ნჰლ-ის 1928 წლის სტენლის თასის ფინალი გაიმართა ნიუ-იორკ რეინჯერსსა და მონრეალ მარუნს შორის. ეს იყო ნიუ-იორკ რეინჯერსის პირველი ფინალი, რომელშიც მათ შესძლეს გასვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკ რეინჯერსი მეორე სეზონს ატარებდა ნჰლ-ში.
გზა ფინალამდე
რეინჯერსმა დაამარცხა პიტსბურგ პირატები მეოთხედ ფინალში 6-4 ანგარიშით, ხოლო ნახევარფინალი გამართა ბოსტონ ბრუინსთან სადაც 5-2 გამარჯვების შემდეგ გააღწია ფინალამდე.
მონრეალ მარუნსმა დაამარცხა მეოთხედ ფინალში ოტავა სენატორსი ანგარიშით 3-1, ხოლო ნახევარ ფინალში დაამარცხეს მონრეალ კანადიანსი 3-2 და გავიდნენ ფინალში.
თამაშები
ფინალის თამაშები მონრეალში გაიმართა, რადგან მედისონ სკვერ გარდენი (ნიუ-იორკი) დაკავებული ჰქონდა ცირკს.
რეინჯერსმა დაკარგა მეკარე ლოურნ ჩებოტი, რომელმაც მეორე თამაშში დაიზიანა თვალი. რის შემდეგადაც 44 წლის ლესტერ პატრიკმა აიღო თავის ტავზე მეკარეობა და მოთამაშეებს უთხრა: „არ მისცეთ მოხუცს დაცემის უფლება!“. რეინჯერსმა დამატებულ დროში ანგარიშით 2-1 გაიმარჯვა და დაეუფლა სტენლის თასს. პატრიკი ყველაზე ასაკოვანი ჰოკეისტი გახდა, რომელსაც ოდესმე უთამაშია სტენლის თასის ფინალში (44 წლის, 3 თვის და 10 დღის) - ეს რეკორდი რომელიც დღემდე შეუცვლელი რჩება.
შემდეგი ორი მატჩისათვის ნიუ იორკ რეინჯერსმა აიყვანა ნიუ-იორკ ამერიკანსის მეკარე ჯო მილერი, რომელიც ასევე დაეხმარა სტენლის თასის მოგებაში.
შემადგენლობა
ცენტრი
- 5 ბილ ქუკი (კაპიტანი)
- 7 ფრენკ ბუჩერი
- 11 ლორი სკოტი
შემტევები
- 2 ალექს გრეი
- 6 ფრედ ბან ქუკი
- 8 ბილი ბოიდი
- 9 მიურეი მერდოქი
- 10 პოლ ტომფსონი
მცველები
- 3 ივან ჩინგ ჯონსონი (Ivan Ching Johnson)
- 4 კლერენს ტეფი აბელი
- 12 ლეო ბურგო (Leo Bourgeault)
- 14 ფრენკ პეტსი კელიგენი
მეკარეები
- 1 ლორნ ჩებოტი
- 1 ჯოუ მილერი (შეცვლილი)
- 16 ლესტერ პატრიკი (მოთამაშე-მენეჯერი-მწვრთნელი)
პერსონალი
- ჯონ ჰომონდი - პრეზიდენტი / მფლობელი
- ჰარი ვესტერბი - მწვრთნელი
- უილიამ ქერი , რიჩარდ ჰოტი , ჯორჯ რიკარდი - დირექტორები