ნიკოლას-სუარესი — პროვინცია ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ნიკოლას სუარესის (1861-1940) პატივსაცემად, რომელიც XIX საუკუნეში, კაუჩუკის ბუმისას, პროვინციის თანამედროვე ტერიტორიების უდიდეს ნაწილს ფლობდა.
მდებარეობს ბოლივიის ამაზონის დაბლობში და ესაზღვრება ჩრდილოეთით ბრაზილიას, დასავლეთით - პერუს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადაჭიმულია 370 კმ-ზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 9 819 კმ²-ია.
მოსახლეობა
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა200 %-ით გაიზარდა თუკი 2001 წლის მონაცემებით 29 536 ადამიანს შეადგენდა, 2010 წლისთვის, სავარაუდოდ 51 377 უნდა გამხდარიყო.
მოსახლეობის 42.4 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. (1992)