მდებარეობს ბოლივიის ამაზონის დაბლობზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადაჭიმულია 370 კმ-ზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 22 461 კმ²-ია.
მოსახლეობა
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა 40 %-ით გაიზარდა. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 8 230 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის, სავარაუდოდ 10 164 უნდა გამხდარიყო.
მოსახლეობის 47.7 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. (1992)