ნარდევანი — სოფელი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში[2]. მდებარეობს წალკის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1520 მ სიმაღლეზე. წალკიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1516 ადამიანი.[3] სოფელში მდებარეობს წმინდა სარქისის სომხური ეკლესია.[4]შედიოდა ედიქილისას სასოფლო საბჭოში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1055 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2014[1] |
1055 |
510 |
545
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო