აბუნა — პროვინცია ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. სახელი მიიღო მდინარე აბუნასგან, რომელიც მას ბრაზილიისგან გამოყოფს. პროვინცია ბოლივიის დაბლობში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 120-250 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით ასევე 350 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 7 468 კმ²-ია.
მოსახლეობა
2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 2 996 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის, სავარაუდოდ 3 729 უნდა გამხდარიყო.
მოსახლეობის 45.4 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 52.3 % ესპანურად ლაპარაკობს; 2.0 % კეჩუაზე, 2.8 % აიმარაზე და 52.8 სხვა ადგილობრივ ენებზე (1992).
მოსახლეობის 87.6 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 83.6 %-ს სასმელი წყალი. (1992)