1926 წელს უკვე პოპულარული იყო ჰოკეი მედისონ სკვერ გარდენში, მაგრამ მაშინ მაყურებლების არჩევანი ლურჯმაისურიანები არ იყვნენ. იმ დროისთვის ნჰლ-ის სხვა გუნდი - ნიუ იორკ ამერიკანს (New York Americans) მოსწონდა ბევრ ჰოკეის მოყვარულს. ნიუ იორკ ამერიკანს, რომლებიც ატარებდნენ ვარსკვლავ-ზოლებიან მაისურებს ისევე როგორც თითქმის ამერიკის დროშაზეა გამოხატული, ამტკიცებდნენ რომ მსგ (MSG - Madison Square Garden) იდეალური ადგილი იყო ჰოკეისთვის. მედისონის მაშინდელი პრეზიდენტი "ტექს" რიკარდი (Tex Rickard) მიხვდა, რომ უკვე დრო იყო NY-ში ჰოკეის გუნდი ჩამოეყალიბებინა რომელიც მსგ-ის კუთვნილებაში იქნებოდა. ჰოკეის ლიგასთან ინტენსიური თანამშრომლობის შემდეგ, რიკარდმა მიაღწია იმას, რომ 1926-1927 წლებში გუნდი შექმნა.
რიკარდმა იცოდა, რომ ყინულზე სათამაშოდ ძლიერი გუნდი უნდა შეექმნა, რადგან მის გუნდს კონკურენცია გაეწია ამერიკული გუნდებისთვის და მოეპოვებინა NY-ელების მხარდაჭერა. კლუბის შესაქმნელად მან გუნდში მოიხმო იმ დროის ერთ-ერთ ჭვკიანი მწვრთნელი და ნათელი ფიგურა ჰოკეიში კონი სმითი (Conn Smythe), ასევე დაარწმუნა, რომ ამ უკანასკნელს დაეტოვებინა თავისი თანამდებობა ტორონტოს უნივერსიტეტში და გადმობარგებულიყო NY-ში. რიკარდმა სმითს სთხოვა ემოგზაურა ჩრდილო ამერიკაში და ეპოვა ყველაზე ნიჭიერი და მანამდე "აღმოუჩენელი" მოთამაშეები, რასაც შეძლებდა.
სმითი აღმოჩნდა საჭირო ფიგურა გუნდის დაარსებისთვის. მხოლოდ ერთი ზაფხულის მანძილზე მან შეძლო ეპოვა ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან ფრენკ ბუშერი (Frank Boucher) და ბილ ქუკი (Bill Cook), დიდების დარბაზის მცველი ივან ჩინგს ჯონსონი (Ivan ‘Ching’ Johnson) და მეორე ხაზის შემტევი მიურეი მარდოხი (Murray Murdoch) რომელიც ჰოკეიში გახდა პირველი "რკინის კაცი" რომელმაც 508 მატჩი ჩაატარა ზედიზედ.
როდესაც სმითი დაკავებული იყო მოთამაშეების მოსაძებნად, სპორტული ჟურნალები გუნდს უკვე ეძახდნენ როგორც ტექსის რეინჯერებს (Tex’s Rangers). რიკარდისთვის ეს სახელი მშვენივრად ჟღერდა და ამიტომ გადაწყვიტა დაეტოვებინა ჟურნალისტების მიერ შერქმეული სახელი, ოღონდ მცირედი კორექტივები შეიტანა და გუნდს მხოლოდ რეინჯერსი (Rangers) დაარქვა, ასევე გადაწყვეტილება მიიღო რომ გუნდის სახელი ფორმაზე დიაგონალურად ჰქონოდა დაწერილი (Rangers) რომელიც ამერიკულ გუნდებისგან გამოარჩევდა, იმ დროისთვის ყველას ჰორიზონტალურად ჰქონდა გუნდის სახელი დაწერილი. 1926-1927 წლის სეზონის დაწყებამდე სმითმა დატოვა გუნდი რადგანაც უთანხომება მოუვიდა გარდენის მენეჯმენტთან. რიკარდმა დაიწყო ძებნა დასავლეთ ბრიტანულ კოლუმბიაში, სადაც მიაგნო ჰოკეის პიონერს - ლესტერ პეტრიკს (Lester Patrick). მიუხედავად ამისა, სმითმა და პატრიკმა საბოლოოდ მაინც ერთად შექმნეს გუნდის განაცხადი. პირადად პეტრიკმა კი საფუძველი ჩაუყარა საჩემპიონო გუნდს.
მათ იცოდნენ რომ უნდა გამოსულიყვნენ ამერიკული ჩრდილიდან, ამიტომ რეინჯერსი დროს არ კარგავდა გამარჯვებებზე. ისინი ჩაეწერნენ საუკეთესო რეკორდით ნჰლ-ში და ასევე საუკეთესო ლიგის ბომბარდირი ბილ ქუკი (Bill Cook). შემდეგ წელს კი უფრო შორსაც წავიდნენ და მოიგეს პირველი სტენლის თასი. 1928 წლის ლიგის თასის მეორე თამაშის დროს Montreal Maroons-ის წინააღმდეგ იყვნენ, როდესაც 44 წლის პეტრიკმა გააკეთა განაცხადი და დადგა კარში ტრავმირებული ლოურნ შებოტის (Lorne Chabot) მაგივრად, საბოლოოდ კი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა.
რენიჯერსმა ჩინებულად გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს 1928 წელს, როდესაც მათ მოიგეს სტენლის თასი არსებობის მეორე წელსვე, რაც მანამდე არცერთ გუნდს ჰქონდა გაკეთებული ნჰლ-ში. რეინჯერსმა NY-ში სწრაფად მოიხვეჭა რეპუტაცია როგორც სუფთა მოთამაშე გუნდის. პეტრიკის ტაქტიკის მიხედვით, გუნდს ცნობილი გახდა როგორც "საუკეთესო გუნდი ჰოკეიში" (the classiest team in hockey), რომელიც ასევე 4-ჯერ გავიდა ფინალში არსებობის პირველი 6 წლის მანძილზე.
ბილ ქუკს დღემდე ეკუთვნის რეინჯერსის მაისურით 11 ჰეთრიკი კარიერის მანძილზე, ასევე მან მოიგო მეორე ტიტული გუნდთან ერთად 1932-1933 წლებში, როდესაც 1933 წლის ფინალის მეოთხე მატჩში შეძლო დამატებულ პერიოდში გოლის გატანა, სადაც დაეხმარა რეინჯერს გაემარჯვა 1-0 ტორონტოს წინააღმდეგ.
1930-იანების მოგვიანებით NY ჰყავდა ვარსკვლავების ახალი გუნდი. გუნდმა გადმოიბირა მეკარე დეივ ქერი (Davey Kerr) "Maroons"-იდან 1934 წელს და მცველი არტ კუტერი (Art Coulter) ჩიკაგოდან 1936 წელს. ზუსტად ამ ორის დუეტზე აიგო მომავალი რეინჯერსის გუნდი.
სამი სეზონის მოგვიანებით 1939 წელს, რეინჯერს თითქმის არ დასჭირვებია დიდი დრო, რომ სტენლის თასი უკან დაებრუნებინა NY-ში. ნილ კოლვილი (Neil Colville) და ბრაიან ჰექსტელის (Bryan Hextall) მეთაურობით გუნდმა მესამეჯერ შეძლო 1940 წელს მოეპოვებინა სტენლის თასი, 2 წლის შემდეგ კი მოიგეს რეგულარული სეზონი, რომელიც სამეულის დიდი დამსახურებაა: ბრაიან ჰექსტელი, ფილ უოტსონი და ლინ პეტრიკი, რომელიც ლიდერობდა ბომბარდირების ცხრილს. საუბედუროდ მეორე მსოფლიო ომმა შეძლო და დაშალა Ranger All-Stars შემდეგი რამდენიმე სეზონით.
პირველი 16 სეზონის მანძილზე, რეინჯერსი მხოლოდ ერთხელ ვერ გავიდა ფლეი ოფში და მხოლოდ ორჯერ დაამთავრა ასპარეზობა ლიგაში მესამე ადგილზე დაბლა. ასევე ამ 16 წლიანი პერიოდის მანძილზე, როდესაც რეინჯერსი იყო იმ ორი გუნდიდან ერთ-ერთი რომელიც NY-ში ასპარეზობდა, რეინჯერსმა მოიგო 3 რეგულარული სეზონის ჩემპიონობა, დაასრულა მეორე ადგილზე 5 შემთხვევაში და დარჩენილ 6 შემთხვევაში მესამე ადგილზე. რეინჯერსის ღამეები გარდენში პოპულარული გახდა როგორც ხალხში, ასევე სპორტსმენებში, ბდოდვეის მსახიობებს და პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ხშირად ესწრებოდნენ თამაშებს.
1942 წელს რეინჯერსი გახდა NY-ის ერთადერთი ჰოკეის გუნდი, რომელსაც ისინი შემდეგი 30 წლის მანძილზე ინარჩუნებენ კიდეც. ნჰლ მხოლოდ 6 გუნდი დარჩა, რომ ებრძოლათ სტენლის თასისთვის 1942-1943 წლებიდან 1966-1967 წლებამდე, როდესაც თანამედროვე ნჰლ გაფართოება დაიწყო. 6 გუნდი რომლებიც ეს ოქროს წლები თამაშობდნენ, ყოველთვის დარჩებიან ორიგინალურ ექვსეულად (Original Six), მიუხედავად იმისა, როდესაც ლიგა დაიწყო 1917 წელს რამდენიმე გუნდი არ იყო წევრი (რეინჯერსის ჩათვლით).
სამწუხაროდ ოროგინალური ექვსეულის ერა არ იყო წარმატებული NY-სთვის. 1940-იან წლებში გუნდი იბრძოდა მარა საწადელს ვერ აღწევდა. 1943-1955 წლების მანძილზე რეინჯერსი ფლეი ოფში მხოლოდ ორჯერ გავიდა, მაგრამ 1950 წელს როდესაც ისინი მეორედ იყვნენ ფლეი ოფში, მთელი გზა გაიარეს ფინალამდე და ტორონტოსთან მეშვიდე თამაშში დამარცხდნენ დამატებით ტაიმში. ეს მატჩი წესით NY-ში უნდა ჩატარებულიყო მსგ-ში მაგრამ იმ დროისთვის ცირკი ტარდებოდა და თამაშის ჩატარება ტორონტოში მოხდა.
სწორი მიმართულებით მუშაობამ და მოხერხებულმა ვაჭრობამ შედეგი გამოიღო და გუნდი აშკარად გაუმჯობესებისკენ წავიდა. დიდების დარბაზში ენდი ბეთგეითი, დინ პრენტისი, ჰარი ჰოუელი, ბილ გედსბი და გამფ უორსლი გუნდის ფლეი ოფში გაყვანა 1956 წელს. ენდი ბეთგეითი გახდა გუნდის კაპიტანი და ლიდერობს გუნდს ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი რომელმაც მოახერხა გუნდთან ერთად ჰარტის თასის (Hart Trophy) მოგება 1958-59 სეზონში. ასევე ჰარი ჰოუელი იყო აღიარებული როგორც ჰოკეის საუკეთესო მცველი და მიიღო ნორისის თასი (Norris Trophy) 1966-67 წელს.
1960-1993 წლები
ბეთგეითი და ჰოუელი ჯერ კიდევ გუნდის სიამაყედ რჩებოდნენ როდესაც გუნდს 1960 წელს მთავარ მწვრთნელად და გენერალურ მენეჯერად სათავეში ემილ ფრენსისი ჩაუდგა. შემდგომი 9 სეზონი გუნდი ფლეი-ოფში გავიდა მიყოლებით, რომელიც იმ დროისთვის ვერცერთმა ნჰლ-ის გუნდმა ვერ შეძლო.
1971-1972 წლებში გუნდმა სეზონი 48-17-13 დაასრულა. ამ სეზონის მანძილზე ვიკ ჰედფილდი გახდა პირველი რეინჯერსის ჰოკეისტი რომელმაც ერთი სეზონის მანძილზე შეძლო 50 გოლის გატანა. სეზონის დასასრულს კი რეინჯერსელებმა გაიგეს, რომ ახალი სეზონიდან მხოლოდ ისინი არ იქნებოდნენ წარდგენილი NY-დან, არამედ ნჰლ-ს უკვე ახალი გუნდი დაემატა ნიუ იორკ აილენდერსის (New York Islanders) სახით, რომელიც ლურჯმაისურიანების ყველაზე დიდი მეტოქეც გახდა დროთა განმავლობაში.
მას შემდეგ რაც გუნდმა 1978 წელს მთავარ მწვრთნელად და გენერალურ მენეჯერად ფრედ შერო დაიქირავა, გუნდმა სასწრაფოდ მოიყვანა გუნდში შვედი სუპერ ვარსკვლავი ულფ ნილსონი და ანდერს ჰედბერგი, რომლებიც დომინირებდნენ ძველ WHA-ში (World Hockey Association). მოგვიანებით ორივე მათგანი შეუერთდა ფილ ესპოზიტოს დიდების დარბაზს, სადაც ასევე იყვნენ რონ გრეშნერი, დეივ და დონ მელოუნები, დონ მურდიხო, რონ დაგი და მაიკ მაკივენი.
ამ მოთამაშეებმა ფინალამდე მიაღწიეს და მონრეალთან დამარცხდნენ. 1979 წლის ფინალში მოგზაურობა იყო მეორე, რომელიც რეინჯერსმა შეძლო 1978-1987 წლებში. ამ წლების მანძილზე გუნდმა არაერთი კოლორიტული და გულშემატკივრების სასურველი ჰოკეისტი დაიმატა, რომელთა შორის იყო მცველი ბერი ბექი და რეიო რუტსალეინენი, ასევე ფორვარდები: მაიკ როჯერსი, მარკ პაველიჩი, პერი ლერო და იან ერიქსონი. ამ ეპოქის დასასრულს განწირულმა რეინჯერსმა გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დაცვაში ბრაიან ლიჩი აიყვანა, რომელზედაც მთლიანად 1986 წლის სეზონში იყო დაყრდნობილი.
1989 წელს როდესაც გუნდმა მთავარ მენეჯერად ნეილ სმითი დაიქირავა, რეინჯერსმა მართლაც რომ გადადგა პირველი ნაბიჯები რომელიც საბოლოოდ სტენლის თასით დასრულდა 1994 წელს.
სმითის უდიდესი ნაბიჯები გუნდის წარმატებისთვის იყო, როდესაც რეინჯერსმა თავისუფალ მოთამაშედ - ფორვარდი ადამ გრეივსი აიყვანეს, რომელსაც შემდგომ მარკ მესიე (Mark Messier) გადმოყვანაც მოჰყვა ედმონტოდან. მესიემ სწრაფად მოახერხა იმედების გამართლება და გუნდს დაეხმარა ჰარტის თასის (Hart Trophy) მოგებაში 1991-92 წლების სეზონში. რეინჯერსმა სეზონი კი მალევე დაასრულა, როდესაც პიტსბურგის წინააღმდეგ ფლეი-ოფში ასპარეზობას მოულოდნელად გამოეთიშა.
ნანატრი სტენლის თასი (1994)
1994 წლის 17 ივნისს, რეინჯერსის ფანებს საშუალება ჰქონდათ ეზეიმათ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სტენლის თასის გამარჯვება გმირების პარადზე.
1993-1994 წლის სეზონში რეინჯერსმა უმაღლეს საფეხურზე დაასრულა ნჰლ-ის რეგულარული სეზონი, ამის შემდეგ კი ეცადა მოეგო აღმოსავლეთ კონფერენცია და გამოუვიდა კიდეც.. მარკ მესიეს ჰეთრიკი მეექვსე თამაშში და სტეფან მათეუს დუბლი მეშვიდე თამაშში გუნდს დაეხმარა ამ წარმატების მიღწევაში ნიუ ჯერსი დევილსის წინააღმდეგ. ასევე გუნდმა შეძლო ვანკუვერ კენუქსის დამარცხება 7 მატჩიან თრილერში.
2 წლის მოგვიანებით რაც გუნდმა სტენლის თასი მოიგო, გუნდმა შეძლო ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის უეინ გრეცკი (Wayne Gretzky) თავისუფალ ჰოკეისტად მოყვანა, რომელიც 1997 წელს დიდ როლს იქონიებს რომ გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალამდე მიყვანოს, თუმცა გუნდი ფილადელფია ფლაიერსთან დამარცხდა.
ლეგენდარულმა ცენტრმა კარიერა დაასრულა 1999 წლის 18 აპრილს როგორც რეინჯერმა. თამაშის შემდგომ კონფერენციაზე კი ცნობილი გახდა, რომ რეინჯერსის 99 ნომრიან მაისურს სხვა ჰოკეისტი არავინ აღარ ატარებდა.
1998 და 2004 წლებს შორის, რეინჯერსი თავისი სახელის შეუფერებლად იბრძოდა, რომ გაეღწია ფლეი-ოფში, მაგრამ საბოლოოდ სეზონი ნაადრევად სრულდებოდა ხოლმე. ასევე ამ პერიოდის მანძილზე გუნდს უწევდა ჰოკეისტების დაკარგვა სერიოზული ტრავმების გამო.
14 სეზონის მანძილზე რიხტერმა გულშემატკივრებს აჩუქა რამდენიმე კარგად დასამახსოვრებელი და ისტორიული მომენტი, სტენლის თასის ჩათვლით. მისი მიღწევები იქნა აღნიშნული და მედისონ სკვერ გარდენში 35 ნომერი იქნა აწეული ჭერის კიდესთან 2004 წლის 4 თებერვალს, რომელიც გახდა მესამე პიროვნება, ვისაც ასეთი წილი ხვდა როდ ჯილბერტის და ედ ჯიაქომინის შემდეგ.
2003-04 წლის სეზონი მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ გუნდის ცნობილმა ფიგურამ მარკ მესიემ რომელიც ცნობილი იყო როგორც "კაპიტანი" - კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მესიემ მისი 25 წლიანი ნჰლ კარიერიდან 10 წელი NY-ში დაჰყო და დაეხმარა გუნდს სტენლის თასის მოგებაში 1994 წელს.
2006-დღემდე
2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, 5 სეზონის მანძილზე გუნდმა შეძლო 4-ჯერ ფლეი-ოფში გასვლა და აქედან 2-ჯერ მოახერხა მეორე რაუნდშიც გაღწევა მაგრამ დამარცხდა საბოლოოდ.
2008-2009 წელი გამოდგა გარდამავალი რეინჯერსისთვის. საბოლოოდ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ტომ რენიმ და მის მაგივრად კი ჯონ ტორტორელა მოვიდა. გუნდმა ფლეი-ოფშიც გააღწია მაგრამ ვაშინგტონ ქეპიტალზთან მეშვიდე თამაშში დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.
ტორტორელასთან ერთად კი მოთამაშეების მიზიდვა შეძლო კლუბის მენეჯერმა და პრეზიდენტმა გლენ სათერმა, რომლებიც იქნებიან ტორტორელას მიზნებში. ეს 2009 წლის ივლისიდანვე დაიწყო როდესაც გუნდმა თავისუფალ მოთამაშედ მარიან გაბორიკის აყვანა მოახერხეს. მას კი 2011 წელს ბრედ რიჩარდსი და მაიკ რაპი დაემატა.
გუნდი ახალ 2012 წლის სეზონს ახალი იმედებით და მიზნებით იწყებს ტორტორელას მეთაურობით
სეზონები და შედეგები
მნიშვნელობები: GP = ჩატარებული მატჩი; W = მოგება; L = წაგება; OT = დამატებითი ტაიმი/პენლები; GF=გატანილი შაიბა; GA = გაშვებული შაიბა; P/D = დივიზიონში დაკავებული ადგილი
სეზონი
GP
W
L
OT
ქულა
GF
GA
P/D
Playoffs
2006-07
82
42
30
10
94
242
216
მე-3
წააგო კონფერენციის ნახევარფინალი(2-4) ბუფალოსთან
2007-08
82
42
27
13
97
213
199
მე-3
წააგო კონფერენციის ნახევარფინალი (1-4) პიტსპურგთან
2008-09
82
43
30
9
95
210
218
მე-4
წააგო კონფერენციის მეოთხედფინალი (3-4) ვაშინგტონთან
2009-10
82
38
33
11
87
222
217
მე-4
ვერ გავიდა
2010-11
82
44
33
5
93
233
198
მე-3
წააგო კონფერენციის მეოთხედფინალი (1-4) ვაშინგტონთან
2011-12
82
--
--
--
--
--
--
--
--
მოთამაშეები
ახლანდელი შემადგენლობა
მნიშვნელობები: # = თამაშობს შემდეგ ნომრიანი მაისურით; ერო = ეროვნება; პოზ = პოზიცია; S/G = ჰოკეისტის ხელთათმანი; წელი = რომელ წელს იქნა გუნდში გადმობირებული;
პოზიციები: G = მეკარე; C = ცენტრი; W = შემტევი; RW = მარჯვენა შემტევი; LW = მარცხენა შემტევი;
შენიშვნა: RW = მარჯვენა შემტევი; LW = მარცხენა შემტევი; D = მცველი; C = ცენტრი; წლები = გუნდში ჩატარებული წლები; მეორე წლები = რომელ წელს იქნა დიდების დარბაზში შეყვანა მათი სახელის;
გლენ ანდერსონი, RW, 1994; შეყვანილი იქნა 2008 წელს;
ენდი ბეთგეითი, C, 1952–63; შეყვანილი იქნა 1978 წელს;
დაგ ბენტლი, LW, 1953–54; შეყვანილი იქნა 1964 წელს;
მაქს ბენტლი, C, 1953–54; შეყვანილი იქნა 1966 წელს;
ფრენკ ბუშერი, C, 1926–44; შეყვანილი იქნა 1958 წელს;
ჯონი ბოუერი, G, 1953–54; შეყვანილი იქნა 1976 წელს;
ნილ ქოლვაილი, C, 1936–49; შეყვანილი იქნა 1967 წელს;
ბილ ქუკი, RW, 1926–37; შეყვანილი იქნა 1952 წელს;
ბან ქუკი, LW, 1926–36; შეყვანილი იქნა 1995 წელს;
არტ კუტერი, D, 1935–42; შეყვანილი იქნა 1974 წელს;
მარსელ დიონი, LW, 1986–89; შეყვანილი იქნა 1992 წელს;
დიკ დაფი, LW, 1964–65; შეყვანილი იქნა 2006 წელს;
ფილ ესპოზიტო, C, 1975–81; შეყვანილი იქნა 1984 წელს;
ბილ გედსბი, D, 1954–61; შეყვანილი იქნა 1970 წელს;
მაიკ გარნერი, RW, 1990–94; შეყვანილი იქნა 2001 წელს;
ბერნ ჟოფრენი, RW, 1966–68; შეყვანილი იქნა 1972 წელს;
ედი გიაქომინი, G, 1965–75; შეყვანილი იქნა 1987 წელს;
როდ ჯილბერტი, RW, 1960–78; შეყვანილი იქნა 1982 წელს;
უეინ გრეცკი, C, 1996–99; შეყვანილი იქნა 1999 წელს;
დაგ ჰარვი, D, 1961–62, 1963–64; შეყვანილი იქნა 1973 წელს;
ბრაიან ჰექსტალი, LW, 1936–48; შეყვანილი იქნა 1969 წელს;
ტიმ ჰორტონი, D, 1970–71; შეყვანილი იქნა 1977 წელს;
ჰარი ჰოუელი, D, 1952–69; შეყვანილი იქნა 1979 წელს;
ჩინგ ჯონსონი, D, 1926–37; შეყვანილი იქნა 1958 წელს;
იარ კური, LW, 1996; შეყვანილი იქნა 2001 წელს;
გი ლეფლერი, RW, 1988–89; შეყვანილი იქნა 1988 წელს;
პეტ ლაფონტენი, C, 1997–98; შეყვანილი იქნა 2003 წელს;
ედგარ ლეფრეიდი, D, 1945–55; შეყვანილი იქნა 1993 წელს;
ბრაიან ლიჩი, D, 1987–2004; შეყვანილი იქნა 2009 წელს;
ჰერი ლამლი, G, 1943; შეყვანილი იქნა 1980 წელს;
მარკ მესიე, C, 1991–1997, 2000–2004; შეყვანილი იქნა 2007 წელს;
ჰოუი მორენცი, C, 1935–36; შეყვანილი იქნა 1945 წელს;
ბადი ოქონორი, C, 1947–51; შეყვანილი იქნა 1988 წელს;
ბრედ პარკი, D, 1968–75; შეყვანილი იქნა 1988 წელს;
ლინ პეტრიკი, LW, 1934–43, 1945–46; შეყვანილი იქნა 1980 წელს;
ჟაკ პლანტი, G, 1963–65; შეყვანილი იქნა 1978 წელს;
ბეიბი პრეტი, D, 1936–42; შეყვანილი იქნა 1966 წელს;
ჯინ რეითილი, LW, 1960–75; შეყვანილი იქნა 1985 წელს;
ჩაკ რაინერი, G, 1945–55; შეყვანილი იქნა 1973 წელს;
ლუკ რობითეილი, LW, 1995–1997; შეყვანილი იქნა 2009 წელს;
ტერი შევჩუკი, G, 1969–70; შეყვანილი იქნა 1971 წელს;
ბეიბი სიბერტი, LW, 1932–35; შეყვანილი იქნა 1978 წელს;
ირლ სიბერტი, D, 1931–36; შეყვანილი იქნა 1963 წელს;
ალან სტენლი, D, 1948–54; შეყვანილი იქნა 1981 წელს;
კლინ სმითი, C, 1937–43; შეყვანილი იქნა 1991 წელს;
გამფ უორსლი, G, 1952–63; შეყვანილი იქნა 1980 წელს;
მშენებლები
ჰერბ ბრუქსი, მწვრთნელი: 1981–85; შეყვანილი იქნა 2006 წელს;
ემილი ფრენცისი: შეყვანილი იქნა 1982 წელს;
უილიამ ჯენინგსი: შეყვანილი იქნა 1974 წელს;
როჯერ ნილსონი: მწვრთნელი: 1989–93; შეყვანილი იქნა 2002 წელს;
A Kinetic Heater is a kinetic priority queue similar to a kinetic heap, that makes use of randomization to simplify its analysis in a way similar to a treap. Specifically, each element has a random key associated with it in addition to its priority (which changes as a continuous function of time as in all kinetic data structures). The kinetic heater is then simultaneously a binary search tree on the element keys, and a heap on the element priorities. The kinetic heater achieves (expected) asy...
C-295 A Polish Air Force C-295M Jenis Military transport aircraft Pembuat Construcciones Aeronáuticas SA EADS CASA Airbus Defence and Space Dirgantara Indonesia Penerbangan perdana 28 November 1997 Diperkenalkan 2001[1] Status aktif Pengguna utama Egyptian Air ForcePolish Air Force Royal Canadian Air ForceSpanish Air Force Dibuat 1997–sekarang Jumlah 164[2] Harga satuan €53.3 million (Rp906,97 Miliar) (2018)[3][4][5] Dikembangkan dari CASA CN...
Berikut adalah daftar taman nasional di Timor Leste. Taman nasional di Timor Leste dioperasikan oleh Department of Protected Areas and National Parks. Taman pertama, Taman Nasional Nino Konis Santana, ditetapkan pada tahun 2007. Taman nasional Situs Warisan Dunia atau bagian dari Situs Warisan Dunia Nama Gambar Lokasi Luas Ditetapkan Nino Konis Santana Lautém &0000000000012200.00000012.200 1.236 km2 (477 sq mi) 2007
MartadahDesaPeta lokasi Desa MartadahNegara IndonesiaProvinsiKalimantan SelatanKabupatenTanah LautKecamatanTambang UlangKode pos70854Kode Kemendagri63.01.08.2003 Luas... km²Jumlah penduduk... jiwaKepadatan... jiwa/km² Martadah adalah salah satu desa di Kecamatan Tambang Ulang, Kabupaten Tanah Laut, Kalimantan Selatan, Indonesia. Pranala luar (Indonesia) Keputusan Menteri Dalam Negeri Nomor 050-145 Tahun 2022 tentang Pemberian dan Pemutakhiran Kode, Data Wilayah Administrasi Pemerintaha...
Formal meeting of representatives of different countries, states, organizations, etc. This article is about the forum. For other uses, see Congress (disambiguation). Meeting in the Hall of Knights in The Hague during the Congress of Europe, 1948 A congress is a formal meeting of the representatives of different countries, constituent states, organizations, trade unions, political parties, or other groups.[1] The term originated in Late Middle English to denote an encounter (meeting of...
Venezuelan baseball player (born 1995) Baseball player José AlvaradoAlvarado pitching for the Philadelphia Phillies in 2022Philadelphia Phillies – No. 46PitcherBorn: (1995-05-21) May 21, 1995 (age 28)Maracaibo, Zulia, VenezuelaBats: LeftThrows: LeftMLB debutMay 3, 2017, for the Tampa Bay RaysCareer statistics (through April 20, 2024)Win–loss record13–21Earned run average3.36Strikeouts383Saves36 Teams Tampa Bay Rays (2017–2020) Philadelphia Phillies (2021–present...
Spanish violinist and composer (1844–1908) You can help expand this article with text translated from the corresponding article in Spanish. (November 2023) Click [show] for important translation instructions. View a machine-translated version of the Spanish article. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than simply copy-pasting...
Wide body of water, connecting two larger bodies of water along Mississippi and Alabama, US Mississippi SoundThe Mississippi Sound between the Gulf coast and the Mississippi–Alabama barrier islandsMississippi SoundLocationGulf Coast of the United StatesCoordinates30°16′N 88°31′W / 30.267°N 88.517°W / 30.267; -88.517Part ofGulf of MexicoRiver sourcesPearl River, Pascagoula River, Mobile RiverMax. length90 miles (145 km)Max. depth20 feet (6 m)Isl...
Annual association football award event in France Award2018 Ballon d'Or2018 Ballon d'Or winner Luka ModrićDate3 December 2018 (2018-12-03)LocationParis, FranceCountryFrancePresented byFrance FootballHighlightsBallon d'Or Luka Modrić (1st award)Ballon d'Or Féminin Ada Hegerberg (1st award)Kopa Trophy Kylian Mbappé (1st award)Websitewww.francefootball.fr ← 2017 · Ballon d'Or · 2019 → The 2018 Ballon d'Or was the 63rd annual award ceremony rec...
Coppa delle Alpi 1967 Competizione Coppa delle Alpi Sport Calcio Edizione 7ª Luogo Svizzera Partecipanti 8 Risultati Vincitore Eintracht Francoforte(1º titolo) Statistiche Incontri disputati 20 Gol segnati 57 (2,85 per incontro) Cronologia della competizione 1966 1968 Manuale La Coppa delle Alpi 1967 è stata la settima edizione del torneo a cui hanno partecipato le squadre dei campionati italiano, svizzero e (per la prima volta) tedesco occidentale. A vincere la coppa fu ...
لمعانٍ أخرى، طالع تشيلسي (توضيح). تشيلسي الاسم الكامل نادي تشيلسي لكرة القدم اللقب The Blues (الزرق) Pensioners (المتقاعدون) Pride of London (فخر لندن) الاسم المختصر CFC المؤسس جوس ميرز تأسس عام 10 مارس 1905 (منذ 119 سنة)[1] الملعب ستامفورد بريدجلندن، إنجلترا(السعة: 42.500[2]) البلد �...
English businessman (1915–2003) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Denis Thatcher – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2021) (Learn how and when to remove this message) SirDenis ThatcherBt MBE TD CStJThatcher in 1988Born(1915-05-10)10 May 1915London, EnglandDied26 Ju...
This article is an orphan, as no other articles link to it. Please introduce links to this page from related articles; try the Find link tool for suggestions. (May 2022) Kazan Law InstituteКазанский юридический институтEstablished1931LocationKazan, RussiaLanguageRussian Kazan Law Institute (Russian: Казанский юридический институт) is a Higher education institution in Kazan, founded in 1931 to train lawyers. Reorganized in 1952 by j...
Banitsa Banitsa (bahasa Bulgaria: баница, juga dibaca sebagai banica dan banitza) adalah makanan tradisional Bulgaria dalam keluarga börek yang disiapkan dengan melapisi campuran telur dan potongan keju yang dibuat berlapis antara pastri phyllo dan kemudian memanggangnya dalam oven. Secara tradisional, hiasan keberuntungan dimasukkan ke dalam pastri pada kesempatan tertentu, terutama pada Malam Tahun Baru. Hiasan ini mungkin berupa koin atau benda simbolis kecil (misal, Sepotong ke...