად.